ადამიანის მსხვერპლშეწირვა აცტეკების იმპერიაში

აცტეკებს სჯეროდათ, რომ თეოტიუაკანი ის ადგილია, სადაც უხსოვარ დროში ღმერთებმა სამყარო შექმნეს. სწორედ ქალაქის პირამიდაზე შეიკრიბნენ ღმერთები, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ წყვდიადს მოეცვა, არ არსებობდა მზე და არც მთვარე. კოსმოგონიისათვის  ერთ ღმერთს თავი უნდა შეეწირა, შესულიყო აალებულ კოცონში და მზე გამხდარიყო. მხოლოდ მოხუცებულმა ღმერთმა შეძლო თავის გაწირვა, გამბედაობა მოიკრიბა და ცეცხლში შევიდა. რადგან ღმერთმა თავი გასწირა ადამიანების შესაქმნელად, ადამიანებს ვალი უნდა დაებრუნებინათ და ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე მიერთმიათ მათთვის.

ტენოჩტიტლანი
ტენოჩტიტლანი, ზემოთ თანამედროვე მექსკის გერბია. მას საფუძვლად ქალაქის დაფუძნების ლეგენდა უდევს.

ალბათ აუცილებელია ჯერ უშუალოდ აცტეკები ვთქვათ ვინ იყვნენ, შემდეგ კი მათ რელიგიასა და ტრადიციებზე ვისაუბროთ. ეს იყო ხალხი, რომლებმაც მომთაბარე ტომებიდან, უდიდესი ცივილიზაცია და იმპერია შექმნეს. ლეგენდის მიხედვით, აზტეკაჰ – ნაუატლის ენაზე აზტლანის ხალხს ნიშნავს. დაახლ. ახ.წ. 1323 წელს აცტეკების ხალხს ხედვა ჰქონდათ: არწივი კაქტუსის ტოტზე იჯდა, ნისკარტითა და კლანჭებით კი გველი დაეჭირა. სწორედ ეს იყო მათთვის მინიშნება თუ სად უნდა აეგოთ ქალაქი. აცტეკებმა, საბოლოოდ მათი ქალაქი ტბა ტესკოკოზე ააგეს. ახ.წ. 1430 წლისათვის ახალი ქალაქი ტენოჩტიტლანი უკვე ულამაზესი ქალაქია, რომელიც აცტეკთა იმპერიის დედაქალაქია. ვენეცია თუ დღემდე ქალაქი საოცრებად გგონია, მაშინ თქვენ ტენოჩტიტლანის შესახებ არაფერი გსმენიათ. კუნძულზე გაშენებული ქალაქი ხმელეთს 3 დამბით უკავშირდებოდა. ცენტრალური ნაწილი დიდებულთა სასახლეებით, პლაზებითა და პირამიდებით იყო დამშვენებული. ყველაზე დიდი პირამიდა, მზისა და ომის ღმერთ უიცილოპოტჩლისა და წვიმის ღმერთ ტლალაკს ეძღვნებოდა, ესპანელებმა ამ ტაძარს ტემპლ მაიორი უწოდეს. ამ მოედანზევე აეგოთ ფრთოსანი გველის – კეცალკოატლის პირამიდა.
ქალაქში დაახლ. 250 000 ადამიანს დაედო ბინა. მდიდარი მოქალაქეებისაგან განსხვავებით, საშუალო კლასის მოსახლეობა უბრალო სახლებში ცხოვრობდა და მოტივტივე კუნძლზე – ჩინამპაზე (მოტივტივე კუნძული) მოსავალი მოჰყავდა. როდესაც ესპანელები პირველად ქალაქში შევიდნენ, ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ სისუფთავით, მოწესრიგებულობით, მოსახლეობის ჰიგიენით. შეგახსენებთ, ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია ევროპაში ყოველ რამდენიმე წელიწადში ეპიდიემიები სიბინძურის გამო რომ ჩნდებოდა. ესპანელებისათვის სრულიად გაუგებარი იყო, რატომ იბანდა აცტეკების იმპერატორი მონტესუმა დღეში ორჯერ.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ქალაქის მთავარი ტაძრები წვიმის, მზისა და ომის ღმერთებს ეღძვნებოდათ. რა თქმა უნდა, აცტეკებს მათ გარდა კიდევ უამრავი სხვა ღმერთი ჰყავდათ, მაგრამ უიცილოპოტჩლი, კეცალკოატლი და ტლალაკი მათი პანთეონის წამყვანი ღმერთები იყვნენ. ტლალაკი – წვიმის ღმერთი, გარანტორი იყო კარგი მოსავლის, რაც თავისთავად მოსახლეობის კეთილდღეობას ნიშნავდა; მზის ღმერთის მეშვეობით სამყარო კვლავ განაგრძობდა არსებობას; ომის ღმერთი კი მეომრებს მუდმივ გამარჯვებებს პირდებოდა. ღმერთებს ადამიანებისაგან თაყვანისცემა და მსხვერპლშეწირვა სჭირდებოდათ.

ტენოჩტიტლანის მთავარი მოედანი და ტემპლ დე მაიორი
ტენოჩტიტლანის მთავარი მოედანი და ტემპლ დე მაიორი

ადამიანის მსხვერპლშეწირვის პრაქტიკის ისტორიულ-სოციალურ მიზეზებზე რა თქმა უნდა საუბარი შეუძლებელია, თუმცა რელიგიური ასპექტები ბევრად უფრო ნათელია. მეზოამერიკულ ცივილიზაციებში ადამიანის მსხვერპლშეწირვა ფართოდ იყო გავრცელებული. მაიას რელიგია საკმაოდ ახლოსაა აცტეკებთან, თავისმხრივ აცტეკების რწმენა-წარმოდგენები ძალიან ჰგავს ზაპოტეკისას. ღმერთ ტლალტეოტლის დანაწევრების შედეგად, ადამიანებს ხილით დატკობობის საშუალება მიეცათ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ ღმერთმა თავი გასწირა ადამიანებისა და სამყაროს შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, ადამიანების წარმოდგენით, მათაც უნდა გაეღოთ მსხვერპლი და ასე განედიდებინათ, ესიამოვნებინათ ღმერთები. რიტუალებისას დაღვრილი სისხლი ღმერთებს აძლიერებდა და საშუალებას აძლევდა სამყარო გადანგურებისაგან გადაერჩინათ. მათ გაიღეს საკუთარი სიცოცხლე ადამიანების კეთილდღეობისათვის, თავის მხრიც ადამიანებიც ყველაზე ძვირფასს – სისხლსა და სიცოცხლეს სწირავდნენ მათ.
მსხვერპლშეწირვის ყველაზე გავრცელებული ფორმა ადამიანის გულის შეწირვა იყო. ყოველი ღმერთისადმი მიძღვნილ რიტუალში მსხვერპლს სხვადასხვანაირად ამზადებდნენ, ბოლო კი ერთი იყო, გულის ამოღება და მისი ცეცხლში დაწვა. ზოგიერთ ღმერთს პატარა ბავშვებს სწირავდნენ, რომელთაც რამდენიმე დღე აშიმშილებდნენ, ან ახრჩობდნენ. ხშირად ხდებოდა ადამიანების ცოცხლად გატყავება, შემდეგ მათ კანს ქურუმები მოისხამდნენ და რამდენიმე დღე დადიოდნენ. ტაძრის კედლებს მსხვერპლის სისხლით პოხავდნენ, სჯეროდათ რომ ამით ღმერთებს ასიამოვნებდნენ. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე უცნაური მაინც საკუთარი სისხლის შეწირვა იყო. ანუ, ცივილიზაცია არ იდგა მხოლოდ სხვა ადამიანის გაწირვაზე, არ ეძებდა სუსტს რომ დაეჩაგრა და ღმერთებისათვის შეეწირა. მაიას ქალაქის მეფეები, აცტეკი იმპერატორები ხშირად საკუთარ სისხლს სთავაზობდნენ ღმერთებს როგორც საჩუქარს. ერთ-ერთ სტელაზე, რომელიც ქალაქ იაქსჩილანში აღმოაჩინეს, ვხედავთ დედოფალ კებალს, რომელიც ენას იჭრის ბასრი საგნით და ამით ღმერთებს ერთგულებას უმტკიცებს.

აცტეკების მიერ ადამიანის გულის მსხვერპლად შეწირვა.
აცტეკების მიერ ადამიანის გულის მსხვერპლად შეწირვა.

ძირითადად მომავალი მსხვერპლები ომში აყვანილი ტყვეები იყვნენ. აცტეკი მეომრებისათვის პრესტიჟის საკითხი იყო, ვინ უფრო მეტ ტყვეს აიყვანდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ტყვეები ქალაქში მიჰყავდათ, ოჯახებში აცხოვრებდნენ, კარგად აცმევდნენ, აჭმევდნენ, ხშირად ხდებოდა მათთვის ქალების მიყვანაც, რათა მათ სექსუალური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინათ. ხშირად, ტყვეს რამდენიმე თვე უწევდა ოჯახში ცხოვრება ვიდრე მსხვერპლად შეწირავდნენ და მთელი ეს პერიოდი მას პატივისცემით ეპყრობოდნენ. ის ხომ ღმერთების ძღვენი და მათი შუამავალი, ელჩი უნდა ყოფილიყო, რომელიც ხალხის შემდგომი კეთილდღეობის გარანტორი იქნებოდა.
ფართოდაა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ტაძრების კურთხევისას, ან იმპერატორის ტახტზე ასვლისას მასობრივ სასაკლაოს აწყობდნენ; თითქოს დრეში 20 000-დან 50 000-მდე ტყვეს სწირავდნენ მსხვერპლად. დამეწრმუნეთ ეს სრულიად შეუძლებელია და ესპანელი კონკისტადორების მიერ შექმნილი ზღაპრებია. მათ ხომ საკუთარი სისასტიკის, სიხარბისა და უმეცრების გამართლება სჭირდებოდათ.

აცტეკების მიერ ადამიანის მსხვერპლშეწირვის სცენა.
ადამიანის მსხვერპლშეწირვის სცენა.

