ბეჰისტუნის წარწერა

ბეჰისტუნის წარწერა თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს,  ქალაქ ქირმანშაჰთან. წარწერა სპარსეთის იმპერიის მეფის, დარიოს I-ოს მეფობის პერიოდით თარიღდება (ძვ.წ 522-486) და მასში მოთხრობილია მეფის ბიოგრაფია, მისი წარმომავლობა. შესრულებულია სამ სხვადასხვა ენაზე: ძველ სპარსულ, ელამურ და ბაბილონურზე.

2006 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

07

წარწერა მიწიდან 105 მეტრის სიმაღლეზეა შესრულებულია, სიმაღლით 7 მეტრია, სიგანეში კი 22 მეტრი. წარწერას თან ერთვის რელიეფი, სადაც დარიოსი გამოსახულია, როგორც ღმერთ აჰურამაზდას მფარველების ქვეშ მყოფი მეფე, რომელიც პირისპირ ხვდება უკვე დამარცხებულ მტრებს.

წარწერის 4 სვეტი შესრულებულია სამ სხვადასხვა ენაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ძველ სპარსულ, ელამურ და ბაბილონურზე, თარიღდება ძვ.წ 521-520 წლებით; ხოლო დანარჩენი 5 სვეტი მხოლოდ ძველ სპარსულადაა დაწერილი და ითვლება, რომ მოგვიანებითაა დამატებული. ბეჰისტუნის რელიეფი ასევე იმითაა გამორჩეული, რომ პირველად გვხვდება ღმერთ აჰურამაზდას გამოსახულება სპარსეთის იმპერიის ისტორიაში.

ბეჰისტუნის წარწერისა და რელიეფის რეკონსტრუქცია
ბეჰისტუნის წარწერისა და რელიეფის რეკონსტრუქცია

რელიეფი: ღმერთი აჰურამაზდა, რომელსაც მარცხენა ხელი ზემოთ აქვს აწეული დარიოსისაკენ, სიმბოლურად აძლევს მას სამეფო ძალაუფლებას; ღმერთი აჰურამაზადა მარჯვენა ხელით კი თვით მეფეს ლოცავს. მეფე დარიოსი ადამიანის ნატურალურ ზომებშია გამოსახულია, სამეფო გვირგვინით. მარჯვენა ხელი მიმართულია აჰურამაზდასაკენ, მარცხენათი კი ისარს ეყრდნობა. მარცხენა ფეხი დაბჯენილი აქვს, გაუმატუსათვის, აქვე ასევე სხვა 8 მეომბოხეს ფუგურაც, რომელებმაც მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს. ტყვეებს ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული, ასევე კისერზე აქვთ თოკი შემოხვეული. დარიოსის უკან დგანან მისი ორი მეომარი, მშვილოსანი და შუბის მატარებელი.

დღესდღეობით რელიეფის დათვალიერება მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი. 2300 წლის წინ, მას შემდეგ რაც აქ სამუშაოები დამთავრდა, მუშებმა საბოლოოდ დატოვეს ადგილი და მისასვლელი ქვის კიბეებიც დაანგრიეს, რათა წარწერამდე მისასვლელი ყველანაირი გზა გაენადგურებინათ. ალბათ ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ ბეჰისტუნის წარწერა დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული.

მეფე დარიოსი, რელიეფის ფრაგმენტი
მეფე დარიოსი, რელიეფის ფრაგმენტი

ალბათ ყველას აინტერესებს რაზე მოგვითხრობენ ლურსმული წარწერები. დარიოსი გვიყვება მისი წარმომავლობის შესახებ, ჩამოთვლილია მისი ტიტულები: “მე ვარ დარიოსი, დიდებული მეფე, მეფეთა მეფე, სპარსეთის მეფე, მრავალი ქვეყნის მეფე, ისტასპეს ვაჟი, არსემეს შვილიშვილი, აქემენიდი”. შემდეგ უკვე მეფე გვიამბობს თუ რა მოხდა კიროს დიდისა და კამბის II-ის გარდაცვალების შემდეგ, როგორ გამართა 19 ბრძოლა ერთი წლის განმავლობაში,  რათა ჩაეხშო სპარსეთის იმეპრიის სხვადასხვა ქალაქებში არსებული ამბოხებები. როგორც წარწერა გვატყობინებს, დარიოსმა ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა და ამ გამარჯვებებს აჰურამაზდას წყალობად მიიჩნევს.

აჰურამაზდა
აჰურამაზდა
ბეჰისტუნის წარწერა
ბეჰისტუნის წარწერა

Published by mariam meritamen

შეაგროვე მოგონებები და არა ნივთები, ესაა ჩემი მთავარი დევიზი და იმედია პირნათლად ავასრულებ. ცხოვრებაში ერთადერი უდიდესი მიზანი მაქვს, ვიმოგზაურო რაც შეიძლება მეტი. ჯერჯერობით ცოტა მაჩანჩალა ვარ, ჩემს მეჩვიდმეტე ქვეყანას ვესტუმრები სულ მალე :) ბლოგის მიზანია გაგიზიაროთ გამოცდილება და გიამბოთ ჩემთვის საინტერესო ადამიანებზე, რომლებმაც შემაყვარეს გარკვეული ქვეყანა, ან გაგაცნოთ ის ადგილები, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. ქვეყნები, სადაც გამიმართლა და უკვე მიმოგზაურია, მსურს ჩემი თვალით დაგანახოთ და შთაბეჭდილებებიც გაგაცნოთ. ასე რომ, ისიამოვნეთ და არ დაგენანოთ თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: