კნოსოსის სასახლე

კნოსოსის სასახლე, მინოსური კულტურის ნამდვილი მარგალიტია. 1878 წელს მინოს კალოკერინოს მიერ იქნა აღმოჩენილი, ხოლო 1900 წლიდან, მომდევნო 35 წლის განმავლობაში, არქეოლოგი არტურ ევანსი და მისი ჯგუფი აქტიურად მუშაობდა სასახლის კვლევასა და აღდგენაზე. კნოსოსის სასახლე ეჭვგარეშეა პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო მინოსური ცივილიზაციისა. ესაა უდიდესი ლაბირინთი საცხოვრებელი ოთახების, დარბაზებისა და სარდაფებისა. კომპლექსი კარგადაა ორგანიზებული, გააჩნდა წყლის მომარაგების სისტემა, აკვედუკებით მიმდებარე ბორცვიდან მუდმივად მოედინებოდა წყაროს წყალი. გამოირჩევა კედლის მხატვრობის სიუხვით, დახვეწილი სტილით. სასახლის აშენების პერიოდად ძვ.წ. 1700-1400 წლებია მიჩნეული, თუმცა ძვ.წ 1300-1100 წლებში გაურკვეველი მიზეზებით მიტოვებული იქნა. დღეს საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, მოსახლეობა იძულებეული გახდა ქალაქი დაეტოვებინა, დაცარიელდა კნოსოსის სასახლეც…

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სასახლე ლეგენდარული არქიტექტორის, დედალოსის მიერაა აგებული. სასახლის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ შიგნით მყოფი ადამიანი გარეთ გამოსასვლელს ვეღარ პოულობდა. მეფე მინოსმა, არქიტექტორი და მისი ვაჟი დაატყვევა, რათა სასახლის საიდუმლოება არ გაეცათ. დედალოსმა, ამ შემთხვევაშიც თავისი ნიჭი გამოიყენა და ორი წყვილი ფრთა დაამზადა, რათა კუნძული დაეტოვებინათ. დედალოსმა, თავისი ვაჟი გააფრთხილა, მზესთან ახლოს არ ეფრინა, რადგან სანთლისაგან დამზედებული ფრთები დადნებოდა. ახალგაზრდა და იმპულსურმა იკაროსმა თავი ვერ შეიკავა, უფრო და უფრო მაღლა აფრინდა, მზეს მიუახლოვდა, მისი ფრთები დადნა და ეგეოსის ზღვაში ჩავარდა.

კნოსოსის სასახლე, კიდევ ერთ ბერძნულ მითთან და მთავარ გმირთანაა დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით, მეფე მინოსი ქალაქ ათენს მართავდა და ხარკის სახით ყოველ წელს მათ აიძულებდა 7 ახალგაზრდა გოგო და ვაჟი გაეგზავნათ კრეტაზე, რათა შემდეგ ისინი მინოტავრისათვის მსხვერპლად შეეწირათ. მინოტავრი საშინელი არსება იყო, ადამიანის ტანითა და ხარის თავით. ის დედოფალ პასიფაესა და პოსეიდონის მიერ, მეფე მინოსისათვის მირთმეული ხარის კავშირის პირმშოა. ურჩხულის დაბადებამ შეზარა მეფე მინოსი და მისი ლაბირინთში გამოკეტვა ბრძანა.
ათენელი ახალგაზრდების მსხვერპლშეწირვას საბოლოო წერტილი თეზევსმა დაუსვა. ის მსხვერპლადშესაწირ ათენელებთან ერთად გაემგზავრა კრეტაზე, მოკლა მინოტავრი და ლაბირინთიდან გზა მინოსის ქალიშვილის, არიადნეს მიერ მიცემული ჯადოსნური ძაფის გორგლის დახმარებით გამოაგნო.

კნოსოსის სასახლე
კნოსოსის სასახლე

მინოსის სასახლე ტაფობშია ჩაფლული, სასახლე ბორცვზე დგას, ნანგრევები 2000  წლისაა, ჩანს ყორე კარგად გათლილი ქვისა, მის მარჯვნივ ჩრდილო – დასავლეთის ფართო ეზოა და სასახლეში შესასვლელი, ამ მონუმენტურ გალერეაში, რომლის კოლონებიც უცნაურად ვიწროვდება ძირისაკენ, დაინახავთ ადამიანის ფიგურას კედელზე გამოსახულს, ეს არის ტანწერწეტა ჭაბუკი, რომელსაც მხრებამდე სცემს შავი კულულები. ეს არის დღეისთვის სახელგანთქმული მინოსური ფრესკა მერიქიფე. მის შემდეგ ჩანს შროშანისგვირგვინოსანი ქალბატონი დიდი კიბის თავზე და ბოლოს დიდი სტენდის ფრესკა, რომელზედაც გამოსახულნი არიან ელეგანტური მინოსელი   ქალები გაშლილი  ქვედა კაბებით და დახვეული კულულებით. როდესაც მინოსელებმა ააგეს თავიანთი სასახლე ძვწ. 2000 წლის წინ, მაშინ კრეტის უმთავრესი ღვთაება რომელიც  ევანსმა ჰპოვა ქვებზე ამოტვიფრული და რომლის პაწაწინა გამოსახულებებიც აღმოაჩინა იყო დედა – ქალღმერთი, ხელებზე გველებშემოხვეული, რომელნიც წარმოადგენდნენ მის სიმბოლიკას.
kreta8

