კნოსოსის სასახლე

კრეტა, მინოსის სასახლის კოლონადა.

კნოსოსის სასახლე, მინოსური კულტურის ნამდვილი მარგალიტია. 1878 წელს მინოს კალოკერინოს მიერ იქნა აღმოჩენილი, ხოლო 1900 წლიდან, მომდევნო 35 წლის განმავლობაში, არქეოლოგი არტურ ევანსი და მისი ჯგუფი აქტიურად მუშაობდა სასახლის კვლევასა და აღდგენაზე. კნოსოსის სასახლე ეჭვგარეშეა პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო მინოსური ცივილიზაციისა. ესაა უდიდესი ლაბირინთი საცხოვრებელი ოთახების, დარბაზებისა და სარდაფებისა. კომპლექსი კარგადაა ორგანიზებული, გააჩნდა წყლის მომარაგების სისტემა, აკვედუკებით მიმდებარე ბორცვიდან მუდმივად მოედინებოდა წყაროს წყალი. გამოირჩევა კედლის მხატვრობის სიუხვით, დახვეწილი სტილით. სასახლის აშენების პერიოდად ძვ.წ. 1700-1400 წლებია მიჩნეული, თუმცა ძვ.წ 1300-1100 წლებში გაურკვეველი მიზეზებით მიტოვებული იქნა. დღეს საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, მოსახლეობა იძულებეული გახდა ქალაქი დაეტოვებინა, დაცარიელდა კნოსოსის სასახლეც…

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სასახლე ლეგენდარული არქიტექტორის, დედალოსის მიერაა აგებული. სასახლის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ შიგნით მყოფი ადამიანი გარეთ გამოსასვლელს ვეღარ პოულობდა. მეფე მინოსმა, არქიტექტორი და მისი ვაჟი დაატყვევა, რათა სასახლის საიდუმლოება არ გაეცათ. დედალოსმა, ამ შემთხვევაშიც თავისი ნიჭი გამოიყენა და ორი წყვილი ფრთა დაამზადა, რათა კუნძული დაეტოვებინათ. დედალოსმა, თავისი ვაჟი გააფრთხილა, მზესთან ახლოს არ ეფრინა, რადგან სანთლისაგან დამზედებული ფრთები დადნებოდა. ახალგაზრდა და იმპულსურმა იკაროსმა თავი ვერ შეიკავა, უფრო და უფრო მაღლა აფრინდა, მზეს მიუახლოვდა, მისი ფრთები დადნა და ეგეოსის ზღვაში ჩავარდა.

კნოსოსის სასახლე, კიდევ ერთ ბერძნულ მითთან და მთავარ გმირთანაა დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით, მეფე მინოსი ქალაქ ათენს მართავდა და ხარკის სახით ყოველ წელს მათ აიძულებდა 7 ახალგაზრდა გოგო და ვაჟი გაეგზავნათ კრეტაზე, რათა შემდეგ ისინი მინოტავრისათვის მსხვერპლად შეეწირათ. მინოტავრი საშინელი არსება იყო, ადამიანის ტანითა და ხარის თავით. ის დედოფალ პასიფაესა და პოსეიდონის მიერ, მეფე მინოსისათვის მირთმეული ხარის კავშირის პირმშოა. ურჩხულის დაბადებამ შეზარა მეფე მინოსი და მისი ლაბირინთში გამოკეტვა ბრძანა.
ათენელი ახალგაზრდების მსხვერპლშეწირვას საბოლოო წერტილი თეზევსმა დაუსვა. ის მსხვერპლადშესაწირ ათენელებთან ერთად გაემგზავრა კრეტაზე, მოკლა მინოტავრი და ლაბირინთიდან გზა მინოსის ქალიშვილის, არიადნეს მიერ მიცემული ჯადოსნური ძაფის გორგლის დახმარებით გამოაგნო.

კნოსოსის სასახლე
კნოსოსის სასახლე

მინოსის სასახლე ტაფობშია ჩაფლული, სასახლე ბორცვზე დგას, ნანგრევები 2000  წლისაა, ჩანს ყორე კარგად გათლილი ქვისა, მის მარჯვნივ ჩრდილო – დასავლეთის ფართო ეზოა და სასახლეში შესასვლელი, ამ მონუმენტურ გალერეაში, რომლის კოლონებიც უცნაურად ვიწროვდება ძირისაკენ, დაინახავთ ადამიანის ფიგურას კედელზე გამოსახულს, ეს არის ტანწერწეტა ჭაბუკი, რომელსაც მხრებამდე სცემს შავი კულულები. ეს არის დღეისთვის სახელგანთქმული მინოსური ფრესკა მერიქიფე. მის შემდეგ ჩანს შროშანისგვირგვინოსანი ქალბატონი დიდი კიბის თავზე და ბოლოს დიდი სტენდის ფრესკა, რომელზედაც გამოსახულნი არიან ელეგანტური მინოსელი   ქალები გაშლილი  ქვედა კაბებით და დახვეული კულულებით. როდესაც მინოსელებმა ააგეს თავიანთი სასახლე ძვწ. 2000 წლის წინ, მაშინ კრეტის უმთავრესი ღვთაება რომელიც  ევანსმა ჰპოვა ქვებზე ამოტვიფრული და რომლის პაწაწინა გამოსახულებებიც აღმოაჩინა იყო დედა – ქალღმერთი, ხელებზე გველებშემოხვეული, რომელნიც წარმოადგენდნენ მის სიმბოლიკას.
kreta8

kreta5

kreta4

გალერეიდან ჩამოსულნი გადავდივართ კნოსოსის სასახლის გულში მდებარე სამეფო დარბაზში. მისი 3  კედლის გასწვრივ ქვის სკამებია ჩადგმული, ცენტრში დგას ქვის სავარძელი მაღალი ტალღისებრი ზურგით. სასახლეში არსადაა აღმოჩენილი წარწერები, თუმცა  თითქმის ფაქტია, რომ ეს იყო საბჭო დარბაზი მეფე – ქურუმის მინოსისა. სამეფო ტახტის გარშემო კედლებზე ფრესკებია გრიფონების გამოსახულებით, რომელთაც ლომის ტანი აქვთ და ფრინველის თავი, ტახტის პირდაპირ ოთახის მეორე მხარეს ოთკუთხა ორმოა, რომელსაც  ვუახლოვდებით კიბეებით, თავიდან ევანსს ეს აბანო ეგონა, მაგრამ არსად ჩანდა მილი,  ასე რომ როგორც სჩანს ეს ორმო სხვა დანიშნულებისა იყო. შემდგომში ევანსმა აღმოაჩინა სასახლის სხვა მის მახლობელ ვილებში მსგავსი ორმოები, რომელთაგან ზოგიერთის ცენტრში იყო სვეტები, ამ სვეტებზე ორმაგი ცული იყო ამოკვეთილი ბერძნულად ლაპრის  და მან დაასკვნა, რომ მიწისქვეშა ოთახებს ჰქონდათ რელიგიური დანიშნულება მიწის ღვთაებასთან დაკავშირებული.
kreta6.jpg
სასახლე აგებულია წაგრძელებულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც ეშვება აღმოსავლეთით პატარა მდინარისაკენ, რომელსაც უწოდებენ კაირატოსს. დიდი ეზო  ბორცვის ცენტრშია, იგი გარშემორტყმული იყო ადმინისტრაციული და რელიგიური შენობებით, რომელთაც რამდენიმე სართული ჰქონდათ. აღმ მხარეს როგორც სჩანს იყო სარეზიდენციო ნაწილი, შენობები ეშვება დაღმართზე ველისაკენ, მათკენ მივყავართ დიდ კიბეს, ხუთრიგიანს, ეს დიდებული კიბე აღადგინა ევანსის არქიტექტორმა  ქრისტიან დოლმა, კიბე დამსხვრეული იყო ვინაიდან მისი ხის საბჯენები დამპალიყო, ერთმანეთზე ეყარა მისი საფეხურებიც და მთიდან ჩამორეცხილი თიხით იყო დაფარული. როგორც ამბობენ ევანსმა სასახლის აღდგენაზე დახარჯა 250 000 გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ერთ-ერთ დარბაზთაგანს სადაც შემორჩენილია ფრესკები ევანსმა უწოდა დედოფლის დარბაზი,  დეკორაციის ფემინური ხასიათის გამო, კედლების გასწვრივ აქაც  დაბალი ქვის სკამებია, კედლებზე ხალისიანი ფრესკებია ბუნებისმიერი სცენებით, მუქლურჯი დელფინები ზღვაში, ვარსკვლავ – თევზები, ცხვირწამახული ზღვის ვარდები, ყოველივე ეს რეალისტურად არის  გამოსახული და ჰარმონიულად ეთანხმება დეკორატიულ სქემას. ევანსმა აღმოაჩინა აგრეთვე სათამაშო მაგიდა; სასახლეში აღმოჩენილია აბაზანა. ფართო ვერტიკალური მილები სქელ კედლებში დატანებულნი უკავშირდებიან რთულ სისტემას ვეება ხვრელებისას, უფრო მცირე ხვრელები გაკეთებული იყო თიხის მილებისაგან, რომელთა სექციებიც დამუშავებული იყო, ისინი იხსნებოდნენ და იკეტებოდნენ, ალაგალაგ ოდნავ ვიწროვდებოდნენ რათა ბიძგი მიეცათ წყლისთვის და განედევნათ ნალექი. ეს მილები ნაგებობის უძველეს ნაწილს ეკუთვნიან ძ  წ 2 000 წ, ღირსშესანიშნავია აგრეთვე წყლის ღია არხები, რომელნიც ჩასდევენ კიბეს სასახლის ჩრდ – აღმოსავლეთით, უერთდებიან ცენტრალურ ეზოს და ჩადიან მდინარესთან.kreta9

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.minoancrete.com/knossos.htm

http://gviniashvilitornike.blogspot.com/2014/11/blog-post.html

http://www.interkriti.org/crete/iraklion/knossos.html

http://ancient-greece.org/archaeology/knossos.html

 

Author: mariam meritamen

შეაგროვე მოგონებები და არა ნივთები, ესაა ჩემი მთავარი დევიზი და იმედია პირნათლად ავასრულებ. ცხოვრებაში ერთადერი უდიდესი მიზანი მაქვს, ვიმოგზაურო რაც შეიძლება მეტი. ჯერჯერობით ცოტა მაჩანჩალა ვარ, ჩემს მეჩვიდმეტე ქვეყანას ვესტუმრები სულ მალე :) ბლოგის მიზანია გაგიზიაროთ გამოცდილება და გიამბოთ ჩემთვის საინტერესო ადამიანებზე, რომლებმაც შემაყვარეს გარკვეული ქვეყანა, ან გაგაცნოთ ის ადგილები, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. ქვეყნები, სადაც გამიმართლა და უკვე მიმოგზაურია, მსურს ჩემი თვალით დაგანახოთ და შთაბეჭდილებებიც გაგაცნოთ. ასე რომ, ისიამოვნეთ და არ დაგენანოთ თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება :)

17 thoughts on “კნოსოსის სასახლე”

  1. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს ძველი ეგვიფტე და ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობდი განსაკუთრებით ჩემ გაოცებას იწვევდა ეგვიპტური არქიტექტურა ^_^

  2. სიამოვნებით გავიღმავებდი ცოდნას ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ, წარმოსახვით ვიმოგზაურებდი და ბევრ აქამდე ჩემთვის უცნობ, დინასტიებს გავეცნობოდი…

  3. ჩემი ერთ ერთი რეინკარნაციის დროს ეგვიპტელი ვიყავი,დანარჩენს არ დავაკონკრეტებ.არ ვიყავი ფარაონი😊 მაინტერესებს ყველაფერი, ბევრი ვიცი, ბევრიც არა,ნამდვილად მჭირდება ეს წიგნი

  4. მინდა საჩუქარი მ8ნდა მინდა და მინდა ერთხელ უკვე დავწერე მიზეზები.. კიდე დავწერ არ მეზარება მინდა რომ უფრო მეტი შევისწავლო ეგვიპტეზე იმედია ოცნებაც ახდება და ერთ დღესაც ვიმოგზაურებ და ჩემი თვალით ვნახავ ამ სიდიადეს და უძველესი ხანის უმაღლეს ცივილიზაციას.. თან თქვენი გ ერდისგან სახსოვრად მექნება საჩუქარი მხატვტული წარწერით დავამშვენებ..

  5. Titoeuli wignis kitxva chemtvis mogzaurobis tolfasia, iyo saxlshi da amavdroulad droshi mogzaurobe zalian sainteresoa…egvipturi kultura ki gamoircheva tavis mistiuri samyaroti rac chems samyaros mravalferovans da kidev ufro saibteresos gaxdis.

  6. მიყვარს ძველი ეგვიპტე, ამქვეყნად კოსმიური წესრიგის გადმოტანის პრეტენზიით რომ წარსდგა სამყაროს წინაშე… მიზიდავს ნილოსის ნობათის დიდებულება და იდუმალება, რომლის ამოხსნა მხოლოდ იმ კარიბჭის გავლითაა შესაძლებელი, შამპოლიონმა რომ გაუღო კაცობრიობას… ჩემი სალამი ძველ ეგვიპტეს, ცივილიზაციის ისტორიის მშვენებასა და სიამაყეს!

