ჯედეფრი, მეოთხე დინასტიის მესამე და დავიწყებული ფარაონია. სნეფერუსა და ჰეტეპჰერესის შვილიშვილმა, ხუფუს ვაჟმა და ტახტის მემკვიდრემ, მიატოვა მამის მიერ სამეფო ნეკროპოლისად არჩეული გიზა და საკუთარი პირამიდა აბუ რავაშში ააგო. ტრადიციებისადმი ერთგულ ეგვიპტეში, ეს საკმაოდ უცნაური და უცხო იყო, მითუმეტეს რომ ჯედეფრის სიკვდილის შემდეგ, მისი ძმა ხაფრა გიზას ნეკროპოლისს უბრუნდება და პირამიდას იქ აგებს. XX საუკუნის დასაწყისში, ფრანგი მეცნიერი პიერ მონტეტი აბუ რავაშის პირამიდასა და მიმდებარე ტერიტორიას იკვლევს. გათხრებისას საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯედეფრის დამსხვრეული ქანდაკებები აღმოაჩინა, ამას დაურთო თითქმის ძირამდე დანგრეული პირამიდა და დაასკვნა, რომ ფარაონს ოჯახთან საკმაოდ არასახარბიელო დამოკიდებულება ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ხაფრას (ჯედეფრის ძმა) ბრძანებით პირამიდა გაანადგურეს, მისი ქანდაკებები და სული მოსახსენებელი ტაძარიც დაანგრიეს, რითაც მისი შანსი უკვდავება მოეპოვებინა საბოლოოდ დაასამარეს. მაგრამ იყო კი ეს მართალი? დეტალების გასარკვევად და სიმართლის დასადგენად, აუციელბელია ისტორიისა და ფაქტების უკეთესად შესწავლა.

ფარაონმა, რომელიც ეგვიპტეს დაახლ. ძვ.წ. 2575 წელს მართავდა, თითქმის 5000 წლის წინ ააგო ერთ-ერთი უდიდესი პირამიდა, უფრო გრანდიოზული ვიდრე ნილოსის ნაპირზე აგებული სხვა პირამიდები. მეოთხე დინასტიის დაკარგული პირამიდა, ძველი ეგვიპტის ნამდვილი საოცრება იყო, ნაგებობა რომელთან შედარებით სხვა პირამიდები ბავშვის სათამაშოებს წააგავდნენ. მაშინ რა მოხდა და რატომ დარჩა პირამიდისაგან მხოლოდ ქვის რამოდენიმე წყება რომელიც 10 მეტრს ძლივს აღწევს?

აბუ რავაშის მთიდან კაირო თავისი საოცრებებითა და ნაკლოვანებებით ხელის გულივით მოჩანს. ათასობით წლის წინ, ხედი სულ სხვანაირი და ბევრად შთამბეჭდავი იყო. ჯედეფრის პირამიდა ცისკენ აღმართულიყო, თეთრი კირქვით დაფარული, ქვედა ფენა წითელი გრანიტით დაფარული და წვერზე ოქროს ფურცლებით შემკული პირამიდა შორი მანძილიდანაც თვალსჭრიდა მნახველს. მეცნიერებს სჯერათ, რომ ფარაონმა აბუ რავაშის მთა აირჩია თავის ბოლო განსასვენებლ ადგილად, რადგან ის უფრო ახლოსაა მზესთან და შესაბამისად მზის ღმერთთან.
ჯედეფრის პირამიდის კომპლექსში სხვადასხვა ნაგებობები შედის: სამარხი პირამიდა, კას პირამიდა, სულის მოსახსენებელი ტაძარი, მზის ნავი და მისი სათავსო, თითქმის 2 კილომეტრიანი საპროცესიო გზა, სათავსოები და მუშათა საცხოვრებლები.

სამარხი პირამიდა
ზუსტად ცნობილი არაა, თუ რა სიმაღლის იყო ჯედეფრის პირამიდა თავდაპირველად. თუმცა, ერთი რამ ცნობილია, მისი ფუძის სიგანე 122 მეტრია და 64* დახრილობით აგებული. კირქვა ახლოსვე მდებარე კარიერში იჭრებოდა და ცენტრალური გზით მოჰქონდათ სამშენებლო მოედანზე. გიზას პლატოდან განსხვავებით, აბუ რავაში მდინარიდან მოშორებითაა, რაც პრობლემას ქმნიდა ასუანიდან, 800 მილით დაშორებული კარიერიდან, ნავით ჩამოტანილი გრანიტის ქვების ტრანსპორტირებაში. თუმცა, აქაც გამოსავალი იპოვეს, ნავისათვის ნილოსიდან არხი გაჭრეს და პირამიდამდე მაქსიმალურად ახლოს მიჰქონდათ გრანიტის ლოდები. თანამედროვე გათვლებით, თითოეული გრანიტის ფილა მინიმუმ 25 ტონას იწონის და 350 ადამიანი სჭირდება მის გადაადგილებას. მშენებლობაზე 15 000 ადამიანი მუშაობდა, გლეხები რომლებიც ნილოსის ადიდების დროს ფარაონისათვის სამუდამო განსასვენებლის ასაშენებლად მოჰყავდათ მთელი ეგვიპტიდან.
დღემდე არაა ზუსტად ცნობილი თუ რა სიმაღლისა იყო პირამიდა. არის ვარაუდები რომ მისი სიმაღლე 60 ან 100 მეტრს არ აღემატებოდა. ზოგიერთი გამოთვლით კი, ის ხუფუს დიდ პირამიდაზე მინიმუმ 6 მეტრით მაღალი მაინც იყო; ანუ, მინიმუმ 153 მ.
პირამიდაში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა გაკეთებული. გალერეის გავლის შემდეგ ვერტიკალურ შახტასთან მიდიხარ, რომელიც ცრუ სამარხსა და შემდეგ ფარაონის საბოლოო განსასვენებლადმე მიგვიყვანს. მძარცველებისათვის გზის აბნევის მცდელობა და პირამიდის შიდა სქემა ძალიან ჰგავს საქარაში მდებარე ჯოსერის პირამიდის აგებულებას. სამარხ კამერაში ვარდისფერი გრანიტის სარკოფაგის ნაშთები აღმოაჩინეს, ფარაონის მუმიასა და სამარხ ინვერტარს კი ვერსად მიაგნეს.

კას პირამიდა
მოგეხსენებათ, რომ პირამიდის კომპლექსში აუცილებელი იყო ფარაონის კასათვის ცალკე პირამიდის აგება. აბუ რავაშიც არ იყო გამონაკლისი, სამხრეთ აღმოსავლეთით გათხრებისას ნაგებობის საძირკველს მიაგნეს. ჩრდილოეთით მდებარე შესასვლელი ორ კამერაში ჩავყავართ. აღმოსავლეთ კამერაში სარიტუალო გრანიტის სარკოფაგს მიაგნეს. აქვე იყო ალებასტრის ჭურჭლის ნამტვრევები, ერთ-ერთ მათგანზე გარკვევით იკითხება ჯედეფრის სახელი.

მზის ნავის ორმო
ჯედეფრი საინტერესო და სიახლეების მოყვარული ფარაონი იყო. სწორედ მის პირამიდაში ჩნდება პირველად მზის ნავის ორმო. შეიძლება გაგახსენდეთ, რომ მისი მამის, ხუფუს (ხეოფსის) პირამიდის კომპლექსში აღმოჩენილ იქნა შესანიშნავ მდგომარეობაში შემონახული ნავი. აქვე უნდა გითხრათ, რომ ხუფუს მზის ნავის ორმოში, გარკვევით ჩანს ჯედეფრის კარტუში, საიდანაც ირკვევა, რომ სწორედ მან მოათავსებინა მისი მამის სამარხ კომპლექსში ნავი, რათა გარდაცვლილი ფარაონის სულს ზეციური ნილოსის ტალღებზე ეცურა.
ახლა, ისევ აბუ რავაშში დავბრუნდეთ. სამწუხაროდ, ჯედეფრის მზის ნავს ნაკლებად გაუმართლა. არქეოლოგიური გათხრებისას შიგნით ფარაონის 120-მდე ქანდაკების ნამსხვრები და გადასახური ფიცრები აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, რომაელები და პირველი ქრისტიანები, ფარაონის ქანდაკებებით ნაკლებად მოიხიბლნენ.
სულის მოსახსენებელი ტაძარი
სულის მოსახსენებელი ტაძარი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო მიცვალებულის კულტში. ეს იყო ადგილი, სადაც ყოველდღიურად სრულდებოდა რიტუალები გარდაცვლილი ფარაონისათვის. ქურუმები ლოცულობდნენ მისთვის, ყოველდღიურად მიართმევდნენ საჭნელს, სასმელსა და ხილს. ფარაონის სულს ეპყრობოდნენ, როგორც ცოცხალ ადამიანს.
ჯედეფრის სულის მოსახსენებელი ტაძრის ნანგრევები პირამიდის აღმოსავლეთ მხარეს აღმოაჩინეს. სათავსოებითა და სალმოცველოებით შემოსაზღვრული დიდი ეზო, კირქვით იყო ოდესღაც ნაგები. აქვე აღმოაჩინეს სარიტუალო ჭურჭლის ნამსხვრევები, ფარაონის ქანდაკებების ნაწილები, რაც ადასტურებს რომ ჯედეფრის კულტი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.

სათავსოები და საცხოვრებელი სახლები
ალბათ იკითხავთ, მკვდარ ფარაონს რაღა საცხოვრებელი უნდოდაო; მას აღარაფერში დასჭირდებოდა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც მის მუმიას იმ დროისათვის მსოფლიოს უდიდეს პირამიდაში დაასვენებდნენ. მისი კულტის ქურუმებს კი დაძინება და სახლები ნამდვილად ესაჭიროებოდათ. გათხრებისას აქ აღმოაჩნეს საყასბოები, ლუდის მოსახარში ოთახი, საცხობები, კომპლექსში მომუშავე მსახურების ოთახები და ა.შ.

ჯედეფრი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და იდუმალებით მოცული ფარაონია. ადამიანი, რომელმაც სიახლეები შემოიტანა და დაამკვიდრა ეგვიპტურ კულტურაში. ყველამ იცით ხომ ფარაონების მთავარი ტიტული „მზის ძე“, პირველად სწორედ მან გამოიყენა საკუთარ ტიტულატურაში. გინდათ კიდევ უფრო საინტერესო რამ გითხრათ? გგონიათ იცით ვინ ააგო გიზას დიდი სფინქსი??? მეც მეგონა რომ ვიცოდი… სულ ტყუილად. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურეს, რომ სწორედ ჯედეფრიმ ააგო დიდი სფინქსი, მამის – ხუფუს კულტის საპატივსაცემოდ.
ახალ კი მთავარი კითხვა, რა მოუვიდა პირამიდას, რატომაა ნანგრევებად ქცეული, როდესაც მისი მამისა და ძმის პირამიდები კვლავაც ამაყად დგანან გიზას ველზე. პასუხი ძალიან მარტივი და თან შემაწუხებელია. ადამიანები… ჯერ კიდევ რომაელებმა დაიწყეს ახ.წ. I საუკუნეში ჯედეფრის პირამიდიდან ქვების წაღება და ახალ მშენებლობებში მისი გამოყენება. ეს პროცესი XX საუკუნემდე გრძელდებოდა, ისლამურ კაიროში უამრავი მეჩეთი და მედრესეა სწორედ მისი პირამიდიდან წაღებული კირქვით ნაგები.
ეგვიპტე და საერთოდ აღმოსავლეთი მაინტერესებს , რადგან მდიდარი და იდუმაებით მოცული კულტურის მატარებელია, როცა უნივერსიტეტში გავიარე წინა აზიის რელიგიები, ინტერესი გამიძლიერდა, მომწონს იზიდას და ოსირისის ამბავი , კიდევ ფარაონ ჰადშეფსუტის ისტორია, მეფეთა ხეობა და ლუქსორი , სადაც წვიმა არ მოდის , შთამბეჭდავია ნამდვილად, სიამოვნებით ვიქნებოდი იაშვილის ლექსის “პირამიდებში” გმირი , “მზის ქორწილის დროს მზისფერ ქვისაზე დაწოლილი” , ამქვეყნიურ საზრუნავსა და ამაოებას მოცილებული.
მომწონს ეგვიპტე მისი მაგიური წარსულით,მის შესახებ პირველად ბიბლიიდან გავიგე მოსეზე რომ ვკითხულობდი და ახლა თუ ამ წიგნით მინდა ცოდნა გავიღრმავო! 😀👍💓💓💓💓💓💓💓💓💓💓💓💓💓
ძალიან საინტერესო და შემეცნებითი სტატია 😍😍
დიდი მადლობა თქვენ:)
დიდი მადლობა, მომავალშიც აუცილებლად დაიდება არანაკლებ საინტერესო სტატიები 🙂
მადლობა დიდი უამრავი ჩემთვის საინტერესო ინფო ვიგებ თვქენი ბლოგიდან ❤
ძალიან საინტერესო სტატიაა. საერთოდ, თქვენს სტატიებს ყოვეთვის დიდი გულისყურით ვკითხულობ.
ძალიან მომწონს ძველი ეგვიპტე , მიყვარს თქვენი სტატიები და უბედნიერესი ვიქნები წიგნი თუ მერგება საჩუქრად წინასწარ გადლობთ იმედი არ მაქვს რომ მოვიგებ 😦 მაგრამ ცდა ბედის მონახევრიეა ❤
savsebit sakmarisi da dzalian dzvirfasi sachuqaria tqveni statiebi me dzalian momwons da msiamovnebs magati kitxva magram raxan ar ishlit jandabas arc saintereso wignze vityvi uars 😁😁😁😁
Pirvelrigshi mogesalmebit, madloba minda gadavuxado admins saintereso postebistvis da informaciistvis xshirad vawydebi soc qselshi da dzalian momwons shemecnebitia da chemtvis sayvarel temas egviptes exeba. Armogatyuebt da vityvi ROM blogze xshirad ver shemovdivar radgan abiturienti var da armcalia. Egvipte safudzvlianad wels viswavle ) ogond egviptis istoria wignebshi cotaa magram me chemi istoriis maswavleblis daxmarebit romelsac aseve uyvars egvipte momca imaze meti informacia am qveyanaze vidre mchirdeboda da vidre programulia is dzalian saintereso iyo, mashin mivxvdi rom am qveynis naxva da uket gacnoba mindoda. Minda vnaxo is rasac mudam fotoebshi vxedav. Minda am wignebis mogeba da mchirdeba es wignebi meorea radgan istoriis kargad codna da zogadi grma ganatleba dzveli civilizaciaze chem samomavlo profesias ukavshirdeba. Tuarici sheni warsuli ver icxovreb momaval shi tu arici dzveli xalxis rwmena warmodgenebi ver gaavleb elementaruli parallels dzvelsa da axals shoris. Mokled yvelas warmatebebs vusurveb vinc arunda moigos darwmunebulivar gagviziarebs yvelafers. ∆
