პომპეი ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი ქალაქი იყო რომის იმპერიაში. ქალაქი თითქოს დროში გაქვავდა და დღევანდელ დამთვალიერებელს სრულ სურათს სთავაზობს, თუ როგორი იყო ანტიკური რომაული ქალაქი.
პომპეი ძვ.წ IV საუკუნეში დაარსდა. ქალაქში განვითარებული იყო ვაჭრობა, ხდებოდა ღვინისა და ზეთის გატანა. პომპეი შიეცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც დამახასიათებელი იყო რომაული ქალაქისათვის; ტაძრები, თეატრი, აბანოები… ქალაქი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ ძვ.წ 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა მოხდა.
თავდაპირველად ძალიან ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ფერფლისა და კვამლის ნაკადს. თუმცა სულ მალე სიტუაცია შეიცვალა. შავმა ღრუბლებმა ცა დაფარა, სახლის სახურავებზე, ხეებზე, ქუჩებში ფერფლი ილექებოდა, გამუდმებული მიწისქვეშა ბიძგები ქალაქის მცხოვრებლებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ ამცნობდნენ. ვუკლანი ერთბაშად არ ამოფრქვეულა, თითქოს ბუნება მოსახლეობას აფრთიხლებად, რომ გასცლოდნენ იქაურობას. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მართლაც დატოვა ქალაქი. არქეოლოგიური გათხრების დროს აქ დაახლ. 2000 ადამიანის სხეული აღმოაჩინეს, მთლიანობაში კი ქალაქში დაახლ. 20 000 ადამიანს უნდა ეცხოვრა. აღსანიშნავია, რომ გათხრებისას რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც არქეოოგებმა ადამიანების ნეშტი სარდაფებში აღმოაჩინეს, მათ გვრედით კი ოქრო და ძვირფასეულობა ელაგა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ქალაქში მხოლოდ მონები და მსახურები დარჩნენ, რადგან მათ სახლების მეთვალყურეობა დაავალაეს. ან ადამიანები, რომელთაც მათი კარმიდამოს მიტოვება არ ისურვეს, ანდა ვერ შეაფასეს თუ რა ტრაგედია მოსდგომოდათ კარზე.

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ პომპეი 3 მეტრის სიმაღლის ფერფლისა და ლავის ქვეშ თითქმის 2000 წლით დაიფარა. ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს და მისი სრული შესწავლა მხოლოდ 1860 წლიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ როდესაც ქალაქის სახლებში ფრესკები აღმოაჩინეს და ქალაქის სკულპტურები ნახეს, კათოლიკურმა ეკლესიამ აქ გათხრების წარმოება აკრძალა. ეკლესიისათვის სრულიად მიუღებელი იყო იქ აღმოჩენილი სექსუალური შინაარსის ფრესკები.
რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა ერთ-ერთი ჩონჩხის თავის ქალი მიხედვით, გარდაცვლილის სახე აღადგინეს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მეცნიერებმა გარდაცვლილს ბელა დონა – მშვენიერი ქალბატონი უწოდეს.

მაშ ასე, მოდი ჩავიხედოთ პომპეის ყოველდღიურობაში!!!
პომპეი იტალიის ულამაზეს მხარეში მდებარეობს, ამიტომაც ქალაქი მდიდარი რომაელების უსაყვარლესი ადგილი იყო. ქალაქის სახლების და ვილების უმეტესი ნაწილი, შეძლებულ რომალებეს ეკუთვნით. როგორც უკვე აღვნიშნე პომპეიში გვხვდება სახალხო აბანოები, გლადიატორების არენა, თეატრები, რესტორნები და სასტუმროები. ქალაქი გართობის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე იყო.

პომპეის ქუჩებში სიარულისას ქვაფენილზე უამრავ ფალოსის გამოსახულებებს შეხვდებით, ასევე ფალოსის გამოსახულებებია სახლების კელდებზე. როგორც თანამედროვე არქეოლოგები ამტკიცებენ პომპეიში სექსინდუსტრია ყვაოდა და ალბათ ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესიც იყო. გათხრებისას აღმოჩენილია ე.წ სასტუმროები, სადაც მსურველს შეეძლო თავისი სექსუალური ფანტაზიები სრულად დაეკმაყოფილებინა. ქალაქში აღმოჩენილი ფრესკები პირდაპაირ გვიჩვენების მათი თავისუფალი სექსუალური ცხოვრების დეტალებს.
სექსუალური შინაარსის ფრესკებით გამოირჩევა შენობა ლუპანარი, რომელიც სავარაუდოდ საროსკიპო უნდა ყოფილიყო. დაზუსტებით არაა ცნობილი მსგავსი ფრესკები ე.წ. კომერციული შინაარსისა იყო, თუ საროსკიპოში მისულ ადამიანტა ფანტაზიის გაღვივებას ემსახურებოდა. შესასვლელთან ასეთი წარწერააა გაკეთებული: „ამ ქალაქში თუ ვინმე ეძებს ნაზ სიყვარულს, გაითვალისწინეთ, რომ აქ ყველა გოგონა ძალიან თბილი და მოსიყვარულეა“. ლუპანარი ორსართულიანი შენობაა, შეიცავს 10 განცალკევებულ ოთახსა და აივნებს. ეს არ ყოფილა პომპეის ერთადერთი საროსკიპო, მათი ზუსტი რაოდენობა დაუგენელია, თითქმის ყველა არქეოლოგი სხვადასხვა ციფრს ასახელებს, მაგრამ ერთი რამ უდაოა. პომპეიში პროსტიტუცია ყვაოდა.
სექსუალური შინაარსის ფრესკებით ასევე გამოირჩევა პომპეის სახალხო აბანო. მათი დანიშნულება აქაც არაა დადგენილი. შესაძლებელია ეს ყოფილიყო უბრალოდ სიამოვნების ამსახველე ფრესკები, ან აქაც ხდებოდა სურვილის შემთხვევაში მათი სექსუალური ფანტაზიებისათვის ფრთებისშესხმა.
მე მგონია, რომ პომპეი ის ადგილია, სადაც ყოველ ადამიანს შეუძლია სულ ცოტა ხნით დროში გაიყინოს, იგრძნოს მარადისობა და შეიგრძნოს წარსული. მიხვდეს, რომ ის რაც გვეჩვენება ძალიან დიდი ხნის წინ იყო და მოხდა, აგერ ჩვენს ცხვირწინაა. მთავარია გვერდზე გადავდოთ სულ მცირე ხნით ფოტოაპარატი, გზამკვლევი, ჩამოვჯდეთ სადმე წყნარ ადგილას და დავფიქრდეთ. პირადად მე, ვიცი როდესაც მომეცემა შანსი პომპეიში ხეტიალის, ჩემს წარმოსახვაში წინ ჩამივლიან ტოგაში გამოწყობილი მამაკაცები, მოკისკისე გოგოები, გაჯგიმული გლადიატორები, თავჩაქინდრული მსახურები. მე და ჩემს ფანტაზიას ნამდვილი ზეიმი გვექნება. ჰოდა მეც დაველოდები იმ მომენტს, როდესაც ის ბედნიერი დღე გათენდება, როდესაც გავიღვიძებ, პომპეის გზას დავადგები და მომეცემა იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი ვნახო და ვიგრძნო.
Reblogged this on internalself.
მშვენიერია პომპეი ❤ ნამდვილად ღირს ნახვად ! თუმცა, ტურისტებს ამ ფრესკებს არ აჩვენებენ ძირითადად, უფრო გაქვავებული ადამინების გვამებს და აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალას ათვალიერებინებენ ☺
იმედი მალე მოგვეცემა შანსი უშუალოდ ქალაქის ქუჩებში სიარულის 🙂 მერე უფრო ლამაზი იქნება 🙂
მეც ამის იმედი მაქვს ❤
ამ სტატიას რომ ვწერდი, მხოლოდ ვოცნებობდი, წელს კი 3 კვირა ვიბოდიალე იტალიაში. ოცნებები აუცილებლად ხდება, მთავარია იმედი და მონდომება 🙂
ტურს გააჩნია, ფრესკები ძირითადად საროსკიპოებშია აღმოჩენილი, სადაც გათხრები მიმდინარეობს.
ra cudia pompei
პირიქით, მთელს იტალიაში პომპეიმ ყველაზე მეტად მომხიბლა. თქვენ რატომ არ მოგეწონათ? 🙂
რა ბედნიერებაა რომ გაქვს შესაძლებლობა იმოგზაუო, ნახო სხვადასხვა ქვეყანა და გაეცნო თითოეული მათგანის კულტურას ^^ ძალიან მომწონს შენი პოსტები ^^
ანა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისათვის. მაქსიმალურად ვცდილობ ბევრი ვიმოგზაურო და ეს გამოცდილება ბევრს გავუზიარო.
18+
რა პონტია WHAT THE …
ფალოსი რაღაცას მაგონებს…
პროსტა მარაზმატული ფოტოებია.