მდინარე ნილოსმა 5000 წლის წინ წარმოშვა მსოფლიოს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი კულტურა – ძველი ეგვიპტე. 3000 წლის განმავლობაში ქვეყანა იმართებოდა ფარაონების მიერ. ეგვიპტელებმა შექმნეს საინტერესო ხელოვნების ნიმუშები, ააშენეს უდიდესი ქვის მონუმენტები და განავითარეს მსოფლიოში პირველი სახელმწიფო. ისინი თავის ქვეყანას “კემე-ს” – შავ ქვეყანას უწოდებდნენ. მათ შექმნის 365 დღიანი კალენდარი, დამწერლობა – იეროგლიფები. ააშენეს საოცარი სამარხები, რომელთა უმრავლესობა დღემდეა შემორჩენილი და აოცებს მნახველს… თუმცა მათ სიკვდილის არ ეშინოდათ, უბრალოდ მათ ძალიან უყვარდათ სიცოცხლე და არ უნდოდათ მისი დათმობა არც იმქვეყნიურ სამყაროში. სამარხების კედლის მხატვრობა მოგვითხრობენ ისტორიას ოსირისის შესახებ, რომელიც მოკლა და 42 ნაწილად დააქუცმაცა მისმა ძმამ – სეთმა. მისმა მეუღლემ, ქალღმერთმა ისიდამ, შეაგროვა და შეაერთა მისი ნაწილები, ოსირისი მკვდრეთით აღსდგა. ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რადგან ოსირისი მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა, მათაც შეეძლო უკვდავებისთვის მიეღწიათ. ოსირისი ერთ–ერთი იყო იმ უამრავი ღმერთისგან, რომელთაც ძველი ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ. ამონ–რა მზის ღმერთი, მთავარ ადგილს იკავებდა ეგვიპტურ პანთეონში, ანუბისი – მიცვალებულთა ღმერთი და მფარველი იყო… ეგვიპტელებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ. ამიტომ ცდილობდნენ სხეული შეენახათ და დაეცვათ გახრწნისაგან, რათა შეძებოდათ მასში კვლავ სიცოცხლის გაგრძელება. სწორედ ამიტომ ხდებოდა გარდაცვლილის მუმიფიკაცია. მუმიას სარკოფაგში ათავსებდნენ, რომელიც მაგიური შელოცვებით იყო დაფარული. სარკოფაგს სამარხში ათავსებდნენ. რაც კი სამარხში თავსდებოდა ითვლებოდა რომ, გარდაცვლილს იმქვეყნიური სამყაროს ყოველდღიურობაში გამოადგებოდა. ამიტომ ატანდნენ ფარაონებს ულამაზეს ავეჯს, სამკაულებს, ძვირფასეულობას და მასიურ ხის ნავებსაც კი, რათა ფარაონს ზეციურ ნილოსზე ცურვა შეძლებოდა.

ძველ ეგვიპტურმა კულტურამ უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ძველი აღმოსავლეთის, არამედ ანტიკურ ქვეყნებზეც.ძველ ეგვიპტეს გარე სამყაროსთან მხოლოდ სუეცის არხის ვიწრო ზოლი აკავშირებდა. ამგვარმა იზოლაციამ განაპირობა ქვეყნის თავისებურება და თვითმყოფადობა, რაც გამოვლინდა როგორც დამწერლობასა და ლიტერატურაში, ასევე რელიგიაშიც.
პირველი ფარაონი ლეგენდარული პიროვნება – მენესია. გადმოცემის მიხედვით მან ძვ.წ 3100 წელს ზემო და ქვემო ეგვიპტე გააერთიანა და უკვე იწყება ერთიანი ეგვიპტის სახელმწიფოს ისტორია.

პირველი ეგვიპტური წარწერები ჩნდება დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში ჩნდება, ესენი იყო მოკლე სამეფო ჩანაწერები. შემდგომში იქმნება სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრები: ავტობიოგრაფიები, რელიგიური ტექსტები, დიდაქტიკური ჟანრის ნაწარმოებები, იგავი, ზღაპარი და სასიყვარულო ლირიკა. მსოფლიოში პირველი ავტობიოგრაფია ეკუთვნის ვინმე მეჩენს, რომელიც დაახლოებით 4600 წლის წინანდელია და მოგვითხრობს ავტორის კარიერის აღმავლობაზე უბრალო გადამწერიდან, მაღალი ოფიციალური პირის თანამდებობამდე.

რაც შეეხება რელიგიურ ტექსტებს, უძველესი მათგანი „პირამიდების ტექსტების“ სახელითაა ცნობილი და წარმოადგენენ მაგიური ჰიმნებისა და შელოცვების კრებულს, რომელთა დანიშნულება იყო, გაეადვილებინათ მიცვალებული ფარაონისათვის „დასავლეთში“ წასვლა და იქ დამკვიდრება. შემდგომში პირამიდების ტექსტები გადადის ჯერ სარკოფაგებზე, შემდეგ კი პაპირუსებზე. ამ უკანასკნელზე შესრულებული ტექსტები „მიცვალებილთა წიგნის“ სახელითაა ცნობილი.

ეგვიპტური რელიგია საკმაოდ კომპლექსური და მრავალფეროვანია. მთელს ეგვიპტეში გავრცელებული და აღიარებული კულტის ღვთაებებთან ერთად, თითოეულ ნომში ეთაყვანებოდნენ საკუთარი პანთეონის ღვთაებებსაც.
ეგვიპტური რწმენის თანახმად, ადამიანის დედამიწაზე სიცოცხლე მისი ცხოვრების მცირე ეპიზოდი იყო, რომელიც სიკვდილის შემდეგ „დასავლეთის ქვეყანაში“ ანუ „იალუს მინდვრებზე“ გრძელდებოდა. სიკვდილის მომენტში მისი სულიერი საწყიდი „ბა“ სცილდებოდა მატერიალურ სხეულს, ხოლო დასავლეთში გადანაცვლების შემდეგ, ისევ უერთდებოდა. თუ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდებოდა სხეულის და ბას შეერთება, სული სამუდამოდ მიუსაფარი რჩებოდა. ამის გამო ენიჭებოდა სხეულის შენახვას უდიდესი მნიშვნელობა. ამგვარმა შეხედულებებმა წარმოშვა ეგვიპტეში მუმიფიცირების ტრადიცია.
ეგვიპტის ხსენებაზე ალბათ ყველას პირამიდები წარმოუდგება თვალწინ, როგორც იცით, პირველი პირამიდა აშენდა ფარაონ ჯოსერის მეფობის დროს. პირამიდის არქიტექტორი იყო იმხოტეპი. მან პირველად გამოიყენა საშენ მასალად ქვა. მანამდე ფარაონთა სამარხები გამომწვარი აგურით შენდებოდა, მათ „მასტაბები“ ეწოდებოდა. იმხოტების მიერ აგებული პირამიდა „საფეხუროვანი პირამიდის“ სახელითაა ცნობილი და 7 ერთმანეთზე მიდგმულ მასტაბს მოგვაგონებს.


რაც შეეხება ეგვიპტური ხელოვნების უძველეს ნიმუშებს, ისინი დაახლოებით ძვ. წ. V-IV ათასწლეულით თარიღდება. როდესაც ეგვიპტე ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო, დაახლ. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში, ეგვიპტურ ხელოვნებას და კულტურას განვითარების საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გავლილი. ადრეული პერიოდიდანვე განვითარდა ქანდაკება და ფერწერა. მათი კანონები ძირითადად უცვლელი დარჩა ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. მიცვალებულთათვის სკულპტურული გამოსახულების დამზადებამ ხელი შეუწყო სკულპტურული პორტრეტის საოცარ განვითარებას. ეგვიპტური ხელოვნება მეწინავე იყო ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ხელოვნებასთან შედარებით.

ძველეგვიპტელთა დამსახურება საოცრად დიდია მსოფლიო კულტურის წინაშე, რომლის განვითარება ძნელია წარმოვიდგინოთ ძველეგვიპტელთა მიღწევების გარეშე. ამის დასტურია უამრავი არქეოლოგიური მასალა და საოცარი პირამიდები, რომელთა წაინაშე დროც კი უძლურია.
auu ra jigari xar mariii ❤ versad ver vnaxe madlobaa ❤
წავიკიტხე და ძან ვისიამოვე