დღემდე მახსოვს, როდესაც პირველად წიგნი „ტენოჩტიტლანის დაცემა“ წავიკითხე, 3 დღე ვტიროდი. ესპანელების სისასტიკემ და სიხარბემ, აცტეკების სიმამაცემ და გამბედაობამ, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით აცტეკების ეროვნული გმირით – კუაუტემოკით მოვიხიბლე, მისი სიმტკიცითა და თავდადებით, კორტესი კი დღემდე ჩემთვის ერთ-ერთი საძულველი ისტორიული ფიგურაა. წიგნის წაკითხვიდან ცოტა ხანში, ახალი წიგნი ჩამივარდა ხელში, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მათი რიტუალები და მსხვერპლშეწირვის პროცესი. ცივად დავხურე წიგნი და რამდენიმე დღე დამჭირდა ყველაფრის გასააზრებლად. რასაკვირველია, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა საშინელებაა, მაგრამ მთავარია ცოტა ხნით მაინც ვცადოთ და გავიაზროთ მათი ტრადიციები, რატომ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა და როგორ განაპირობა ეს მათმა მსოფლმხეველობამ.
დღეს ულამაზესი ტენოჩტიტლანი სრულიად განადგურებულია, ტბა ტესკოკო დამშრალია და მის ადგილას მეგაპოლისი მეხიკოა გაშენებული. ტემპლ დე მაიორის მაგივად კათედრალია აღმართული. კონკისტადორებმა მილიონობით ადამიანი დახოცეს, დაანგრიეს მათი ქალაქები და დაწვეს ყველანაირი წერილობითი წყარო რაც მათ სამყაროს უფრო ხელშესახებს გახდიდა ჩვენთვის. თუმცა, არქეოლოგები მაინც ცდილობენ მეგაპოლისს გამოსტაცონ ოდესღაც დიდებული ქალაქი და უფრო მეტი გაიგონ ოდესღაც დიდებული იმპერიის შესახებ.

მეხიკო და ტენოჩტიტლანი
თანამედროვე მეხიკო და მასში ჯერ კიდევ შემორჩენილი ტენოჩტიტლანის მთავარი ტაძრის ნანგრევები.

გამოყენებული ლიტერატურა:

“Aztec Human Sacrifice as Expiation” by Michael Graulich.

“Understanding Aztec Human Sacrifice” by Patricia Anawalt.

“Myth, Belief, Narration, Image: Reflections on Mesoamerican Mythology” by Alfredo Lopez Austin.

“Time and Sacrifice in the Aztec Cosmos” by Kay Almere Read – ძალიან საინტერესო წიგნია!!

“A History of the World in 100 Objects” by Neil MacGregor.

 

მაჩუ პიქჩუ – ინკების საიდუმლო ქალაქი

მაჩუ პიქჩუ მე-15 საუკუნის ინკას ცივილიზაციის მიერ აგებული ქალაქია, რომელიც ჰუაინა პიქჩუსა და მაჩუ პიქჩუს მთებს შორის, პერუში მდებარეობს. ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარე ნანგრევები, ურუბამბას მდინარის ხეობას რამდენიმე ასეული მეტრიდან გადაჰყურებს.
არქეოლოგიური ძეგლი საუკეთესოდაა შემონახული, განსაკუთრებული არქიტექტურა და ხედები მაჩუ პიქჩუს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ისტორიულ ქალაქად აქცევს. დუღაბის გარეშე ნაგები ქალაქი 32,500 ჰექტარზეა გადაჭიმული და გარეუბნებში სამეურნეო ტერესებითაა შემოსაზღვრული, სადაც ოდესღაც მოსახლეობას კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდა.
1911 წლეს, იელის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰირამ ბინგჰამმა პირველმა მოინახულა მაჩუ პიქჩუ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ და მსოფლიოს გააგებინა მისი არსებობის შესახებ.  ბინგჰამი ინკას დედაქალაქს ვილკაბამბას ეძებდა, რომელიც 1572 წელს ესპანელმა კონკისკადორებმა დაიპყრეს. მაჩუ პიქჩუ ესპანელების შემოსევას გადაურჩა, რამაც განაპირობა მისი საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნება.
მაჩუ პიქჩუ ინკების მეცხრე იმპერატორ პაჩაკუტის მიერაა აგებული, დაახლ. ახ.წ. 1400 წლებში. თუმცა, ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით წმინდა ქალაქი ბევრად უფრო ადრე ააგეს ღმერთებმა. შესაბამისად უცნობია ვინ, როდის და რა მიზნით ააგო ქალაქი. თუმცა, ერთი რამ უდავოა პაჩაკუტი უძლიერესი მმართველია ინკების ისტორიაში, მისი მეფობისას ინკა სამხრეთ ამერიკის მოწინავე და დომინანტი ცივილიზაცია ხდება, გადაჭიმული ეკვადორიდან ჩილემდე.

მაჩუ-პიქჩუს კომპლექსი შედგება 200 სხვადასხვა შენობა-ნაგებობისაგან, რომელთა შორისაა ტაძრები, სამსხვერპლოები, რეზიდენციები, ბაღები, ქუჩები, ტერასები, ჩალით გადახურულ სახლები. აქვეა ასზე მეტი ქვის საფეხურებიანი კიბე, ერთმანეთთან გადაჯაჭვული კლდეებში გაყვანილი წყლისა და წყალსაწრეტი არხები. არქეოლოგიური გათხრებისას დამტკიცდა, რომ საირიგაციო სისტემის მეშვეობით, წყალი თითოეულ სახლს მიეწოდებოდა. ქალაქი ნაცრისფერი გრანიტისაგან ააგეს, რომელიც მახლობელი მთის წვერზე მოჭრეს.

teracebi
სასოფლო სამეურნეო ტერასები, ოდესღაც აქ მოსახლეობას კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდათ.

ინკები განთქმულნი იყვნენ გზების მშენებლობით, რა თქმა უნდა მაჩუ-პიქჩუმდეც ჰქონდათ გაყვანილი გზა, რომელეიც ერთიან დიდი საგზაო სისტემის ნაწილი იყო. დღეისათვის, ათასობით ტურისტი მაჩუ-პიქჩუსკენ სწორედ ინკების ბილიკებით მეიმართება. ურუბამბის ხეობაში ორ ან ოთხდღიანი ტურის წინ ისინი აკლმატიზაციის მიზნით ჯერ კუსკოში ჩერდებიან, შემდეგ კი ფეხით მიუყვებიან იდუმალი ქალაქისკენ ანდებში მიმავალ გზებს.
არქეოლოგების უმეტესობა ფიქრობს, რომ მაჩუ პიქჩუ სამეფო ქალაქად აშენდა, ამ იდეას ამტკიცებს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მაღალი კლასისათვის ნაგები შენობები. საინტერესოა, რომ თავად პაჩაკუტის სასახლე ჩრდილო-დასავლეთითაა ნაგები, ელიტის სახლებისაგან მოშორებით. სასახლის გვერდით ნაგები კიბე მოედანზე ეშვება, სადაც ბაღი იყო გაშენებული.

machu
ოდესღაც ასე გამოიყურებოდა ჩალით გადახურული ქალაქი.

მაჩუ-პიქჩუს ცენტრალური შენობები ინკების კლასიკურ სტილშია ნაგები, თლილი მშრალი ქვის სწორი კედლები. ქვები ისეა მოჭრილი, რომ ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის,  დუღაბის გარეშეც კი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალი გზაჯვარედინი იმდენად სრულყოფილია, რომ მის ქვებს შორის ბალახიც არ ამოსულა. შენობის ნაწილს ინკები კირხსნარის გამოყენებით აგებდნენ, მაგრამ მათი სტანდარტით, ასეთი კონსტრუქცია უვარგისად ითვლებოდა და არ გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი შენობების აგებისას. ფაქტია, რომ პერუ სეისმურად საკმაოდ აქტიური ქვეყანაა, თუმცა, კირხსნარის გარეშე აგებული შენობები მიწისძვრისადმი უფრო მდგრადი იყო, ვიდრე კირხსნარით აგებული. ასევე. დურაბის გარეშე აგებული კედლები დანგრევის გარეშე იძლეოდა მათი სხვაგან გადატანის საშუალებას.
ინკების კედლების მონახაზს მრავალი დეტალი აქვს, რომლებიც მათ მიწისძვრის დროს დანგრევისგან იცავდა. კარები და ფანჯრები ტრაპეციის ფორმისაა და დახრილია შიდა მიმართულებით ძირიდან წვერისკენ; კუთხეები როგორც წესი, მომრგვალებულია; ოთახებში შიდა კუთხეები ხშირად ოდნავ დაქანებულია; სტრუქტურის გასამაგრებლად, გარე კუთხეებში ხშირად „L“-ის ფორმის ბლოკებს იყენებდნენ.

ქალაქის ნამდვილი მარგალიტებია ინტიჰუატანა, მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი ინტის საპატივსაცემოდაა აგებული — ინკების მზის ღმერთისა და უზენაეს ღვთაებისათვის.
kedeli
ინტიჰუატანა ერთ-ერთია სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი მრავალი სარიტუალო ქვიდან. ქვები ისეა ჩამწკრივებული, რომ ზამთრის ბანიობის დროს მზისკენაა მიმართული. ქვის სახელი კეჩუას ენიდან მომდინარეობს: ინტი ნიშნავს „მზეს“, ვატა კი ზმნის ძირია და „დაბმას“ ნიშნავს. სიტყვასიტყვით ინტი ვატანა „მზის დაბმის“ ადგილს ან საშუალებას. ინკებს სწამდათ, რომ თავისი წლიური გზის მანძილზე, მზეს ცაში სწორედ ეს ქვა აკავებდა. ქვა სამხრეთის 13°9’48”-ზე მდებარეობს. 11 ნოემბრისა და 30 იანვრის შუადღეს, მზე ზუსტად სვეტის თავზე ექცევა, ისე, რომ ჩრდილსაც კი არ ტოვებს. 21 ივნისს ქვა სამხრეთის მიმართულებით ყველაზე გრძელ ჩრდილს წარმოქმნის, 21 დეკემბერს კი ყველაზე მოკლეს ჩრდილოეთის მიმართულებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ქვა ასტრონომიული საათის ან კალენდრის ფუნქციებს ასრულებდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მაჩუ პიქჩუს არქიტექტურაში ჩადებულია ასტრონომიის ღრმა ცოდნა.

machu-viza
მაჩუ პიქჩუში შესულ ტურისტებს, პასპორტში მსგავს ბეჭედს ურტყამენ. მოუთმენლად ველი როდის მექნება მსგავსი ბეჭედი ჩემს პასპორტში ^_^

გამოყენებული ლიტერატურა:
http://whc.unesco.org/en/list/274

http://www.ancient-origins.net/news-history-archaeology/new-discoveries-confirm-astronomical-knowledge-incas-machu-picchu-001846

http://www.ancient-origins.net/ancient-places-americas/mysteries-machu-picchu-00190

http://www.ancient-origins.net/news-history-archaeology/new-section-inca-road-leading-machu-picchu-discovered-001720

http://www.ancient-origins.net/book-reviews/machu-picchu-history-and-mystery-incan-city-005629

მოჩეს ცივილიზაცია

მაღალგანვითარებული მოჩეს ცივილიზაცია, პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე დაახლ. 2000 წლის წინ აღმოცენდა და განვითარდა. სამწუხაროდ მათ შესახებ მხოლოდ ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რადგან მოჩეს კულტურას არ ჰქონდა დამწერლობა.

ცივილიზაციის სახელი – მოჩე, დედაქალაქის სახელწოდებიდან მოდის. ქალაქი ოდესღაც 300 ჰექტარზე იყო გაშენებული. ქალაქი დამშვენებული იყო პირამიდებით, პლაზებით, ტაძრებით, აკვედუკების რთული სისტემით, ფრესკებითა და ქანდაკებებით. ქალაქის ყველაზე დიდი ნაგებობაა ცენტრალური პირამიდა „ჰუაკა დელ სოლ“, რომელიც დღეს 40 მეტრი სიმაღლისაა. თუმცა თავდაპირველი ზომები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, 50 მეტრი სიმაღლე, 340 X 160 მეტრი სიგანე, ნაგები 140 მილიონი აგურისაგან, თითოეული აგური კი ოსტატის მიერ იყო დაბეჭდილი.
ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა „ჰუაკა დე ლა ლუნა, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს და 50 მილიონი აგურითაა ნაგები. შენობის ფრიზი მორთულია მითოლოგიური და საკულტო რიტუალების სცენებით. ოდესღაც კაშკაშა წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ფერებით იყო დაფარული. ნაგებობები ახ.წ. 450 წლისთვისაა აგებული.

Hauca_del_sol
ჰუაკა დელ სოლ, მოჩეს უდიდესი საფეხუროვანი პირამიდა. დღესდღეობით 40 მეტრი სიმაღლისაა.

მოჩეს ცივილიზაცია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რკინაზე და სხვა მეტალებზე დაიწყო მუშაობა. მეტალების დამუშავების მაღალ დონეზე ცოდნამ, ხელოსნებს საშუალება მისცა შეექმნათ გასაოცარი სამკაულები, იარაღი და სარიტუალო ნივთები. როგორც უკვე აღვნიშნე, მოჩეს ცივილიზაციას არ გააჩნდა დამწერლობა, თუმცა დღემდე შემორჩენილია ფრესკები, მოხატული კერამიკა, სადაც დეტალურადაა გამოსახული ყოველდღიური ცხოვრების სცენები; ნადირობა, ბრძოლა, სატაძრო რიტუალები და მსხვერპლშეწირვა; გაგიკვირდებათ და სექსუალური სცენებიც, რომლებიც თავისი თავისუფალი ხასიათით, თვით რომაულსა და ინდურსაც კი აჭარბებს.

მოჩე

მოჩეს ცივილიზაციაში საზოგადოებრივი წყობა მკაცრად იყო დარეგულირებული. ქურუმები და მეომრები ყველაზე მაღალ ფენას მიეკუთვნებოდნენ და ქალაქის ცენტრში ცხოვრობდნენ. მიწათმოქმედები და ხელოსნები საშუალო ფენას წარმოადგენდნენ და ქალაქის განაპირას ცხოვრობდნენ.

ქურუმები ყველაზე გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ. მათი რწმენით, ადამიანების მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო, სანაცვლოდ ღმერთებისაგან დოვლათსა და სხვა ამქვეყნიურ ფუფუნებას ელოდნენ.

სხვა მეზოამერიკული კულტურებისგან განსხვავებით, მოჩეს კულტურაში ქალებისა და ბავშვების მსხვერპლშეწირვა არ ხდებოდა. ძირითადად ესენი იყვნენ ომის დროს აყვანილი ტყვეები. რიტუალები, როგორც ფრესკებიდან ირკვევა მკაცრ ჩარჩოში იყო მოქცეული, ქურუმები განსაკუთრებულ ტანსაცმელს იცვამდნენ და ღმერთებს ყველაზე ძვირფასს, ადამიანის სისხლს სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვისას, გამოიყენებოდა სპეციალური დანა – ტუმი.

შესწავლილი ფრესკები და სხვადასხვა სცენები კერამიკაზე, ასევე არქეოლოგიური მონაპოვარი, მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ გავრცელებული იყო ტყვეების გარკვეული პერიოდი წამება, სისხლის გამოშვება. მსხვერპლად შეწირვის შემდეგ, ხშირი იყო ასევე კანიბალიზმიც.

Peru-2014-443_web-lrg
პირამიდის შეგნით არსებული ფრესკები, მოჩეს ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს.

მოჩეს ყოველდღიურობის შესწავლისას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქში აღმოჩენილი კერამიკა. 100 000-ზე მეტი კერამიკული ნაკეთობა დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ მუზეუმშია გამოფენილი. მათი უმეტესი ნაწილი, ჰუაკა დე ლა ლუნას ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. თიხის ნაკეთობებზე აღბეჭდილია ომი, მეტალზე მუშაობა, სატაძრო რიტუალები. გაგიკვირდებათ და ყველაზე მრავლად, სექსუალური ხასიათის ნაკეთობები გვხვდება.
huaco_horizontal_2

her

1987 წელს, არქეოლოგებმა მოჩეს ხელუხლებელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ახ.წ. 300 წლით თარიღდება. სამარხი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მამაკაცს ეკუთვნოდა და დღესდღეობით ცნობილია როგორც „სიპანის მმართველი“. მიცვალებულთან ერთად დამარხული იყო 6 ადამიანი, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, დამზადებული ოქროს, ვერცხლისა და სხვა ძვირფასი მეტალებისაგან.

sipan_24
სიპანის მმართველის სამარხი.

თუ რამ გამოიწვია კულტურის დაღმასვლა და შემდეგ გაქრობა, დღემდე ზუსტად არაა დადგენილი. სავარაუდოდ მიზეზი კლიმატის ცვალებადობა უნდა ყოფილიყო. ანდების მთაში შესწავლილი ყინული გვიჩვენებს, რომ ახ.წ. 536 – 594 წლებში კლიმატი მკვეთრად იცვლება. 30 წლის განმავლობაში მოდიოდა უხვი ნალექი, ხშირი იყო წყალდიდობები. შემდეგი 30 წელი კი ცხელი და გვალვიანი იყო. მოსახლეობის მოსავალი ჯერ ჭარბი ნალექის გამო განადგურდა, შემდგომმა გვალვებმა კი, მიწა უნაყოფი გახადა. მრავალწლიანმა უიმედო ბრძოლამ კლიმატურ პირობებთან, მოსახლეობაში გააქრო ღმერთებისა და ქურუმების მიმართ ნდობა, საბოლოოდ მათ უკეთესი საცხოვრებელი ადგილის იმედად, ქალაქები მიატოვეს.

the-conquered-mini-2
მოჩეს ერთ-ერთ ქალაქში, ელ ბრუხოში აღმოჩენილი რელიეფი.

 

აღდგომის კუნძულის ქანდაკებები

ალბათ დედამიწაზე იშვიათია ისეთი ამოუცნობი ადგილი, როგორიც აღდგომის კუნძლია. სამხრეთ ამერიკის კონტინენტს რამდენიმე ათასი კილომეტრით მოწყვეტილი კუნძული, მასზე პირველი დაბიჯებისთანავე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. რაპა ნუის (ადგილობრივები აღდგომის კუნძულს ასე უწოდებენ) მოაის ქანდაკებები, კვლავ მდუმარედ დგანან კუნძულზე, თუმცა უამრავ საინტერესოს გვიყვებიან მათ შექმნელებზე. დაახლ. 4 მეტრის სიმაღლისა და მინიმუმ 14 ტონის ქანდაკებები, მთელს კუნძულზეა მიმოფანტული. მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივებმა გიგანტური ქანდაკებები მათი წინაპრების საპატივსაცემოდ ააგეს, თუმცა ჩვენამდე არ მოუღწევია არანაირ წერილობით წყაროს, არც ზეპირ გადმოცემას, რომელიც დაგვეხმარებოდა მათი ზუსტი მნიშვნელობის დადგენაში.

კუნძული საოცარი კულტურის წარმოშობისა და აყვავების მოწმე გახდა. დაახლ. ახ.წ. 300 წელს მოხდა პოლინეზიური წარმოშობის მოსახლეობის აქ დასახლება და მათ მიერ ძლიერი საზოგადოების შექმნა, რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი გარე ზემოქმედებისაგან. ახ.წ. მე-10 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე, აღიმართა სამსხვერპლოები, სამლოცველოები და ქანდაკებები, რომლებისაც მოიას სახელით მოვიხსენიებთ.

ad_175752041
მოაის ქანდაკებები.

რამდენიმე კითხვა ალბათ ყველა ჩვენგანს უჩნდება, როდესაც მოის ქანდაკებებზე ფიქრობს:

  • რატომ მოჭრეს ასეთი გიგანტური ზომის ქვები და შემდეგ გამოკვეთეს ასეთი ზომის ქანდაკებები? როგორ მოხდა მათი ტრანსპორტირება და ადგილზე მიტანა?
  • რატომაა ქანდაკებები ნახევრად მიწაში ჩაფლული? ეს განზრახ გააკეთეს მათი აგების დროს, თუ ათასწლეულების განმავლობაში დაიფარა მიწით?
  • როგორ შეძლეს და პრიმიტიული იარაღებით გააკეთეს უზუსტესი ხვრელები კლდეებსა და ქანდაკებებზე?

არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ კუნძულზე კულტურული განვითარება სამ ეტაპად იყოფა: ადრეული პერიოდი (ახ.წ. 700-850 წწ), შუა პერიოდი (1050-1680 წწ) და გვიანი პერიოდი (1680 წლიდან). ადრეულ და შუა პერიოდს შორის, მრავალი ქანდაკება განზრახ გაუნადგურებიათ და მათ ადგილზე უფრო დიდი და მძიმე მოიას ქანდაკება აღუმართავთ. შუა პერიოდში, ასევე ჩნდება სამარხი პალატები და სხვადასხვა გამოსახულებები. ყველაზი დიდი ქანდაკება, რომელიც შუა პერიოდით თარიღდება, სიმაღლეში 8 მეტრს აღწევს და 80 ტონამდე იწონის.

გვიანი პერიოდი, საკმაოდ რთული იყო კუნძულის მოსახლეობისათვის, გაჩაღდა სამოქალაქო ომები, უამრავი ქანდაკება, საკურთხეველი და სამარხი განადგურდა. მეცნიერები ამ პერიოდის ობიექტებზე პოულობენ უამრავ იარაღს, აწყდებიან ცეცხლის კვალს. კუნძულზე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი დაიწყო, მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა, რესურსების არათანაბარი მოხმარება, გარემოს ცვლილება, ეს ის ყველაფერია რამაც კუნძულის დაღმასვლა განაპირობა. მეცნიერთა აზრით, მოსახლეობა ორ კლანად გაიყო და მათში ხშირი იყო სისხლისმღვრელი ომები.

ahu-nau-nau-anakena-morning როდესაც 1722 წელს, პირველი ევროპელები აღდგომის კუნძულს ეწვივნენ, კუნძული აღწერეს. მათი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქანდაკებების უმეტესობა ამ დროისათვის ჯერ კიდევ აღმართული იყო და ამაყად იმზირებოდნენ. თუმცა მე-19 საუკუნისათვის უკვე თითქმის ყველა ქანდაკება წაქცეულია. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ქანდაკებები მოწინააღმდეგე კლანის მებრძოლებმა წააქციეს, მათი მტრების წინაპრებისათვის შეურაცხყოფისათვის. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქანდაკებების უმრავლესობა სახითაა მიწაზე დაცემული.

easter_island_04_big აღდგომის კუნძულზე სულ 887 ქანდაკებაა. დაახლოებით 95% რანო-რარაკუს  კარიერშია გამოკვეთილი, ახლა 394 ნიმუშიღაა დარჩენილი. კვლევები ცხადყოფს რომ, რანო-რარაკუ მოულოდნელად დაუტოვებიათ, რასაც ადასტურებს იქ აღმოჩენილი დაუსრულებელი ქანდაკებები. ყოველი ქანდაკება ერთი მთლიანი ქვისაგანაა გამოთლილი, გამოირჩევიან განსკუთრებული სტილით.

easter-island-heads

ალბათ ყველაზე დამაინტრიგებელი მათი თავის ზომაა, რომელიც მათ ტანთან შედარებით საკმაოდ დიდია. ქანდაკებები ინდივიდუალურია, თუმცა ერთი სტილითაა გამოკვეთილი. თანამედროვე გათხრებმა დაადასტურა ეჭვი, რომ ყოველი ქანდაკება ღრმადაა ჩაფლული მიწაში და ტანიც აქვთ.  ასევე დადგინდა, რომ თვალის ჭრილისათვის გაკეთებული ამონაჭდევები წინათ მარჯანით ყოფილა დაფარული. საინტერესო და განსაციფრებელია ის ფაქტი, რომ გიგანტური ზომის ქანდაკებები, პრიმიტიული იარაღებითა და საჭრისითაა გამოკვეთილი. ზოგიერთ ქანდაკებას, თავზე წითელ „ქუდი“ ახურავს. აქაც კიდევ ერთ გამოცანას ვაწყდებით, რატომ და რა დანიშნულება ჰქონდათ? გამოსახავდნენ ისინი ღმერთებს თუ წინაპრებს?

anakena-easter-island

მოაის შესახებ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობთ, წარსულს ვიკვლევთ და მაინც, წერილობითი წყაროს არ ქონის გამო, ზუსტად ძნელია ამ ყველაფრის აღდგენა და ზუსტად განსაზღვრა. არ ვიცით მათი აღმართვის ზუსტი მიზეზი, როგორ ხდებოდა ტრანსპორტირება, ვის გამოსახავენ გიგანტური ქანდაკებები… თუმცა ერთი რამ უდავოა, ეს ადგილი ნებისმიერ ადამინს პირველივე თუნდაც სურათის თვალის შევლებისთანავე აჯადოვებს და დაუოკებელ სურვილს უჩენს იქ წასვლისა და მათი მონახულების.

fate-of-easter-island-merl

კოპანი – იეროგლიფებით დაფარული ქალაქი

თანამედროვე გვატემალას საზღვართან, ძველი მაიას ქალაქი, კოპანი მდებარეობს. ქალაქი დაალხ. 2000 წლისაა და  მაიას ქალაქებს შორის, ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობდა. 400 წლის განმავლობაში, კოპანი მცირე დაბიდან, უდიდეს ქალაქად იქცა, რომელსაც პირამიდები, ტაძრები და მრავალი ფერით შეღებილი ქანდაკებები ამშვენებდა. დღესდღეობით კოპანი მაიას ქალაქებს შორის მიიჩნევა, როგორც ყველაზე მდიდარი რელიეფებით, ქანდაკებებით; შენობების დეკორაციაც გამოირჩევა დახვეწილობითა და შესრულების მაღალი დონით.

კოპანის მმართველები: 16 მეფე, ერთი დინასტია 

კოპანის ტერიტორიაზე დასახლება ძვ.წ. 1000 წლებში ჩნდება, მაგრამ ესაა მცირე ნამოსახლარი, სადაც ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ქალაქის ზრდასთან ერთად, თანდათარ ფუნქციურად იტვირთება და ხდება პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ცენტრი. კოპანი ყალიბდება ერთ-ერთ დომინანტ ქალაქად სამხრეთ-აღმოსავლეთით. ახ.წ. 400-820 წლებში კოპანი იმართება 16 მეფის მიერ, რომელლებიც მიეკუთვნებიან ერთ დინასტიას (ერთი ოჯახის ხაზი).

მაიას ერთ-ერთი ლიდერი იაქს კუკ მო, ტიკალიდან კოპანში ახ.წ. 427 წელს ჩადის, აქედან საფუძველი ეყრება კოპანის უდიდეს ქალაქად ქცევას. მაიას კლასიკური პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოპანში აღმოჩენილია და შესწავლილია მეფეთა ცხრილი. სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მათი მეფობის წლები და განსაკუთრებული მოვლენები.

მე-8 საუკუნეში, კოპანის მე-13 მეფე მეზობელ ქალაქ სახელმწიფოსთან ომში დამარცხდა და თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ უკვე იწყება ქალაქის დაღმასვლა, გავრცელდა დაავადებები, ხშირი იყო მცირე ამბოხებები, შეთქმულებები. ერთ დროს 20 000 მოსახლიანი ქალაქი, ნელ-ნელა ცარიელდება, ნადგურდება და ჯუნგლებით იფარება.

კოპანის ნანგრევები, მაიას ქალაქი
კოპანის ცენტრალური ნაწილი.

კოპანის არქიტექტურა

კოპანის ცენტრალური ნაწილი დაახლ. 100 ჰექტარზეა გაშენებული. შეიცავს აკროპოლისს, ქვით ნაშენ ტაძრებს, ორ დიდ პირამიდას, პლაზებსა და სამარხებს. აღმოსავლეთ პლაზა მთელს მიდამოზე დომინირებს, მას კიბეები ჩამოუყვება, რომლებიც იაგუარის სკულპტურებითაა შემკული.  აქვეა სიდიდით მეორე ბურთის მოედანი მთელს მაიას სამყაროში, ყველაზე მასშტაბური ჩიჩენ იცაში მდებარეობს.

კოპანის შენობების უმეტესობა რელიეფებითა და იეროგლიფებითაა დაფაარული. პედანტური სიზუსტით აქვთ ჩარეწილი ისტორია, ტრადიციები, მითოლოგია. ალბათ კოპანის ყველაზე დამაინტრიგებელი არქეოლოგიური მონაპოვარი Q საკურთხეველია. მართკუთხა ფორმის ქვაზე, ოთხივე მხრიდან გამოსახულია ქალაქის 16 მეფე, რომლებიც სამეფო ტახტზე სხედან და მათ თავზე იეროგლიფებით მათივე სახელებია დაწერილი. იაქს კუკ მო – კოპანის დინასტიის დამაარსებელი ნეფრიტის ვაზითა და ფარითაა გამოსახული.

Q საკურთხეველი, სადაც კოპანის 16 მეფეა გამოსახული.
Q საკურთხეველი, სადაც კოპანის 16 მეფეა გამოსახული.

უდაოდ კოპანის არქიტექტურული შედევრი იეროგლიფებიანი კიბეებია. ეს არაა მხოლოდ დახვეწილად ნაგები და საოცრად დეკორირებული ნაგებობა, ის ასევე წარმოადგენს მაიას ცივილიზაციის ენციკლოპედიას. კიბე 63 ქვის საფეხურისაგან შედგება, 30 მეტრის სიმაღლის შემდეგ კიბე მთავრდება და გაშლილ პლატფორმაზე ტაძარია აგებული.

იეროგლიფებიანი კიბე 1250 ქვის ბლოკისაგან შედგება, მასზე დატანილია 2200 იეროგლიფი და მეზოამერიკაში ყველაზე დიდ ქვის მატიანეს წარმოადგენს, რომელიც კი ოდესმე არქეოლოგებს აღმოუჩენიათ. თითოეულ საფეხურზე კოპანის დეტალური ისტორიაა ჩაწერილი. სამწუხაროდ, როდესაც, კოპანი ხელახლა აღმოაჩინეს, იეროგლიფებიანი კიბე სანახევროდ დანგრეული იყო. იმ დროისათვის მაიას იეროგლიფების გაშიფვრა ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა, ამიტომაც კიბეების აღდგენის დროს, მათი თანმიმდევრობა აირია. დღესდღეობით ტექსტის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ არაა გაშიფრული და ერთმანეთთან დაკავშირებული.  თუმცა შეგვიძია თამამად ვთქვათ, რომ კიბეებზე კოპანის 16 მეფის ისტორია და მმართველობაა დაწერილი. იწყება იაქს კუკ მოთი და 61 კიბეზე უკვე დაწერილი ბოლო მეფის შესახებ. იეროგლიფებთში განსაკუთრებით დიდი ადგილი ეთმოვა მე-12 მეფის კაკ უტი ჰა კაუიილ-ს. სავარაუდოდ ის იმითაა გამოწვეული, რომ ამ უკანასკნელის სამარხი, უშუალოდ იეროგლიფებიანი კიბეების პირამიდაში აღმოაჩინეს.

კიბეების ცენტრალურ ნაწილში 5 მეფის პერტრეტია, რომლებიც სამხედრო ფორმითა და სამეფო რეგალიებით არიან გამოსახულნი. აქვე გამოსახული მათ მიერ წინაპრების თაყვანის ცემა, საკუთარი სისხლის მსხვერპლშეწირვა.

კოპანის იეროგლიფებიანი კიბე.
კოპანის იეროგლიფებიანი კიბე.

კოპანის ტერიტორიაზე გათხრები მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ყოველწლიურად ქალაქი თანდათან, ნაწილ-ნაწილ გვინაწილებს თავის საიდუმლოს. იმედია ერთ დღეს, მეც და ყველა ვისაც აქ მოგზაურობაზე უოცნებია, მართლაც მოვინახულობთ კოპანს და შემდეგ შთაბეჭდილებებით განახლებულ ბლოგს დავწერ 🙂

კოპანი, მაიას ქალაქი. დასავლეთ პლაზა
კოპანი, დასავლეთ ცენტრალური ნაწილი
კოპანის პირამიდა
კოპანის პირამიდა
კოპანი, მაიას ქალაქი, პლაზას რელიეფი
კოპანი, პლაზას რელიეფი
კოპანის ცენტრალური ნაწილი, მაიას ქალაქი
პლაზა კოპანის ცენტრალურ ნაწილში.
კოპანის ქანდაკებები, მაიას ქალაქი
კოპანი გამორჩეულია ქანდაკებებისა და რელიეფების სიუხვით

ოლმეკების მისტიური ცივილიზაცია

მექსიკის კულტურული მემკვიდრეობიდან მაიასა და აცტეკების ზღაპრული ქალაქები ყველაზე ცნობილია და ნებისმიერი მოგზაური ოცნებობს მათ მონახულებაზე. 1500 წლით ადრე, ვიდრე მაიას კულტურა ჩამოყალიბდებოდა და აყვავდებოდა, 25 საუკუნით ადრე, ვიდრე აცტეკები იუკატანის ნახევარკუნძულს დაიპყრობდნენ და იმპერიას შექმნიდნენ,  აქ იუკატანის ნახევარკუნძულზე, ოლმეკების ცივილიზაცია 1000 წლის განმავლობაში დომინირებდა და უდიდეს კულტურას ქმნიდა. ოლმეკების კულტურა ვრცელდებოდა თანამედროვე გვატემალის, ჰონდურასის, ბელიზის, კოსტა რიკასა და ელ სალვადორის ტერიტორიაზე. ააგეს უდიდესი ქალაქები, გაიყვანეს კეთილმოწყობილი სავაჭრო გზები, შექმნეს სასმელი შოკოლადი, ჩამოაყალიბეს რელიგიური იკონოგრაფია და რიტუალები, მათ შორის ბურთის თამაში, სისხლიანი და ადამიანის მსხვერპლად შეწირვა; ყველაფრი, რაც შემდეგ თითოეულმა მეზოამერიკულმა კულტურამ სწორედ მათგან მიიღო მემკვიდრეობით. ოლმეკები მეზოამერიკულ ცივილიზაციებს შორის მოიხსენიებიან როგორც cultura madre, ანუ “დედა კულტურა”. ვინ იყვნენ ოლმეკები, რა კულტურა ჰქონდათ და როგორი იყო მათი ჩვეულებები?

ოლმეკების ცივილიზაცია ყვაოდა დაახლ. ძვ.წ. 1200-300 წლებში, ეს პერიოდი ისტორიაში განიხილება მეზოამერიკული კულტურის ჩამოყალიბების პერიოდად. ოლმეკების ქალაქები მექსიკის ყურის სამხრეთითაა აღმოჩენილი, განსაკუთრებულად მაღალი იყო მოსახლეობის რაოდენობა ვერაკრუზსა და ტაბასკოში. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ოლმეკებს გააჩნდათ საკუთარი დამწერლობის სისტემა, მათი დამწერლობის ნიმუშები დღეს არქეოლოგების ხელთაა. სამწუხაროდ მათი რაოდენობა არაა საკმარისი დამწერლობის კლასიფიკაციის შესადგენად და გასაშიფრად.

დაახლ. ძვ.წ. 400 წლისათვის, ოლმეკები ისტორიიდან ქრებიან. მათ შესახებ თანამედროვე მეცნიერებისათვის ცნობილი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხდება. მათი სახელი “ოლმეკ” აცტეკების ენაზე “კაუჩუკის ხალხს” ნიშნავს. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ “მეზოამერიკული ბურთის თამაში” სწორედ ოლმეკებმა მოიგონეს; სწორედ ამიტომ აცტეკებმა მათ “კაუჩუკის ხალხი” უწოდა.

ოლმეკების ცივილიზაციის უამრავი შედევრი და ქალაქია შემორჩენილი. თუმცა მათგან ყველზე ცნობილია გიგანტური თავები. ბალაზტის ერთი მთლიანი ქვისაგან გამკვეთილი თავები, მმართველი ელიტის წარმომადგენლებს განასახიერებდნენ. მათი სიმაღლე 1-დან 3 მეტრამდე მერყეობს და დღესდღეობით 17 მათგანია აღმოჩენილი. ქანდაკებაზე აღბეჭდილ სახეებს ძირითადად ერთნაირი სახის ნაკვთები აქვთ: პუტრკუნა ლოყები, ბრტყელი ცხვირი, უმნიშვნელოდ ამოკვეთილი თვალები. აღსანიშნავია, რომ სახის მსგავსი ნაკვთები დამახასიათებელია ადგილობრივი მოსახლეობისათვის ვერაკრუზსა და ტობასკოში.

ოლმეკები მექსიკის ყურის ნაყოფიერ მიდამოებში დასახლდნენ, თავდაპირველად ისინი მხოლოდ შემგროვებლობითა და მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. ისინი ერთ-ერთი პირველნი იყვნენ, ვინც სიმინდისა და ლობიოს მოყვანა დაიწყეს. დაახლ. ძვ.წ. 1200 წლისათვის ოლმეკები უკვე ქალაქებში ცხოვრობენ, ისეთებში როგორიცაა სან ლორენცო (ყველაზე ადრეული), ლა ვენტა, ლაგუნა დე ლოს კეროს, ტრეს ზაპოტეც და ლას ლიმას. ქალაქი ლას ლორენცო განვითარებისა და დიდების მწვერვალსა ძვ.წ. 1200-900 წლებში აღწევს, როდესაც მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ მისცა საშუალება ვაჭრობის კონტროლისა. ოლმეკები ვაჭრობდნენ ობსიდიანით, კაუჩუკით, კერამიკით, ბუმბულით, გაპრიალებული სარკეებით.

სან ლორენცოს მაღალ განვითარებულ კულტურაზე მიუთითებს, გათხრებისას აღმოჩენილი ბურთის მოედანი; წითელი სასახლე, სადაც კედლები და იატაკიც კი წითლადაა შეღებილი; წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემა. აღმოჩენილი არტეფაქები მიუთითებენ, რომ ლა ლორენცო ძალადობრივად გადანგურდა, როდესაც ამავე პერიოდში ლა ვენტა მის აღმოვლობის გზას ადგა და სულ მალე ახალ დედაქალაქად გვევლინება, დაახლ. 18 000 მოსახლით.

ლა ვენტაში მეზოამერიკულ კულტურაში პირველი პირამიდა ააგეს, რომელსაც რიტუალური დანიშნულება უნდა ჰქონოდა.ქალაქის რელიგიური ცენტრი სიმეტრიულად იყო გამაშენიანებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, აქვე იყო აღმართული ოთხი ადამიანის თავის ქანდაკება, რომლებიც ადგილის მფარველებად მოიაზრებდონენ. დღესდღეობით პირველი პირამიდა მიწაყრილს წააგავს, ცენტრში ნაგები პლაზაც თითქმის დაქცეულია, თუმცა ოდესღაც აქ ბაზალტის ორ მეტრიანი სვეტები იყო აღმართული და ლამაზი ფერებით იყო მოხატული. ლა ვენტა და სან ლორენცო ძვ.წ. 400-300 წლებში ნელ-ნელა უძლურდებიან და ბოლოს ქრებიან ისტორიის ფურცლებიდან.

არც თუ ისე ბევრია ცნობილი ოლმეკების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებზე. თუმცა არქეოლოგიური გთხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები, რელიეფები მეცნიერებს ეხმარებიან აღადგინონ მათი რელიგია და წეს-ჩვეულებანი. ოლმეკები ბუნებრივ მოვლენებს ეთაყვანებოდნენ, მათ შორის ცას, მიწასა და ასევე ქვესკნელს. მაგალითისთვის, გამოქვაბულების მათი წარმოდგენით ქვესკნელში შესასვლელს წარმოადგენდნენ, მთები კი, რომლებზე ერთდროულად ნაკადულიც მოედინებოდა და გამოქვაბულებიც იყო, შეეძლოთ ადამიანისათვის შესაძლებლობა მიეცათ რომ კავშირი დაემყარებინათ სამივე სტიქიასთან. ოლმეკების საკულტო ცენტრი მთიან ადგილებშ იყო ელ მანათი, ჩალკაცინგო და ოქსტოტიტლანი.

ოლმეკების ღმერთების სახელები დღემდე არაა ცნობილი, თუმცა მათ ხშირად გამოსახავდნენ როგორც ქვიმას, მიწას ანდა ლაბირინთს. ამიტომაც მკვლევარებმა ოლმეკების ღმერთებს მხოლოდ ნუმერაცია მიანიჭეს და არა სახელები. ოლმეკებისათვის განსაკუთრებული იყო ასევე ცხოველთა კულტიც, განსაკუტრებით იაგუარის, არწივის, გველისა და ზვიგენისაც კი. მათ წმინდა არსებებად თვლიდნენ და მათი წარმოდგენით, ძლიერ ოლმეკს შეეძლო ამ წმინდა და ძლიერ ცხოველად გარდასახვა. მათი წარმოდგენით სამყაროს ცა ოთხ ჯუჯას ეკავა (ოთხი მიმართულება), ცა კი დრაკონად წარმოედგინათ.

ოლმეკების გავლენა იგრძნობა იმდროინდელ ყველა კულტურაზე, მათ შორის 650 კმ-ით დაშორებულ ქალაქ თოპანთექუანიტლანში, სადაც ვხვდებით ბურთის სათამაშო მოედანსა და მსგავს რელიეფებს. გველის კულტი თავს იჩენს თითქმის ყველა მეზოამერიკულ კულტურაში. მოგვიანებით მაიას ცივილიზაციაში ვხვდებით კუკულკანს და აცტეკებთან კეცალკოატლს. ოლმეკების გავლენა ხელოვნებაში, რელიგიაში, არქიტექტურასა და ყოველდღიურობაში ყველგან ხვდებათ მეცნიერებს მეზოამერიკული ცივილიზაციების შესწავლისას.

ლე ვენტას პირამიდა, ოლმეკები
ლა ვენტას პირამიდა, რომელიც დღესდღეობით მიწითაა დაფარული. პირამიდა სავარაუდოდ ძვ.წ. 1000-600 წლებით თარიღდება.
ოლმეკების ცივილიზაციის სიმბოლო, მათ მიერ უზარმაზარ ლოდებში გამოკვეთილი ადამიანის თავი და სახეა. დღეს სულ 17 მათგანია აღმოჩენილი და შესწავლილი, მათი წონა 6-დან 50 ტონამდე მერყეობს, შექმნის თარიღი კი ძვ.წ. 1500-1000 წლებია.
ოლმეკების ცივილიზაციის სიმბოლო, მათ მიერ უზარმაზარ ლოდებში გამოკვეთილი ადამიანის თავი და სახეა. დღეს სულ 17 მათგანია აღმოჩენილი და შესწავლილი, მათი წონა 6-დან 50 ტონამდე მერყეობს, შექმნის თარიღი კი ძვ.წ. 1500-1000 წლებია.

.