მეც მაქვს ჩემი წიგნი “ეგვიპტის ენციკლოპედია”, რომელიც მე-5 კლასში დავწერე მეგობრების დახმარებით, თან დავასურათეთ 😃💙💙💚
პირველად რომ ვნახე ეს წიგნი ბიბლუსში, სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე… მიყვარს ძველი ეგვიპტე (ახალი ხომ არაბებმა წალეკეს) და მიხარია, რომ არსებობს ქართული გვერდი, რომელიც გვიყვება ამ მტვრის ქვეშ მოყოლილ ამბებს… ძველი ეგვიპტე ბოლო დიდებული ცივილიზაციაა, რომელმაც თავისი უსაზღვრო ცოდნა მიწაში ჩაიტანა (მგონი პირდაპირი გაგებითაც ასე გამოდის) და ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს ღარიბ ბიბლიოთეკას შეემატება ეს წიგნი… თუ ვერ მოვიგებ, არ მეწყინება, თქვენი ‘პოსტებითაც’ ბევრს ვსწავლობ…
პ.ს. მიხარია, რომ ბევრი ხალხია დაინტერესებული ძველი ეგვიპტით და ღმერთების სიას თუ გამოაქვეყნებთ არ იქნება ურიგო 🙂
ესეიგი, არვიცი რით დავიწყო ..სიმართლე ვთქვა ,არასდროს დავფიქრებულვარ რატომ მიყვარს ეს უდიდესი ცივილიზაცია …პირველ რიგში, სიძველის და ამოუხსნელის მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მომსდევდა და ამ ორ უკანასკნელზე რაუნდა გაგახსენდეს სხვა თუ არა ეგვიპტე?!მიყვარს ,რადგან 3000წელია იკვლევენ , მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა უდიდესი მეცნიერები და ის დღემდე მაინც გვაკვირვებს, თავისი ახალი აღმოჩენებით ..მიყვარს იმიტომ ,რომ დღვანდელობა სწორედ ამ ცივილიზაციის ნანგრევებზე დგას, რადგან რომ არა ეგვიპტე მსოფლიოს არაფერი არ ექნებოდა ..იმიტომ რომ ცალკე “განდეგილად”მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლეს და შექმნეს მსოფლიოში უდიდესი სამარხები ,ქალაქები და კულტურა, რომელიც უდიდეს საიდუმლოებებს და ისტორიებს მალავს ..თითქმის შეუძლებელია არ გიყვარდეს ეგვიპტე …ეგვიპტე ეს წინა ცხოვრებაა ,რომელიც რაც უფრო მეტად ეცნობი ,უფრო გიზიდავს ❤ ალბათ წინა ცხოვრებაში ეგვიპტელი ვიყავი ❤
ბავშვობაში არქეოლოგობა იყო ჩემი ოცნება. ერთხელ ჩვენს სკოლაში ბ.სულაკაურის წიგნების გაყიდვა მოეწყო, ორი დღე გრძელდებოდა. ახლაც მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი, მეორე დღისთვის 13 ლარი რომ მომცა პაპამ და საბავშვო ენციკლოპედია “ძველი მსოფლიო” ვიყიდე. დღემდე საპატიო ადგილი უკავია თაროზე და ხანდახან ახლაც ვიჭყიტები.
წიგნში თითქმის ყველა ძველ ცივილიზაციაზე იყო საუბარი, მაგრამ ეგვიპტემ ჩემი ყურადღება მითოლოგიით და მუმიფირებით მიიპყრო. დღესაც ვთვლი, რომ ყველაზე საინტერესო და სახასიათო ღმერთები, ეგვიპტურ პანთეონს ჰყავს.
თუმცა მგონი ეგვიპტისადმი განსაკუთრებული ინტერესი “პაპირუსის” დამსახურებაა. “ოო სეთ, ომბოსის მბრძანებელო!”. გახსოვთ?)) და მუსიკა დასაწყისში, ისეთივე მისტიური და ემოციური, როგორც თვითონ ეგვიპტე.
ბავშვობის საყვარელი სათავგადასავლო ფილმი, რა თქმა უნდა, “მუმია”. ეს ახლა ვთვლი სათავგადასავლოდ, თორემ მაშინ ჰორორი იყო))
ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო მოგონება – მე და ჩემი ნათესავი ვეძებთ ტუტანხამონის აკლდამას))
მერე ბავშვობა დამთავრდა,მე არქეოლოგი არ გავხდი,მაგრამ “მუმია” ფავორიტად დარჩა))
ამასობაში გამოჩნდა თქვენი გვერდი,ძალიან საინტერესო სტატიებით და ულამაზესი ფოტოებით. ძალიან მომინდა კიდევ ერთი ენციკლოპედია, ამჯერად დიდებისთვის,არასამეცნიერო ენაზე დაწერილი. მაგრამ ისიც არ ვიცოდი, არსებობდა თუ არა ასეთი ქართულ ენაზე. და აი ვაპირებ წიგნის მაღაზიები დავლაშქრო, რომ ვნახულობ თქვენ პოსტს “აი ასეთი საჩუქარი გავუკეთე საკუთარ თავს”))
მგონი რაღაც არსებობს ^_^
საქმე წიგნის საჩუქრად მიღებაში არაა, უბრალოდ როცა დავფიქრდი და გავიხსენე რატომ შემიყვარდა ძველი ეგვიპტე, მომინდა მომეყოლა. და კიდევ მადლობა გადამეხადა, რომ ამ საქმეს ასეთი სიყვარულით აკეთებთ, სრულიად უანგაროდ.
წარმატებები თქვენ ❤
ყოველთვის ერთი ოცნება მქონდა 🙂 მინდოდა ეგვიპტეში წავსულიყავი და პირამიდები შიგნიდან მენახა ❤ დღემდე მაქვს ეს ოცნება ❤ მერე, გადავწყვიტე არქეოლოგი გავმხდარიყავი, მაგრამ მოხდა ისე, რომ სხვაგან ჩავაბარე 🙂 მიუხედავად ამისა, ზუსტად ვიცი, რომ არქეოლოგი გავხდები, წავალ ეგვიპტეში და რაიმეს როგორ არ ვიპოვი 🙂 ერთი რამ მაშინებს, ამდენი საუკუნის ხელუხლებელს, (თუნდაც ქანდაკების პატარა ნაწილს 😀 ), პირველად მე რომ შევეხო, ფარაონთა წყევლამ თუ არ მიწია, სიხარულით მაინც გამისკდება გული 😀 ❤ მე მაქვს ჩემი პატარა ეგვიპტე სახლში ❤ მყავს ნეფერტიტი, სამეფო კობრა (სამკაულები ოღონდ 😀 ) და ამითაც კმაყოფილი ვარ ❤ ❤ ❤ ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა პირველად გადავშალე ჩემი უფროსი ძმების ისტორისს წიგნები… თუ არ ვცდები მე-6 კლასის ძველი მსოფლიო ისტორიის წიგნი იყო. რამდენიმე გვერდის შემდეგ კი ეგვიპტეზე ეწერა, იქვე, დაბლა ეხატა მუმია სარკოფაგში და ახსნილი იყო მუმიფიცირების პროცესი. ჩემთვის ყველაზე მთავარი კი, თურმე, მეორე გვერდზე მელოდებოდა. ეს იყო ბატონი დიდი სფინქსის ფოტო მოკლე აღწერით, რომელიც ასე მთავრდებოდა : ,,ისტორიის ქარტეხილთა უტყვი მოწმე, ჟამთა უკუღმართობით დამახინჯებული, მაგრამ მაინც ამაყი და შეუდრეკი დიდი სფინქსი” ❤ ჰოდა, მას მერე ეგვიპტე და მე დავახლოვდით, სფინქსი კი ჩემთვის მთელი ეგვიპტეა.. ჟამთა უკუღმართობით დამახინჯებული, ამაყი და შეუდრეკი ეგვიპტე ❤ ❤ ❤
ჩემი საოცნებო ქვეყანა..იდუმალებით მოცული..
მე და ეგვიპტე
ბევრ ჩანახატს ვწერ ხოლმე და სულ მინდოდა ერთხელ მაინც დამეწერა ეგვიპტის შესახებ. ეს ქვეყანა ძალიან შემიყვარდა თავისი უძველესი, უცნაური, ოდნავ საშიში და მისტიკური კულტურით. მე თვითონ არ ვიცი, ასე ეგვიპტემ რატომ გამიტაცა და რატომ ვარ მისით ასე შეპყრობილი. ახლა კი შევეცდები ამ კითხვის პასუხი ვიპოვო. ეგვიპტე ეს თითქოს უცხო, ჩვენთვის მიუღწეველი სამყაროა. უშედეგოდ ვცდილობთ, ჩვენს წარმოსახვაში აღვადგინოთ ძველი ეგვიპტის სურათი, მაგრამ ეს მაინც შეუძლებელია. ეს შეუცნობელი სამყარო ყველას სხვადასხვანაირად გვესახება და სხვადასხვანაირად ვოცნებობთ მასზე. ეგვიპტე უფროდაუფრო გვითრევს და გვიზიდავს. რაც უფრო მეტ საინტერესო რამეს ვიგებთ მის შესახებ, მით უფრო, ვხვდებით რომ იგი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ცივილიზაცია, რომელიც უამრავ საიდუმლოს ინახავს. ამიტომ მიყვარს ძველი ეგვიპტე. ბავშვობიდანვე ახლობლები ცდილობდნენ მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ ჩემთვის და ამით უფრო მიღრმავებდნენ ეგვიპტის შეცნობის სურვილს. ისინი ეგვიპტურ სუვენირებს და პაპირუსებსაც მჩუქნიდნენ. ეს ყველაფერი საოცრად მახარებდა. შემდეგ პროექტიც გავაკეთე ეგვიპტის შესახებ ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად. ნადვილად არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი პრეზენტაცია იყო. ვოცნებობ ერთხელ მაინც ჩავუარო გიზის დიდ პირამიდებს, დავტკბე ხედებით, აქლემით ვისეირნო ცხელ უდაბნოში და ჩემებურად წარმოვიდგინო ეგვიპტელთა ყოფა…
ძალიან კარგი გვერდია ❤ მიყვარხართ ❤ დიდი მადლობა, რომ ასეთ მაგარ საქმეს აკეთებთ :*
პროექტიი როგორ მახსოვს ის ბედნიერიი წუთები რაც მაგ პროექტს მივუძღვენით ❤ აუცილებლად ჩამოუვლი ელე გიზის და დიდ პირამიდებს ❤
ძალიან მომწონს თქვენი გვერდი საუკეთესოები ხართ თქვენს სფეროში ❤ . მიყვარს და მაინტერესებს ძველი ეგვიპტე. თქვენი სტატიის წყალობით ბევრი ისეთი ინფორმაცია გავიგე რაც არ ვიცოდი, მადლობა თქვენ ! ❤
ის ხომ ასეთი მისტიური, მიმზიდველი და იდუმალია ^_^
ეგვიპტე იმ შვიდი ქვეყნიდან ერთერთია, რომელიც სინათლესთან მიგვიყვანს.
ჩემი მოვალეობაა ვიპოვო ეს სინათლე. ამაში კი ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა შეუძლია ამ წიგნს. ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა კი თვითგადარჩენის ინსტიქტს უფრო გავს,
რამეთუ, თუ კარგად არ გავთვლი ყოველ დღეს, შეიძლება ის იყოს უკანასკნელი.
ამიტომაც, მე არა სიმდიდრისთვის, არა სურვილისთვის, არამედ ამ წყვდიადიდან ამოსასვლელად მჭირდება იგი
ძალიან გამიხარდა როცა ეს გათამაშება ვნახე და იმედია არ დავაგვიანე. რა უნდა დავწერო რამე განსაკუთრებული ძველ ეგვიპტეზე, რით ვიყო გამორჩეული არ ვიცი, მაგრამ ეს ის თემაა რომელსაც ნებისმიერ ასაკში აღფრთოვანებით ვეცნობი და ვსწავლობ. ისევ მჯერავს რომ ძველი ეგვიპტელები საერთოდ ჩვენ სამყაროს არ ეკუთვნოდნენ და სხვა განზომილების ქვეყანა/ ხალხი იყო 🙂 გამორჩეულად მიყვარს ამ თემაზე გადაღებული ფილმები (მხატვრულიც და დოკუმენტურიც), ლიტერატურა, სამეცნიერო ნაშრომები… რაც უფრო მეტა ვიგებ, მით უფრო მისტიური და მიუწვდომელია ჩემთვის ეგვიპტის ისტორია. თქვენ ბლოგზე როცა ვკითხულობ სტატიებს, თან დეტალურად წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ცხოვრობდნენ, ეცვათ, საუბრობდნენ, აღმერთებდნენ და ა.შ რაც შეეხება წიგნებს, როგორ შეიძლევა არ გინდოდეს მსოფლიოს უძველესი რომანის წაკითხვა?! 🙂
ძველი ეგვიპტე იყო სამყაროში ყველაზე განსაცვიფრებელი და იდუმალებით მოცული ცივილიზაცია. ეს იყო სწორედ ის ცივილიზაცია რომელმაც ააგო განსაცვიფრებელი პირამიდები. გიზას სამი პირამიდა 4500ზე მეტი წლისაა, უდიდესი პირამიდა ხუფუს პირამიდა 20 წლის განმავლობაში შენდებოდა, ყველას გვაოცებს თუ როგორ შეძლეს მაშინდელმა ადამიანებმა რომელთაც არ გააჩნდათ დიდი ინსტრუმენტები როგორ ააშენეს 147 მეტრი სიმაღლის პირამიდა. 4000 წელი ის უმაღლესი შენობა იყო მსოფლიოში. ზოგი მეცნიერის აზრით ეს პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს ისე აოცებდათ მათ მისი იდუმალება. მე ძველი ეგვიპტელების ცივილიზაციას უდავოდ ვუწოდებ არაამქვეყნიურ გენიოსებს. მათ ჰქონდათ სპეციალური მოწყობილობა ნილომეტრი რომელიც სხვადასხვა სეზონზე ნილოსის სიღრმეს ზომავდა. ძველი ეგვიპტელი ექიმები იმ დროს ყველაზე კარგი მკურნალები იყვნენ. მათი ულამაზესი იეროგლიფები და კედლის მხატვრობა მომაჯადოებელია. შეუძლებელია გაეცნო ძველი ეგვიპტის ცივილიზაციას და არ შეგიყვარდეს ის. მათ ჰქონდათ საკმაოდ კარგი საბრძოლო იარაღები და ეტლები. ჩემი აზრით მათი მითოლოგია მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი, იდუმალი, მისტიური და საინტერესოა. მათ ჰყავდათ ბევრი ღმერთი, რომელთაგან ყველაზე დიდი მომხიბვლელობა აქვთ: რას, ჰორს, ოსირისს, ისიდას, ანუბისს. ეგვიპტურ მითოლოგიაში გაბატონებულია მიცვალებულთა პატივისცემა, მათი აზრით მიცვალებული ანუბისის დახმარებით სხვა სამყაროში განაგრძობდა სიცოცხლეს. ძველი ეგვიპტე მუდამ შეინარჩუნებს მსოფლიოს გასაოცარი ცივილიზაციის სტატუსს. ძალიან სამწუხაროა რომ ძველი ეგვიპტელები გადაშენდნენ და არაბებმა წალეკეს დიადი ეგვიპტე. ძველი ეგვიპტელების არსებობა დღეს დაგვეხმარებოდა ჩვენთვის იდუმალებით მოცული ფაქტების ამოხსნაში. არ ვიცი რატომ მაგრამ ბავშვობიდანვე მიზიდავდა ძველი ეგვიპტის ღირშესანიშნაობები და მსურდა ეგვიპტოლოგი გამოვსულიყავი. ალბათ იმიტომ რომ მათ რაღაც გასაოცარი ძალა შესწევდათ შეექმნათ სამყარო რომელსაც ათასობით წლის შემდეგაც კი ჰყოლოდა მილიონობით თაყვანისმცემელი. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ წიგნებს ეგვიპტის შესახებ და გავემგზავრებოდი ეგვიპტეში. რაღაც ამოუცნობი მიდრეკილება მაქ ძველ ეგვიპტური ცივილიზაციის შესწავლის მიმართ, და როდესაც აღმოვაჩინე ეს ბლოგი და ძველი ეგვიპტის ქართული გვერდი ძალიან გამიხარდა, ეს კარგი ტენდეციაა რათა შეიტყოს ქართველმა ხალხმა ძველი ეგვიპტის შესახებ. ძალიან გამიხარდება თუ მოვიგებ საჩუქარს 😀😍😗😘❤❤
wignis migebis survili imashi mdgomarebos rom bavshvobidan mizidavs mitologia da mistika gansakutrebit egviptis aseve mxatvarivar da swored am ganxrit vxatav mxolod mistiurs an mitologiurs da rac metad shevicnob egviptes chemtvisac ufro sasiamovno iqneba da ufro shevdzleb daxvewas tundac samxatvro aseve saganmanatlebo sferoebshi )
ძველი ეგვიპტე იყო სამყაროში ყველაზე განსაცვიფრებელი და იდუმალებით მოცული ცივილიზაცია. ეს იყო სწორედ ის ცივილიზაცია რომელმაც ააგო განსაცვიფრებელი პირამიდები. გიზას სამი პირამიდა 4500ზე მეტი წლისაა, უდიდესი პირამიდა ხუფუს პირამიდა 20 წლის განმავლობაში შენდებოდა, ყველას გვაოცებს თუ როგორ შეძლეს მაშინდელმა ადამიანებმა რომელთაც არ გააჩნდათ დიდი ინსტრუმენტები როგორ ააშენეს 147 მეტრი სიმაღლის პირამიდა. 4000 წელი ის უმაღლესი შენობა იყო მსოფლიოში. ზოგი მეცნიერის აზრით ეს პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს ისე აოცებდათ მათ მისი იდუმალება. მე ძველი ეგვიპტელების ცივილიზაციას უდავოდ ვუწოდებ არაამქვეყნიურ გენიოსებს. ამაზე მეტყველებს რამსეს 2-ის თავდაუზოგავი მოღვაწეობაც. საუკუნეების შემდეგაც კი არ უარსებია მასზე უფრო კულტურულ და დიად ცივილიზაცია, ბევრს ეს ფაქტები აფიქრებინებს რომ ეგვიპტელები არამიწიერები იყვნენ. მათ ჰქონდათ სპეციალური მოწყობილობა ნილომეტრი რომელიც სხვადასხვა სეზონზე ნილოსის სიღრმეს ზომავდა. ძველი ეგვიპტელი ექიმები იმ დროს ყველაზე კარგი მკურნალები იყვნენ. მათი ულამაზესი იეროგლიფები და კედლის მხატვრობა მომაჯადოებელია. მათი მუმიფიცირების ტრადიცია კი ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ეგვიპტელთა ცივილიზაციის განსაკუთრებულებისათვის. შეუძლებელია გაეცნო ძველი ეგვიპტის ცივილიზაციას და არ შეგიყვარდეს ის. მათ ჰქონდათ საკმაოდ კარგი საბრძოლო იარაღები და ეტლები. ჩემი აზრით მათი მითოლოგია მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი, იდუმალი, მისტიური და საინტერესოა. მათ ჰყავდათ ბევრი ღმერთი, რომელთაგან ყველაზე დიდი მომხიბვლელობა აქვთ: რას, ჰორს, ოსირისს, ისიდას, ანუბისს. ეგვიპტურ მითოლოგიაში გაბატონებულია მიცვალებულთა პატივისცემა, მათი აზრით მიცვალებული ანუბისის დახმარებით სხვა სამყაროში განაგრძობდა სიცოცხლეს. ძველი ეგვიპტე მუდამ შეინარჩუნებს მსოფლიოს გასაოცარი ცივილიზაციის სტატუსს. ძალიან სამწუხაროა რომ ძველი ეგვიპტელები გადაშენდნენ და არაბებმა წალეკეს დიადი ეგვიპტე. ძველი ეგვიპტელების არსებობა დღეს დაგვეხმარებოდა ჩვენთვის იდუმალებით მოცული ფაქტების ამოხსნაში. არ ვიცი რატომ მაგრამ ბავშვობიდანვე მიზიდავდა ძველი ეგვიპტის ღირშესანიშნაობები და მსურდა ეგვიპტოლოგი გამოვსულიყავი. ალბათ იმიტომ რომ მათ რაღაც გასაოცარი ძალა შესწევდათ შეექმნათ სამყარო რომელსაც ათასობით წლის შემდეგაც კი ჰყოლოდა მილიონობით თაყვანისმცემელი. თუ ჩვენ შევძლებთ სრულიად შევიცნოთ ეგვიპტელთა ცივილიზაციის არსი, ადამიანის აზროვნება ბევრად განვითარდება. მე მჯერა რომ ეგვიპტელთა ცივილიზაციას ადამიანები არასდროს დაივიწყებენ თუნდაც მილიონი წელი გავიდეს. თუმცა ჩვენ ძალიან გვაოცებს და მოგვწონს ძველ ეგვიპტური კულტურა, არ უნდა დავივიწყოთ რომ ეს გრანდიოზული ცივილიზაცია რომლის აშენებასაც ფარაონები მიიწერენ, უამრავი მონა ადამიანის სიცოცხლის ფასად აშენდა – “მდიდართა სამოთხე ჯარიბთა ჯოჯოხეთისგან შენდებაო”, მაშინდელ ეგვიპტელებს არ ჰქონდათ უნარი დაეცვათ საკუთარი უფლებები, რომლებიც არც არასდროს ჰქონიათ. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ წიგნებს ეგვიპტის შესახებ და გავემგზავრებოდი ეგვიპტეში. რაღაც ამოუცნობი მიდრეკილება მაქ ძველ ეგვიპტური ცივილიზაციის შესწავლის მიმართ, და როდესაც აღმოვაჩინე ეს ბლოგი და ძველი ეგვიპტის ქართული გვერდი ძალიან გამიხარდა, ეს კარგი ტენდეციაა რათა შეიტყოს ქართველმა ხალხმა ძველი ეგვიპტის შესახებ.
Zalian momwons tkveni gverdi. Gatacebuli var zveli egviftis sheswavlit. Aseti ganvitarebulebi iyvnen 3000 wlis win da mas shemdeg veravin shezlo msgavsi samefos sheqmna. Verc piramidebis ageba shezles. Es iyo didebuli epoqa tavisi brwyinvalebit. Miyvars yvelaferi egviftis shesaxeb. Zveli mtvriani kairo xmauriani da cxeli quchebit. Luksori romlis quchebshi siarulis dros istoriis furclebze megona tavi. Madloba tqveni gveris administracias amdeni sasargeblo informaciistvis. Tqveni postebis wakitxvisas zvel egvifteshi agmovchndebi da titkos mec vigeb monawileobas mat cxovrebashi. Imdenad realobastan ertiandeba agar minda davasrulo egvifturi informaciis kitxva. Vuertdebi gatamashebas. Imedi makvs gamimartlebs da ufro detalurad gavicnob egviftur istorias.Velodebit momdevno statiebs
ბავშვობიდან მიყვარდა მისტიკა და იდუმალება. ძველი ეგვიპტე კი მუდამ შეუცნობელთან ასოცირდება ჩემთვის.ზუსტად ბავშვობას დაემთხვა “მუმია ” და მულტფილმი “პაპირუსი”.ამის შედეგია ის რომ სკოლაში მისვლის დროს მართალია არ ვიცოდი კითხვა და ოცამდე დათვლა , მაგრამ “რატომღაც ” ეგვიპტელი ღმერთების სახელები ვიცოდი კარგად. იმხოტეპი ჩემი “პირველი სიყვარული” რომაა ეგ კიდე ცალკე თემაა. შემდეგ უკვე ცოტა მოზრდილს მათმა არქიტექტურამ და ტანსაცმელმა მიმიზიდა ხოლო ტერმინები და ტოპონიმები: მუმიფიკაცია, მეფეთა ველი, სარკოფაგი, გიზა, ფარაონი , სფინქსი და სხვა ძალიან ახლობელი გახდა. მე მჯერა რომ ეგვიპტელებმა ამ სამყაროზე იმაზე მეტი იცოდნენ ვიდრე ჩვენ წარმოგვიდენია. ძველ ეგვიპტესთან დაკავშირებით მე ყველაზე ძალიან ორი ფაქტი მაინტერესებს-პირველია ის რომ ერთერთი ეგვიპტელი დედოფლის მუმიაში აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერების კვალი, ის ნარკოტიკული მცენარე კი ევროპელებმა მხოლოდ გვიან ამერიკის აღმოჩენის დროს ნახეს ახალ კონტინენტზე. საოცარია როგორ მოხვდა ის ძველ ეგვიპტეში.
და მეორე ეხება პირანიდების მშენებლობას ზოგი მეცნიერის ვერსიით ეგვიპტელებს მშენებლობის დროს ტონიანი ქვების გადაადგილება და მათით მშენებლობა, კოსმოსიდან მოსულმა უცხო ცივილიზაციებმა ასწავლეს.
მიყვარს ძველი ეგვიპტე, ამქვეყნად კოსმიური წესრიგის გადმოტანის პრეტენზიით რომ წარსდგა სამყაროს წინაშე… მიზიდავს ნილოსის ნობათის დიდებულება და იდუმალება, რომლის ამოხსნა მხოლოდ იმ კარიბჭის გავლითაა შესაძლებელი, შამპოლიონმა რომ გაუღო კაცობრიობას… ჩემი სალამი ძველ ეგვიპტეს, ცივილიზაციის ისტორიის მშვენებასა და სიამაყეს!