დედოფალი ჰატშეპსუტის სახელს არაერთი გრანდიოზული არქიტექტურული ანსამბლი და ამბიცური პროექტი უკავშირდება. თვით მისი პიროვნება, ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობია ძველი ეგვიპტის ისტორიაში. ქალი რომელიც გახდა ფარაონი; მან თავი წარმოადგინა როგორც ტახტის სრულუფლებიანმა მემკვიდრემ და ამონ-რას შვილმა. ისევე როგორც მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო გამორჩეული, მისი სულის მოსახსენებელი ტაძარიც სრულიად რევულუციური პროექტი იყო იმ დროისათვის.
დედოფალი ჰატშეპსუტიდედოფალის ბრძანებით ძვ.წ XVI საუკუნეში დაიწყო ნახევრად კლდეში ნაკვეთი დეირ ელ-ბაჰრის ტაძრის მშენებლობა. წარწერებში ვკითხულობთ და ეს არქეოლოგიური კვლევებითაც დასტურდება, რომ ნილოსის სანაპიროდან 7კმ-ის სიგრძეზე მიემართებოდა სარიტუალო გზა, მის ორივე მხარეს ყოველ 10 მეტრში იდგა ქვის სფინქსი, რომელიც შემკული იყო ფარაონის ატრიბუტიკით და პორტრეტული სახე ჰქონდა.
სულის მოსახსენებელი ტაძარი კლდის ძირში, სამ ტერასაზეა განლაგებული. ტაძრის ფასადი ოთხკუთხედი სვეტებითაა გაფორმებული, რომლებიც ტერასებზე მიდგმული პანდუსის ორივე მხარესაა განლაგებული და ოსირისის უზარმაზარი ქანდაკებებითაა გაფორმებული.
ტაძარი დაფარულია ჰატშეპსუტის ცხოვრების ამსახველი სცენებით. აქაა მისი დაბადება, მისი დედის იაჰმოსის ღმერთ ამონ-რასთან საკრალური ქორწინება, მისი ფარაონად კურთხევა; დედოფალი ჰათორისაგან იღებს მფარველობას. ტაძრის პირველ ტერესაზე, სამხრეთ ნაწილში გამოსახულია დედოფლიეს მიერ პუნტის ქვეყანაში გაგზავნილი ექსპედიციის სცენები.
უცხოელი დედოფლის რელიეფი, დეირ ელ-ბაჰრის პირველი ტერასა. ჰატშეპსუტის მიერ მოწყობილი პუნტის ექსპედიციის ამსახველი რელიეფები.დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი სვეტებით შემკულ სამლოცველეობში დაახლ. 400 სხვადასხვა ზომის ქანდაკება იყო განთავსებული, მათ შორსი 22 სფინქსი, 40-მდე ოსირისისა და 30-მდე დედოფლის ქანდაკება იყო. წარწერებიდან ვიგებთ, რომ ტაძრის გარეთა შესასვლელს ამშვენებდა გრანდიოზული კარი, რომელიც ოქროთი და ვერცხლით იყო მოპირკეთებული, შიგნითა კარი კედარის ხისა იყო. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ბრწყინვალედ გაფორმებული მონუმენტური მოაჯირები, რომელთა საშუალებითაც სამ ტერესაზე აღმართული ტაძრის პირველი, მეორე და მესამე ეზოები და სამლოცველოები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. კიბის მოაჯირის ქვედა ნაწილი წარმოადგენს კობრას თავს, რომლის დაკლაკნილი ტანი ზემოთ მიუყვება ტერასაზე შედგმულ უზარმაზარ მოაჯირს. გველს ზურგზე შევარდენი აზის. ეს კომპოზიცია განასახიერებდა ეგვიპტის ერთიანობას.
ჰატშეპსუტის ტაძრის მთავარი არქიტექტორია სენმუტი, ხოლო ტაძრის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა თხუტი.
სამლოცველოები მიძღვნილია ამონისადმი, ანუბისისა და ქალღმერთ ჰათორისადმი. ქალღმერთი ჰათორი დედოფალ ჰატშეპსუტის მფარველად ითვლებოდა. მისი გამოსახულებები მრავლადაა ტაძრის სამლოცველოებში, სვეტის კაპიტელები ასევე ბოლოვდება ჰათორის გამოსახულებებით.
სამლოცველოების კედლები დაფარულია რელიეფებით, ჭერიც მთლიანად მოხატულია. რელიეფებზე დედოფალი გამოსახულია ღმერთებთან ერთად. თუმცა მრავალი მათგანი დაზიანებულია თუტმოს III-ის მართველობის დროს, უმეტესად ჰატშეპსუტის გამოსახულებები წაშლილია, ასევე განადგურებულია კარტუშები მისი სახელებით.
ნეხბეტისა და სამეფო გველების გამოსახულება რელიეფზე ჰატშეპსუტის წაშლილი გამოსახულება ამ ადგილას კედარის ხე იდგა, რომელიც პუნტის ექსპედიციიდან იქნა ჩამოტანილი დეირ ელ-ბაჰრის ტაძარი მზის ამოსვლისას დეირ ელ-ბაჰრის ტაძარიროგორც უკვე ავღნიშნეთ, ტაძრის მთავარი არქიტექტორი სენმუტი იყო. წარმოუდგენელია დაწერო დეირ ელ ბაჰრზე და გვერდი აუარო სენმუტის დიად პიროვნებას. დედოფლის მმართველობის დროს ის უდაოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მთელს ეგვიპტეში. სენმუტმა მისი მოღვაწეობის განმავლობაში 90-მდე ტიტული მოიპოვა. აქედანვე ირკვევა, რომ ის იყო დიდი განათლებისა და ნიჭის მქონე ადამიანი. ჰატშეპსუტმა სწორედ სენმუტს მიაბარა მისი ქალიშვილი ნეფერურე (შემდგომში თუტმოს III-ის მეუღლე) აღსაზრდელად. სენმუტი ასევე იყო ამონის მთავარი ქურუმი და ეგვიპტის ვეზირი, მას ასევე ჰქონდა დედოფლის საძინებლისა ზედამხედველი ტიტული. ასევე უსაზღვრო იყო მისი ცოდნა ასტრონომიაში, მისი სამარხის კედლები დაფარულია უამრავი ასტროლოგიური შინაარსის მქონე რელიეფებით.
ასევე სადაო და საეჭვო იყო დედოფლისა და მისი ვეზირის ურთიერთობა. ცხადია მათი მჭიდრო და ახლო ურთიერთობა გარკვეულ ეჭვებს ბადებდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ქვემოთ მოცემული სურათი, ტაძართა ახლოს, კლდეში ნაკვეთ სამარხშია აღმოჩენილი. მასზე გამოსახული არიან ჰატშეპსუტი და სენმუტი ინტიმური ურთიერთობის დროს. აშკარაა რომ ეს უბრალო, სამარხებზე მომუშავე მუშების ნახელავია და მათ შორისაც ფართოდ იყო გავრცელებული იდეა, დედოფლისა და მისი ვეზირის სასიყვარულო კავშირის შესახებ.
შეაგროვე მოგონებები და არა ნივთები, ესაა ჩემი მთავარი დევიზი და იმედია პირნათლად ავასრულებ. ცხოვრებაში ერთადერი უდიდესი მიზანი მაქვს, ვიმოგზაურო რაც შეიძლება მეტი. ჯერჯერობით ცოტა მაჩანჩალა ვარ, ჩემს მეჩვიდმეტე ქვეყანას ვესტუმრები სულ მალე :)
ბლოგის მიზანია გაგიზიაროთ გამოცდილება და გიამბოთ ჩემთვის საინტერესო ადამიანებზე, რომლებმაც შემაყვარეს გარკვეული ქვეყანა, ან გაგაცნოთ ის ადგილები, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. ქვეყნები, სადაც გამიმართლა და უკვე მიმოგზაურია, მსურს ჩემი თვალით დაგანახოთ და შთაბეჭდილებებიც გაგაცნოთ. ასე რომ, ისიამოვნეთ და არ დაგენანოთ თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება :)
View all posts by mariam meritamen
7 thoughts on “დეირ ელ-ბაჰრი – ის რაც აქამდე არ იცოდით”
👍