ვენტანა, ოლმეკების ქალაქი
ვენტანა, ოლმეკების ერთ-ერთი ქალაქი. პირამიდასთან მფარველი ღმერთის ქანდაკეა დღემდე შემორჩენილია.
სარიტუალო საკურთხეველი. ლა ვენტა
სარიტუალო საკურთხეველი. ლა ვენტა
სან ლორენცო, ოლმეკები
სან ლორენცო, ოლმეკების ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი
ოლმეკების გიგანტური თავები
ოლმეკების გიგანტური თავები
ოლმეკების მიერ შექმნილი ბურთის თამაში. ,ოგვიანებით ის ფართოდ ვრცელდება მთელს მეზოამერიკაში.
ოლმეკების მიერ შექმნილი ბურთის თამაში. ,ოგვიანებით ის ფართოდ ვრცელდება მთელს მეზოამერიკაში.

მზის კარიბჭე და 14 000 წლის ქალაქი – ტავანაკუ

ყოველთვის, როდესაც მზის კარიბჭის სურათს ვნახულობდი, მინდოდა უფრო მეტი გამეგო მის შესახებ, დამაინტერესა სად იყო, როდის აშენდა, ვინ ააშენა. უნდა ვაღიარო, წაკითხულმა და ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. თუ გიზას პირამიდები მსოფლიოს ერთადერთ შემორჩენილ საოცრებად მიგაჩნიათ, მას შემდეგ რაც ტიუანაკოს ისტორიას და მის საოცარ არქიტექტურას გაეცნობით, აზრს ნამდვილად შეიცვლით.

ზღვის დონიდან თითქმის 4000 მეტრზე, ტბა ტიტიკაკასთან ახლოს, ჩამოყალიბდა ერთ-ერთი უდიდესი პრე-კოლუმბური ცივილიზაცია. ტიუანაკო გახდა დედაქალაქი იმპერიისა, რომელიც თანამედროვე პერუსა და ჩილეს ტერიტორიაზე შეიქმნა, განვითარების ზენიტს ახ.წ 300-1000 წლებში მიაღწია. ანდური ლეგენდების მიხედვით, ტბა ტიტიკაკა ის ადგილია, სადაც უზენაესმა ღმერთმა ვირაკოჩამ ადამიანები შექმნა. დღესდღეობით ტიუანაკო დაახლ. 250 მეტრით ზემოთაა ტბის დონიდან, თუმცა მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ტბის დონემ დაიწია.

დაზუსტებით არ არის ცნობილი თუ როდესაა აშენებული ქალაქი. მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ ნაგებობები 14 000  წლისაა. მიუხედავად განვითარების მაღალი დონისა, ტიუანაკოს მოსახლეობას დამწერლობა არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის დღემდე უცნობია, თუ როგორ მოიხსენიებდა რიგითი მაცხოვრებელი თავის ქალაქს. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ქალაქის პოლიტიკური და კულტურული გავლება ვრცელდებოდა მთელს სამხრეთ ანდებში, თანამედროვე პერუს, ჩილესა და არგენტინის ტერიტორიაზე.

ქალაქის სიმბოლო ე.წ. მზის კარიბჭეა, რომელიც 3 მეტრის სიმაღლისაა და მთლიანი ქვის ლოდისგანაა გამოკვეთილი. როდესაც მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა ტიუანაკო მოინახულეს, მზის კარიბჭე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შუაგულშიც დიდი ნაპრალი ჰქონდა. აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, მზის კარიბჭე პირვანდელ მდგომარეობას და ადგილს დაუბრუნდა.

pumapunku3
მზის კარიბჭე – ტიუანაკოსა და ზოგადად ბოლივიის სიმბოლო
მთვარის კარიბჭე - მზის კარიბჭისაგან განსხვავებით მცირე ზომისაა. რელიეფებზე გამოსახულია ველური ბუნების სცენები
მთვარის კარიბჭე – მზის კარიბჭისაგან განსხვავებით მცირე ზომისაა. რელიეფებზე გამოსახულია ველური ბუნების სცენები

ქალაქის ეკონომიკური სიმტკიცის მთავარი საფუძველი, მის გარშემო არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია. დღემდე შემორჩენილია ხელოვნური ტერასების კვალი, სარწყავი სისტემა. მიწათმოქმედების განვითარებამ, ხელიშეუწყო ქალაქის ეკონომიკურ წინსვლას და ტიუანაკოს იმპერიის ჩამოყალიბებას. მსგავსი სამეურნეო ინოვაციები ფართოდ გავრცელდა სხვა ცივილიზაციებში,  გაფართოებულ და გაუმჯობესებული იქნა ინკების მიერ.

სამწუხაროდ დღემდე ტიუანაკოს არქეოლოგიური ობიექტი არაა სრულად შესწავლილი, არაა შედგენილი სრულყოფილი რუკები. თუმცა აშკარაა, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილი, რომელიც რამდენიმე მონუმენტური არქიტექტურის ძეგლს მოიცავს, კარგადაა გამაგრებული და გარშემორტყმულია ხელოვნური თხრილით. ქალაქის შესწავლისას ნათელია, რომ აქ მაცხოვრებლბეი ქვაზე კვეთის, მისი დამუშავებისა და მოპირკეთების ნამდვილი ოსტატები იყვნენ. ყველაზე საინტერესო მაინც ის დეტალია, რომ ქვები რომლებიც ტაძრის მშენებლობის დროს გამოიყენეს და მათი წონა ხშირ შემთხვევაში 25 ტონას აღემატება, ტიუანაკოს მომდებარე ტერიტორიაზე არ გვხვდება. მაგალითად ავიღოთ ბაზალტის ქვა, რომელიც მოიპოვება მხოლოდ ტიუანაკოდან 38 კმ, სხვა ქვის კარიერები კი 5 კმ მანძილითაა დაშორებული.

ქალაქის ცენტრს აშკარად რელიგიური ფუნქცია უნდა ჰქონოდა. აქაა კალასასაიას ტაძარი, აკაპანას პირამიდა, პუმაპუნკუს პირამიდა და ნახევრად მიწისქვეშა ტაძარი. პოლიტიკური და ადმინისტრაციული ნაწილი მოიცავს პატანისა და კანტატალიტას სასახლეებს.

ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა აკაპანას პირამიდაა. ეს უნდა ყოფილიყო ტიაუანაკოს პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრი, ყველაზე წმინდა და საკრალური ადგილი. ესაა 7 ერთმანეთზე დაშენებული პლატფორმა, კედლების სიმაღლე 18 მეტრს აღწევს, სიგანე კი 200×250 მეტრია. დღეს მხოლოდ ყველაზე დაბალი და შუა პლატფორმაა შემორჩენილი. პირამიდის წვერზე აგებული იყო ტაძარი, სადაც ყოველდღიურად ტარდებოდა ღმერთებისადმი მიძღვნილი რიტუალები. კედლებში მრავლად გვხვდება ადამიანის თავის ქალი გამოსახულებები. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა მეზოამერიკულ ცივილიზაციებში, როდესაც დამარცხებული მტრის მოკვეთილ თავს გამოსახავან, როგორც ქალაქის ძლიერების სიმბოლოს. არქეოლოგიური გათხრების დროს, აქ აღმოჩნდა 21 ადამიანის სხეული. მათი შესწავლის დროს, ძვლებზე საკმაოდ მძიმე ჭრილობების კვალი იქნა აღმოჩენილი; სავარაუდოდ ეს ძვლები ქალაქის დამპყრობლებს, ან დამცველებს ეკუთვნით, რომლებიც ბრძოლის დროს დაიღუპნენ.

Akapana-Pyramid-Boliva-Tiahuanaco
აკაპანას პირამიდა
akapana
აკაპანას პირამიდა – ტიუანაკო

აკაპანას ჩრდილოეთით მდებარეობს კალასასაია. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლებს არ გააჩნდათ დახვეწილი ტექნიკა და ტექნოლოგია, ქვები საოცრადაა გამოთლილი და ერთმანეთთან ისე მყარადაა დაწყობილი, ყველანაირი დუღაბის გარეშე, რომ დღესაც კი ქვებს შორის დანის წვერსაც ვერ ჩაატევ. კალასასაია არის ოთხკუთხედის ფორმის ღია ტაძარი, რომელიც მიიჩნევა რომ ობსერვატორიად გამოიყენებოდა. კალასასაიაში მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია, 7 მასიური საფეხურის ავლის შემდეგ ნამდვილი საოცრების წინ აღმოვჩნდებით. ტაძრის ინტერიერში ვხვდებით ორი მონოლითურ ნაგებობას და მზის კარიბჭეს, რომელიც ანდეზიტის მასიური, ერთი მთლიანი ქვიდანაა გამოთლილი. მასიური ქვის წონა 40 ტონაა. კარის ზემოთა ნაწილში გულმოდგინედ დამუშავებული რელიეფია, საფეხუროვან პლატფორმაზე გამოსახულია ქალაქის მთავარი ღვთაება. მას თავზე გვირგვინი ადგას, ორივე ხელში ატრიბუტები უკავია, მის გარშემო ჩიტების ანთროპომორფული გამოსახულებების მწკრივია და ქვედა ხაზზე ადამიანების სახეებს ვხვდებით. მეცნიერების გარკვეული ნაწილი მზის კარიბჭეს, მიწათმოქმედების კალენდრად მიიჩნევს.

Kalasasaya-Ancient-Aliens-Pumapunku-Ancient-Mystery
კალასასაიას ტაძარი
კალასასაიას ტაძარი - ადამიანის თავის გამოსახულებები, სავარაუდოდ დამარცხებული მტრის სიმბოლო
კალასასაიას ტაძარი – ადამიანის თავის გამოსახულებები, სავარაუდოდ დამარცხებული მტრის სიმბოლო
კალასასაიას ტაძარი - სავარაუდოდ მმართველის, ან ღმერთის ქანდაკება. უკანა ფონზე ჩანს მზის კარიბჭე
კალასასაიას ტაძარი – სავარაუდოდ მმართველის, ან ღმერთის ქანდაკება. უკანა ფონზე ჩანს მზის კარიბჭე

პუმაპუნკუ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ეს არის დაუმთავრებელი T ფორმის პლატფორმა, რომელიც დაახლ. ნახევარი კილომეტრის სიგრძისაა. მთავარი შესასვლელი დასავლეთ კედელშია. კიბეებზე ასვლისას, ვიწრო ქვის ჰოლში ხვდებით, რომელსაც შიდა ეზოში შევყავდით.

walled-city-of-Pumapunku

მაიას დავიწყებული ქალაქები

ნაკბე (ძვ.წ 1400-100 წწ) ნაკბე მაიას ცივლიზაციის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, რომელიც ადამიანების წასვლის შემდეგ ჯუნგლებით დაიფარა და დავიწყებას მიეცა. ქალაქი მდებარეობს ელ-მირადორის ნანგრევებიდან სამხრეთით, დაახლოებით 15 კმ-ში. არქეოლოგიური კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ ორი ქალაქი ერთმანეთს საკმაოდ განვითარებული, მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთი დიდი მიღწევით – საკბეთი უკავშირდებოდა. საკბე ეს იყო საქალაქთაშორისო გზა, რომელითაც უამრავ ქალაქს საშუალება ჰქონდა ერთმანეთთან სწრაფი მიმოსვლა ჰქონოდა, ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას. ნაკბეს ტერიტორია დასახლებული იყო ძვ.წ. 1400 წლიდან, განვითარების პიკს მიაღწია და სულ ცოტა ხანში ქალაქი მოსახლეობისაგან დაიცალა. საგულისხმოა, რომ ნაკბესა და ელ-მირადორის მიტოვება მოსახლეობის მიერ ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. თანამედროვე მეცნიერებისა და მსოფლიოსათვის ნაკბე 1930 წელს გახდა ცნობილი, თუმცა მისი შესწავლა მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დაიწყო. აქ ვხვდებით მონუმენტურ არქიტექტურას, რომელიც ძვ.წ 8 საუკუნიდან იღებს სათავეს. ამ პერიოდში აშენდა პლატფორმა, რომლის სიმაღლეც 18 მეტრია. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ნაკბე ხელმეორე იქნა დასახლებული დაახლ. ათასი წლის შემდეგ. თუმცა ახალ მოსახლეებს არ აუშენებიათ ახალი ტაძრები, შენობები. არქეოლოგებმა აქ მხოლოდ კერამიკასა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარს მიაკვლიეს. დღემდე გამოცანად რჩება ნაკბეს რელიგიური წეს ჩვეულებებიც. გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა 3.5 მ. სიმაღლის სტელა, რომელიც ნაწილებად იყო დამსხვრეული. აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ სტელაზე გამოიკვეთა ორი ადამიანის ფიგურა, რომელიც ერთმანეთის პირისპირ დგანან, მათი ჩაცმულობა ემთხვევა ადრეული მაიას კულტურის სტილს. ერთ-ერთი მათგან თითით მის ზემოთ გამოსახულ მოკვეთილ თავზე მიუთითებს. როგორც ირკვევა, ესაა გამოსახულება მაიას რელიგიის ტყუპი ღმერთებისა, ჰუნ-აპუსა და იქსბალანქუე.

Nakbe_str
სასახლის ნანაგრევები, ნაკბე
nakbe_336
ნაკბე – მაიას დაკარგული ქალაქი

იაქსჩილანი  გვიანი კლასიკური ხანის უდიდესი და უძლიერესი ქალაქი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. მიუხედავად მისი არქიტექტურის მონუმენტურობისა და გრანდიოზულობისა, ვერც ეს ქალაქი გადაურჩა მოსახლეობისაგან დაცლას და ჯუნგლების საფარ ქვეშ ასწლეულების გატარებას. სავარაუდოდ ქალაქის თავდაპირველ სახელწოდება უნდა ყოფილიყო “პა ჩან”, რაც გატეხილ ცას ნიშნავს. ეს იყო დომინანტი ქალაქი მდინარე უსუმაცინტას აუზში, რეგიონის კიდევ ერთი უძლიერესი ქალაქის – პალენკეს მთავარი კონკურენტი. იაქსჩილანი გამოირჩევა განსხვავებული არქიტექტურითა და წარწერების სიმრავლით. ქალაქის დაგეგმარებაც აღმაფრთოვანებელია. ტაძრებიდან, სასახლეებიდან იშლება საოცარი ხედები მდინარესა და ტყეებზე. მთავარი ნაგებობებია სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალური აკროპოლისები. სამხრეთ აკროპოლისი ქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობაა.

west
დასავლეთ აკროპოლისი. იაქსჩილანი

იაქსჩილანის მარგალიტად ითვლება ე.წ. სტრუქტურა 33, რომელიც ახ.წ 756 წელს აშენდა მეფე “ჩიტი იაგური” IV-ის მიერ. გარდა გამორჩეული არქიტექტურისა, ნაგებობა გამოირჩევა იეროგლიფებისა და დეკორაციის სიმრავლით.

სტრუქტურა 33. იაქსჩილანის მარგალიტი
სტრუქტურა 33. იაქსჩილანის მარგალიტი

კარალი – მსოფლიოს უძველესი ქალაქი

თანამედროვე მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული ინფორმაცია ოთხი უძველესი ცივლიზაციის შესახებ, ესენია: მესოპოტამია, ეგვიპტე, ჩინეთი და ინდოეთი. სწორედ ამ ცივილიზაციებმა დაუდეს დასაბამი კაცობრიობის ისტორიას. თუმცა რატომღაც ყოველთვის გვერდს ვუვლით არანაკლებ ძველ, საინტერესო და დიდებულ საზოგადოებას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ნორტე ჩიკოს ცივილიზაციას. ესაა უძველესი ცივილიზაცია ამერიკის კონტინენტზე, თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე. ნორტე ჩიკოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი კარალი იყო – 5000 წლის უძველესი მეტროპოლისი, რომელიც შეიცავს უდიდეს მასალას მდიდარი კულტურისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ექვსი პირამიდის კომპლექსს, ამფითეატრს, საცხოვრებელ სახლებს. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ საცხოვრებელი სახლები შედგება რამდენიმე ოთახის, კიბეებისა და დიდი ეზოებისაგან. კარალის ცენტრში მდებარეობდა პირამიდების კომპლექსი; მათგან ყველაზე დიდი 20 მეტრი სიმაღლისაა და ფუძის ზომები 138×153 მეტრია, დაახლოებით ოთხი ფეხბურთის სტადიონის ზომის. კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ პირამიდის ზედა სართულზე მმართველი, დიდებულები და რელიგიური კულტის მსახურები ცხოვრებოდნენ, უფრო დაბალ სართულებზე კი ხელოსნები და ბოლოს ყველაზე დაბალ დონეზე, მუშები. მთლიანობაში ქალაქში დაახლ. 3000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

caral-e
ცენტრალური პირამიდა

სუპეს ველი, რომელიც ლიმადან 200 მილის დაშორებით მდებარეობს, არქეოლოგებისათვის ნამდვილი სამოთხეა. მისი პირველი შესწავლა 1905 წელს გერმანელი არქოლოგის მაქს უჰლის მიერ მოხდა, თუმცა 1970 წლამდე აქ ფართო მასშტაბიანი სამუშაოები არ დაწყებულა. მეცნიერების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ბორცვები, რომლებსაც ბუნებრივ წარმონაქმნებად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში საფეხურებიანი პირამიდები აღმოჩნდნენ. 1990 წლიდან უკვე კარალის სრულ მასშტაბიანი კვლევა მიმდინარეობს, რადიოკარბონალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კარალში აღმოჩენილი ჩანთა ძვ.წ 3000 წლით თარიღდებოდა.

chiconorte
მთავარი სარიტუალო ეზო

caral2

კარალი ერთ-ერთია იმ 18 დასახლებიდან, რომელიც სუპეს არქეოლოგიურ ველზე მდებარეობს, დაახლოებით 65 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ქალაქის არქიტექტურა აშკარად მიუთითებს, რომ კარალი იყო რიტუალური დანიშნულების ქალაქი, რომელიც იმართებოდა თეოკრატიული პრონციპებით.

როგორც უკვე აღვნიშნე, კარალის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ექვსი პირამიდისაგან შემდგარი კომპლექსი. პირამიდის უმაღლესი ადგილიდან, მმართველები და ქურუმები მთელს ქალაქს გადმოსცქეროდნენ. აქვეა სამლოცველოები, ყოველ მათგანში გვხვდები ცეცხლისათვის განკუთვნილი ორმოები, სადაც რიტუალური მსხვერპლშეწირვის დროს ღმერთებისადმი ძღვენს ცეცხლში წვავდნენ.

caralpyramids

კარალი უდიდეს ინფორმაციას გვაწვდის პრე-კოლომბიური ამერიკის ცივილიზაციების ჩამოყალიბება-განვითარების შესახებ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია უდიდესი რაოდენობის კერამიკა, მიკვლეულია სარწყავი სისტემის არხები; მეცნიერების თვალწინ გადაიშალა ქალაქი, რომელსაც ჯერ კიდევ ძვ.წ 3000 წელს ორგანიზებული წყლის მიწოდების სისტემა ჰქონდა, საოცარი სიზუსტით იყენებდნენ მათემატიკას,  შექმნეს მოვლენების ჩასაწარი სპეციალური სისტემა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ. კარალში განვითარებული იყო ვაჭრობა მეზობელ ქალაქებში. ქალაქში მაიმუნების გამოსახულებების აღმოჩენამ, მეცნიერებს საშუალება მისცათ ევარაუდათ, რომ კარალის სავაჭრო ქარავნებმა ამაზონის ჯუნგლებამდე მიაღწიეს.

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მოსახლეობას ქალაქური ტიპის დასახლებების შექმნა და ერთად ცხოვრება, ომებმა აიძულეს. გამუდმებული თავდასხმების გამო დასახლებების გარშემო ჩნდება თავდაცვითი კედლები და ასე იწყება ურბანიზაციაც. თუმცა კარალი ამის სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. ქალაქის გარშემო არაა არანაირი თავდაცვითი კედლები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად არ იქნა აღმოჩენილი არანაირი ძალადობის კვალი შენობებზე, არც ერთი დაზიანებული ადამიანის ჩონჩხი. მეცნიერების მტკიცებით, კარალი მშვიდობიანი ქალაქი იყო, რომელიც სწავლობდა ასტრონომიას, მისდევდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს და საკმაოდ დიდ დროს უთმობდა მუსიკას.

არქოელოგებმა 32 ფლეიტა აღმოაჩინეს, რომლებიც კონდორისა და ვარხვის ძვლებისაგან იყო გაკეთებული; ასევე ნაპოვნი იქნა ლამისა და ირმის ძვლებისგან გამოთლილი 37 კორნეტი. მუსიკალური ინსტრუმენტები ძვ.წ. 2200 წლით თარიღდება. საინტერესოა მათი აღმოჩენის ადგილიც – ცენტრალური პირამიდის მიმდებარედ, სადაც ასობით ადამიანს შეეძლო შეკრება. ფლეიტები მოხატულია ჩიტების, მაიმუნებისა და მითიური არსებების გამოსახულებებით. 2001 წელს მეცნიერებმა ჩაატარეს სპეციალური ვორქშოპი, რომლის დროსაც კარალის ფლეიტებით დაუკრეს და მსმენელს მისცეს საშუალება მოესმინათ ის მუსიკა, რომელსაც კარალის მოსახლეობა 5000 წლის წინ უსმენდა.

musical instruments inside
სწორედ აქ იქნა აღმოჩენილი მუსიკალური ინსტრუმენტები
flutes-found-at-Caral
კარალის ფლეიტები სხვადასხვა მითიური გამოსახულებებით.

სამწუხაროდ კარალის რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. გარკვეული აღმოჩენები მეცნიერებს აძლევს საშუალებას ივარაუდო, რომ გავრცელებული იყო შამანიზმი. განსხვავებით პრე-კოლომბიური რელიგიებისა, კარალში ადამიანის მსხვერპლშეწირვა არ დასტურდება. როგორც ჩანს, მსგავსი რიტუალები გავრცელდა მეზოამერიკულ ცივილიზაციებში. დღემდე აღმოჩენილი არაა ღვთაებების გამოსახულებები, რელიეფები. გვაქვს მხოლოდ ერთი გამოსახულება, რომელიც ძვ.წ. 2280-2180 წლებით თარიღდება, სადაც გამოსახულია მახვილკბილა ფიგურა, რომელსაც ხელში გრძელი ჯოხი უჭირავს.

Staff-God-peru (1)
რელიგიური შინაარსის მქონე ერთადერთი რელიეფია

ასევე საინტერესოა კარალის ცივილიზაციის მიერ შემუშავებული სისტემა, რომლის მიხედვიტაც ისინი გარკვეულ მოვლენებს წერდნენ და ასევე საოცარ მათემატიკური ხასიათის ჩანაწერებსაც აკეთებდნენ. ეს არის კვანძების სისტემა, რომელიც შემდეგ ფართოდ იქნა გავრცელებული ინკას ცივილიზაციაში.

quipu-inca-peru-1

კარალი მიტოვებულ იქნა დაახლ. ძვ.წ. 2100 წელს. სავარაუდოდ ამის მიზეზი გვალვა უნდა ყოფილიყო, რამაც მოსახლეობა აიძულა ქალაქი მიეტოვებინა და სხვა ადგილას ნაყოფიერი ტერიტორიის საძებნელად წასულიყო.

ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი, რომელმაც პირადად მე კარალის საინტერესო ისტორია გამაცნო. მოცალეობის ჟამს უყურეთ აუცილებლად, ეს არაა მხოლოდ ფილმის კარალის შესახებ, გაიგებთ უამრავ საინტერესოს ძველი მსოფლიოს ცივილიზაციებს ჩამოყალიბების შესახებ.

თეოტიუაკანი – ღმერთების ქალაქი

თანამედროვე მეხიკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ურბანული ცენტრი – თეოტიუაკანი. დღემდე არაა ზუსტად ცნობილი ვინ ააშენა ქალაქი, რა ეწოდებოდა მას სინამდვილეში. მაის ხალხის რამოდენიმე მანუსკრიპტში ნახსენებია სახელი “პაჰ”- “ლერწმის ადგილი”, ხოლო სახელი თეოტიუაკანი – “ღმერთების ქალაქი” აცტეკებმა უწოდეს მას. აცტეკების მიერ ქალაქის პირველად ნახვისას, ის უკვე რამდენიმე საუკუნის მიტოვებული და გაუკაცურებული იყო. შენობების არქიტექტურით, სიდიდითა და სილამაზით აღფრთოვანებულებმა, მას “ღმერთების ქალაქი უწოდეს”. აცტეკებს სჯეროდათ რომ, ღმერთებმა სამყარო სწორედ აქ შექმნეს.

თეოტიუაკანი ძვ.წ I საუკუნეში დაარსდა და ახ.წ VII საუკუნემდე არსებობდა, თუმცა ნაგებობათა უმეტესობა ახ.წ V საუკუნემდე პერიოდს მიეკუთვნება. აყვავების ხანაში ქალაქი პრე-კოლუმბამდელი პერიოდის უდიდესი დასახლებული პუნქტი უნდა ყოფილიყო მეზოამირიკის ისტორიაში, დაახლ. 125 000 მაცხოვრებელით. მათი ეთნიკური წარმომავლობა დღემდე დავის საგანია, თუმცა საკმაოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად ეს იყო მულტი-ეთნიკური დასახლება, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ტოტონაქები, ოტომი, მაია, ჰაგუა და მეზოამერიკის სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.

თეოტიუაკანის რეკონსტრუქცია
თეოტიუაკანის რეკონსტრუქცია

თეოტიუაკანის დაარსების ისტორია საკმაოდ ბუნდოვანია, ისევე როგორც მისი არსებობის ადრეული პერიოდი. დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული აზრით ქალაქი ტოლკეტებს ეკუთვნოდათ. ეს მოსაზრება ეყრდნობოდა 16 საუკუნეში დაწერილ ფლორენციის კოდექსს, სადაც აღწერილია მეზოამერიკის ხალხთა ისტორია. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ტოლტეკების კულტურა მაიას ცივილიზაციის დაცემიდან, რამდენიმე საუკუნის შემდეგ ყვაოდა და ეს ვერსიაც თავისთავად გამოირიცხა. დღესდღეობით თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ ქალაქი დაარსდა რამოდენიმე კულტურის მიერ.

თეოტიუაკანი აყვავების პერიოდს აღწევს დაახლ. ახ.წ 450 წელს, როდესაც მისი გავლენა ვრცელდება, თითქმის მთელს მეზოამერიკაზე. ამ დროისათვის ქალაქის სიდიდე 30კვ2  აღწევდა. სხვადასხვა უბნებში მცხოვრები ადამიანები წარმოშობით იმ ქალაქებიდან იყვნენ, რომლებიც თეოტიაუკანის გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი.

ქალაქი განთქმული იყო ობსიდიანის მოპოვებით და მისგან დამზადებული ნივთებით ვაჭრობით, განვითარებული იყო მეთუნეობა, ხელოსნობა, საიუველირო საქმიანობა, ინჟინერია, ასტრონომია, მათემატიკა.

ჩვენამდე არაა შემორჩენილი ტექსტები, ან რაიმე სახის წერილობითი წყარო, რომელიც ქალაქის ისტორიაზე მოგვითხრობს. მეცნიერები ეყრდნობიან არქეოლოგიურ მასალებს, რელიეფებსა და მოხატულობებს. თეოტიუკანში კედლის მხატვრობა განსაკუთრებით დავრცელდა და დაიხვეწა ახ.წ 450-650 წლებში.

მეცნიერთა აზრით ფრესკაზე გამოსახულია თეოტიუაკანის დიადი ქალღმერთი
მეცნიერთა აზრით ფრესკაზე გამოსახულია თეოტიუაკანის დიადი ქალღმერთი
თეოტიუაკანი - მეომრის გამოსახულება
თეოტიუაკანი – მეომრის გამოსახულება

თეოტიუკანის დაღმასვლა დაახლ. ახ.წ VI საუკუნეში იწყება. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ქალაქი დაეცა შემოსევების შედეგად, რადგან სასახლეები და ტაძრები, ანუ ის არქეოლოგიური ადგილები სადაც მეცნიერები მუშაობდნენ, აშკარად გადამწვარი იყო. თუმცა უახლესმა გათხრებმა დაამტკიცა, რომ ცეცხლის კვალი დასტურდება მხოლოდ მაღალი კლასის რაიონებში, ხოლო ახლად გათხრილი დაბალი ფენის სამოსახლოები უბრალოდ მიტოვებულებია. ეს პირდაპირ მიანიშნებს დაბალი კლასის აჯანყებაზე.

ქალაქის არქიტექტურა 

თეოკიუაკანის მთავარ გზას “მიცვალებულთა ქუჩა” ეწოდება, დაახლოებით 2 მილი გრძელდება და შეიცავს სამი პირამიდის კომპლექსს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, “მზის პირამიდა”. აქვე მრავლადაა მინი პირამიდები და პლატფორმის მსგავსი ნაგებობები, აცტეკებს სჯეროდათ რომ ეს იყო სამარხები, სწორედ აქედან მოდის გზის სახელიც. დღესდღეობით დადგენილია, რომ ეს იყო სარიტუალო შენობები, რომელთა თავზეც აღმართული იყო სამსხვერპლოები, ან ტაძრები.

მიცველაბულთა ქუჩა
მიცველაბულთა ქუჩა

აქვეა ე.წ “ფრთოსანი გველის ტაძარი”, რომელიც თეოტიუაკანში სიდიდით მესამეა. თარიღდება ახ.წ 150-200 წლებით. სახელი ეწოდა დეკორში გამოყენებული ფრთიანი გველის გამოსახულებიდან, რომელიც დაახლ. 10 საუკუნის შემდეგ აცტეკებმა შეითვისეს, როგორც ღმერთი კეცალკოატლი.

ნაგებობა წარმოადგენს ექვს დონიან პირამიდას, კედლების ნაპირები გაფორმებულია გველის თავებით, რომელტაც თვალების მაგივრად ობსიდიანის ქვები აქვთ ჩასმული. ორასზე მეტი ჯგუფური სამარხია ნაპოვნი ტაძართან, აღმოჩენილია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სხეული, თუმცა ამ უკანასკნელთა რაოდენობა გაცილებით დიდია. მამაკაცებს ჩატანებული აქვთ იარაღი, სამკაულები გაკეთებული ადამიანთა კბილებისაგან, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს რომ ეს უნდა იყოს თეოტიუაკანის დამცველთა სამარხები. მაგრამ აქვე უნდა აღნიშნოს მათი ზუსტი დანიშნულება დაზუსტებული არაა.

“ფრთოსანი გველის” ტაძარი
დეკორის დეტალი: კედელზე გამოსახულია გველის თავები.
დეკორის დეტალი: კედელზე გამოსახულია გველის თავები.

ჩრდილოეთით არის “მთვარის პირამიდა”, ეს სახელიც აცტეკების მიერაა მინიჭებული. აგებულია ახ.წ II – IV საუკუნეებში. მისი სიმაღლე 46, სიგანე კი 168 მეტრია. ნაგებობა დაყოფილია რამდენიმე დონედ. ტაძარი, სადაც რეგულარულად მიმდინარეობდა მსხვერპლშეწირვა ეძღვნებოდა თეოტიუაკანის დიდ ქალღმერთს. რომელიც ასოცირდებოდა ნაყოფიერებასთან, წყალთან, მიწასთან და აბადებასთან. პირამიდის მიმდებარედ გათხრილ სამარხებში აღმოჩენილია ადამიანის ძვლები, ოდსიდიანის დანები და სხვა სარიტუალო ინვენტარი.

მთვარის პირამიდა
მთვარის პირამიდა

მზის პირამიდა მეზოამერიკაში დღესდღეობით ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობაა, სიმაღლით 76 მ. და სიგანით 223 მ. გათხრებისას გამოვლინდა მეშენებლობის ორი დონე. პირველი დაახლ. ახ.წ 100 წელს და უკვე მიიღო დღეისათვის არსებული ფორმა. მეორე სამშენებლო პერიოდის ნაგებობა სამწუხაროდ დღემდე არ შემორჩენილა.

მზის პირამიდა
მზის პირამიდა