  7. ადრე ბერძნულ მითოლოგიაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ უფრო საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ეს ძველი ეგვიპტეა, თქვენი გვერდი დამეხმარა, რომ უამრავი ახალი რამ გამეგო ამ თემაზე. უბრალოდ განსაცვიფრებელია, ეგვიპტელთა პირამიდები, ფარაონები, მათი ყოფა… ეს წიგნი იმითომ მინდა, რომ მათზე უფრო ბევრი რამ გავიგო და შემდეგ სხვა კულტურებს შევადარო.

  8. ga Burduladze საერთოდ ძველი აღმოსავლეთის ისტორია მდიდარია ისეთი ინფორმაციით რომელიც ყველა ადამიანს დააინტერესებს,განსაკუთრებით ეგვიპტის ისტორია ,პირამიდების ეპოქა.საბერძნეთის ისტორიიდან კრეტა-მიკენის ეპოქაა ძალიან საინთერესო,სადაც ისეთი მშვიდობისმოყვარე ხალხი ცხოვრობდა, რომ კუნძულ კრეტაზე არცერთი საბრძოლო იარაღი არ არის აღმოჩენილ

  9. საერთოდ ძველი აღმოსავლეთის ისტორია მდიდარია ისეთი ინფორმაციით რომელიც ყველა ადამიანს დააინტერესებს,განსაკუთრებით ეგვიპტის ისტორია ,პირამიდების ეპოქა.საბერძნეთის ისტორიიდან კრეტა-მიკენის ეპოქაა ძალიან საინთერესო,სადაც ისეთი მშვიდობისმოყვარე ხალხი ცხოვრობდა, რომ კუნძულ კრეტაზე არცერთი საბრძოლო იარაღი არ არის აღმოჩენილი

  10. virtualurad imdenjer vimogzaure tkveni blogebit am lamaz dasaintereso kvekanashi rom tkveni sachukrebi chemtvis ikneba virtualuri mogzaurobebisgan shezenili suvenirebi☺

  11. ხელოვნება ჩემი მუდმივი შთაგონების წყაროა ❤ მუდამ ვხატავ და შემოქმედებითად ვმუშაობ ❤ ამავდროულად,მოგეხსენებათ ,ხელოვნების უდიდესი კერა და ჩემი საყვარელი ისტორიული ქალაქიც სწორედ ეს ადგილია ❤ ამრიგად,ეგვიპტის სიყვარული ჩემში დიდი ხანია არსებობს მომავალსაც ხელვნებას ვუკავშირებ და ამ საგნის ჩაბარებითვე ვგეგმავ ცხოვრებაში მოღვაწეობას ❤ ამასთავანავე ჩემი საოცნებო მოგზაურობის დაწყებასაც ამ ქვეყანას ვუკავშირებ ❤ (თუ რაღა თქმა უნდა ისინი ახდება

    1. Inga Burduladze საერთოდ ეგვიპტურ მითოლოგიაში პათივს სცემდნენ სულს და სხეულს ,რომელსაც კა და ბაი ეწოდებოდა ვინაიდან როდესაც ფარაონი გარდაიცვლებოდა მისი სული რმოდენიმე რეინკარნაციის დროს გადავიდოდა სხვადასხვა სხეულში ,ცხოველებში და ასე შ,მაგრამ დროთა განმავლობაში იგი უნდა დაბრუნებოდა თავის სხეულს ამიტომ იყო რომ სამარხებში და პირამიდებსი ატეულობით ფარაონის ფიგურა არის შემორჩენილი,ვინაიდან უკან დაბრუნებულ სულს ადგილზე ფარაონის მუმია თუ არ დახვდებოდა ნებისმიერ ფიგურაში ჩასახლდებოდა

  12. wignis migebis survili imashi mdgomarebos rom bavshvobidan mizidavs mitologia da mistika gansakutrebit egviptis aseve mxatvarivar da swored am ganxrit vxatav mxolod mistiurs an mitologiurs da rac metad shevicnob egviptes chemtvisac ufro sasiamovno iqneba da ufro shevdzleb daxvewas tundac samxatvro aseve saganmanatlebo sferoebshi )

  13. იმიტომ,რომ მსურს ძველ ეგვიპტეზე მეტი ინფორმაცია გავიგო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: