ლიბანი და იორდანია – აღმოსავლური არდადეგები

რა გახსენდებათ აღმოსავლეთის ხსენებაზე?  ცაში ატყორცნილი მინარეთები, თვალუწვდენელი უდაბნო, აქლემებზე შემოსკუპებული ბედუინები, კოცონთან მორთმეული ქონდრით შეზავებული ჩაი, ხმაურიანი და ქაოტური ქუჩები, ჰუმუსი და ფალაფელი; სადრაც ბავშვობაში წაკითხული „1001 ღამე“ გაგახსენდება. ახლო აღმოსავლეთში პირველად ნამდვილად არ მივდიოდი, თითქმის ორი წელი მაქვს ეგვიპტეში გატარებული და მეგონა ამ მოგზაურობისთვის ყველაფერი კარგად გათვლილი მქონდა, მენტალურადაც მზად ვიყავი. ქუთაისიდან კვიპროსამდეContinue reading “ლიბანი და იორდანია – აღმოსავლური არდადეგები”

ნირვანა აზიაში – ვიეტნამი, კამბოჯა, ტაილანდი

რამდენიმე წლის განმავლობაში პირადი ლეპტოპის ეკრანზე ანგკორ ვატის ტაძრის სურათი მეყენა და ყოველთვის ვიცოდი, იქ აუცილებლად წავიდოდი. რუქის დახედვისას გული მიფანცქალებდა, ძალიან შორს და ამავდროულად ხელმიუწვდომლად მეჩვენებოდა. ვიცოდი რომ ვნახავდ, მაგრამ როდის, როგორ… მას შემდეგ რაც 2018 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად აფრიკაში ამოვყავი თავი, იმასაც მივხვდი სამხრეთ აზიაში მოგზაურობის დროც მოვიდა!!! რამდენიმე კვირიანი გეგმვისა და ინტერნეტშიContinue reading “ნირვანა აზიაში – ვიეტნამი, კამბოჯა, ტაილანდი”

აფრიკული დღიურები – კენია, ტანზანია და ზანზიბარი

აფრიკა, ამ სიტყვის გაგონებისთანავე ბავშობა და „მეფე ლომი“ მახსენდება. ჩემს ბიძაშვილებთან სტუმრად წასვლა მხოლოდ იმიტომ მიყვარდა, რომ ამ მულტფილმის კასეტა ჰქონდათ, ბაშვები ჩავუსხდებოდით და ვუყურებდით ხოლმე. მას შემდეგ აფრიკაში მოგზაურობა ჩემი აუხდენელი ოცნება იყო. 2017 წლის შემოდგომაზე გადავწყვიტე, რომ დრო მოვიდა კიდევ ერთი ოცნება ამეხდინა და საფარიში წავსულიყავი. როგორც კი ავია ბილეთების ფასებს შევხედე, ლეპტოპიContinue reading “აფრიკული დღიურები – კენია, ტანზანია და ზანზიბარი”

როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები

ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში ასოცირდება გიზას დიდ პირამიდებთან და ერთადერთ შემორჩენილ უძველეს საოცრებასთან. რამდენჯერ გვიოცნებია მათ ნახვაზე, ვინ დათვლის რამდენი წიგნი-სტატია წაგვიკითხავს მათი საიდუმლოებების შესახებ. და მაინც, ყველაზე საინტერესო კითხვა – როგორ ააგეს პირამიდები, თითქოს პასუხგაუცემელი რჩება. უნდა ვაღიარო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი მასალებს, წიგნებს, მათ სანდოობას ვამოწმებდი და ბოლოს დაContinue reading “როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები”

გიზას გამქრალი სფინქსი – გჯერათ მეორე სფინქსის თეორიის?

კირკიტა და ცნობისმოყვარე მეცნიერები ვერ ისვენებენ, მუდმივად იქექებიან წარსულსა და საიდუმლოებებში, ჰოდა არც გიზას ველს აკლია მსგავსი ადამიანები და საოცრად საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. ოდესღაც გიზას პლატოზე ერთი კი არა, ორი სფინქსი მდგარა, ზუსტად დიდი სფინქსის მოპირდაპირე მხარეს. დღესაც, ქვისა და ქვიშის ქვეშ მეორე სფინქსის ნანგრევებია, ნაგებობა რომელიც 4200 წლის წინ ააგეს და დიდი ხნის განმავლობაშიContinue reading “გიზას გამქრალი სფინქსი – გჯერათ მეორე სფინქსის თეორიის?”

ეი – ტუტანხამონის მკვლელი თუ ერთგული მსახური?

XVIII დინასტია ძველი ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული და წინააღმდეგობრივია. სწორედ ამ დინასტიიდანაა ჰატშეფსუტი – ქალი, რომელიც ეგვიპტეს ფარაონის ტიტულით მართავდა, თუტმოს III ეგვიპტის იმპერიის ფუძემდებელი, მონოთეისტი და მეამბოხე ეხნატონი, ნეფერტიტი, ტუტანხამონი და მისი ცნობილი სამარხი. როგორ მთავრდება დინასტია? ტუტანხამონის სიკვდილით და ტახტზე ადის ეი, რომელიც ტახტზე ასვლის უფლებას მის ქვრივზე – ანხესენამუნზე დაქორწინებით მიიპოვებს. სატახტოContinue reading “ეი – ტუტანხამონის მკვლელი თუ ერთგული მსახური?”

ეხნატონის ჰიმნი ატონისადმი

 მე-18     დინასტიის ფარაონი ამენხოტეპ IV (ეხნატონი) მეფობდა ძვ.წ 1353-1335წწ-ში. ტახტზე ასვლისთანავე ამენხოტეპ IV-მ თავისი ძალაუფლება და სიმდიდრე რეფორმებს მოანდომა: აკრძალა ყველა ღმერთის თაყვანისცემა და ერთადერთ ღმერთად ატონი გამოაცხადა. იგი იცვლის სახელს და ირქმევს ეხნატონს („ატონის სული“, „ატონის მსახური“). მეფობის მე-6 წელს დედაქალაქი თებედან ახეტატონში (ელ ამარნა) გადააქვს, რომელიც მისი ბრძანებით აშენდა და ატონს მიეძღვნა. აღსანიშნავიაContinue reading “ეხნატონის ჰიმნი ატონისადმი”

მოგზაურობა კვიპროსსა და ისრაელში

მოგზაურობა ერთადერთი რამაა რაშიც ფულს დაუფიქრებლად ვხარჯავ და ვფლანგავ. საკმარისია დრო – საშუალება გამოჩნდეს და უკვე თვითმფრინავში ვზივარ, თან ბედნიერებისგან ვცქმუტავ რომ მალე სულ ახალ ქვეყანას ვნახავ. ნოემბერში განსაკუთრებით გამიმართლა, ორი ახალი და არაჩვეულებრივი ქვეყანა მოვინახულე, კვირპოსი და ისრაელი. რაც მთავარია მინიმალურ ფასად, ბილეთებზე დაზოგილი თანხა ყოველთვის გაძლევს იმის საშუალებას რომ უშუალოდ მოგზაურობისას უფრო ხელგაშლილადContinue reading “მოგზაურობა კვიპროსსა და ისრაელში”

“ფარაონის წყევლა” – მითი თუ სინამდვილე?

ეს უცნაური ისტორია XX საუკუნის დასაწყისში მოხდა, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე სადაც მეფეთა ველის ნეკროპოლის მდებარეობს. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ეს ადგილი ფარაონებისა და დიდებულების საბოლოო განსასვენებლად იყო მიჩნეული, ეთაყვანებოდნენ ველის დამცველ ქალღმერთს და სჯეროდათ მისი მაგიური ძალის. 3500 წელის გასული მას შემდეგ, რაც აქ პირველი სამეფო აკლდამა გამოკვეთეს თუტმოს I-ის ბრძანებით, სამარხები მოხატულ იქნა იმქვეყნიური ცხოვრებისContinue reading ““ფარაონის წყევლა” – მითი თუ სინამდვილე?”

ოსირისი – ეგვიპტის პირველი ფარაონი და მიცვალებულთა სამყაროს მბრძანებელი

ოსირისი – ეგვიპტური მითოლოგიის უძველესი ღმერთი, რომლის კულტი ყველაზე გავრცელებული იყო მთელს ეგვიპტეში ცივილიზაციის არსებობის 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ღმერთი, რომლის სახელის ხსენებაზე ყველას ეგვიპტე, ნილოსი, გარდაცვლილის სამსჯავრო და მიცვალებულთა წიგნი ახსენდება. ოსირისი ძველი ეგვიპტის სიმბოლოა. ალბათ, ყველას გვაინტერესებს თუ როგორ უწოდებდნენ ღმერთს ეგვიპტელები, ზუსტად არავინ იცის, თუმცა მისი იეროგლიფების ტრანსკრიფცია შემდეგნაირია „უსირ“, რაცContinue reading “ოსირისი – ეგვიპტის პირველი ფარაონი და მიცვალებულთა სამყაროს მბრძანებელი”