kreta5

kreta4

გალერეიდან ჩამოსულნი გადავდივართ კნოსოსის სასახლის გულში მდებარე სამეფო დარბაზში. მისი 3  კედლის გასწვრივ ქვის სკამებია ჩადგმული, ცენტრში დგას ქვის სავარძელი მაღალი ტალღისებრი ზურგით. სასახლეში არსადაა აღმოჩენილი წარწერები, თუმცა  თითქმის ფაქტია, რომ ეს იყო საბჭო დარბაზი მეფე – ქურუმის მინოსისა. სამეფო ტახტის გარშემო კედლებზე ფრესკებია გრიფონების გამოსახულებით, რომელთაც ლომის ტანი აქვთ და ფრინველის თავი, ტახტის პირდაპირ ოთახის მეორე მხარეს ოთკუთხა ორმოა, რომელსაც  ვუახლოვდებით კიბეებით, თავიდან ევანსს ეს აბანო ეგონა, მაგრამ არსად ჩანდა მილი,  ასე რომ როგორც სჩანს ეს ორმო სხვა დანიშნულებისა იყო. შემდგომში ევანსმა აღმოაჩინა სასახლის სხვა მის მახლობელ ვილებში მსგავსი ორმოები, რომელთაგან ზოგიერთის ცენტრში იყო სვეტები, ამ სვეტებზე ორმაგი ცული იყო ამოკვეთილი ბერძნულად ლაპრის  და მან დაასკვნა, რომ მიწისქვეშა ოთახებს ჰქონდათ რელიგიური დანიშნულება მიწის ღვთაებასთან დაკავშირებული.
kreta6.jpg
სასახლე აგებულია წაგრძელებულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც ეშვება აღმოსავლეთით პატარა მდინარისაკენ, რომელსაც უწოდებენ კაირატოსს. დიდი ეზო  ბორცვის ცენტრშია, იგი გარშემორტყმული იყო ადმინისტრაციული და რელიგიური შენობებით, რომელთაც რამდენიმე სართული ჰქონდათ. აღმ მხარეს როგორც სჩანს იყო სარეზიდენციო ნაწილი, შენობები ეშვება დაღმართზე ველისაკენ, მათკენ მივყავართ დიდ კიბეს, ხუთრიგიანს, ეს დიდებული კიბე აღადგინა ევანსის არქიტექტორმა  ქრისტიან დოლმა, კიბე დამსხვრეული იყო ვინაიდან მისი ხის საბჯენები დამპალიყო, ერთმანეთზე ეყარა მისი საფეხურებიც და მთიდან ჩამორეცხილი თიხით იყო დაფარული. როგორც ამბობენ ევანსმა სასახლის აღდგენაზე დახარჯა 250 000 გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ერთ-ერთ დარბაზთაგანს სადაც შემორჩენილია ფრესკები ევანსმა უწოდა დედოფლის დარბაზი,  დეკორაციის ფემინური ხასიათის გამო, კედლების გასწვრივ აქაც  დაბალი ქვის სკამებია, კედლებზე ხალისიანი ფრესკებია ბუნებისმიერი სცენებით, მუქლურჯი დელფინები ზღვაში, ვარსკვლავ – თევზები, ცხვირწამახული ზღვის ვარდები, ყოველივე ეს რეალისტურად არის  გამოსახული და ჰარმონიულად ეთანხმება დეკორატიულ სქემას. ევანსმა აღმოაჩინა აგრეთვე სათამაშო მაგიდა; სასახლეში აღმოჩენილია აბაზანა. ფართო ვერტიკალური მილები სქელ კედლებში დატანებულნი უკავშირდებიან რთულ სისტემას ვეება ხვრელებისას, უფრო მცირე ხვრელები გაკეთებული იყო თიხის მილებისაგან, რომელთა სექციებიც დამუშავებული იყო, ისინი იხსნებოდნენ და იკეტებოდნენ, ალაგალაგ ოდნავ ვიწროვდებოდნენ რათა ბიძგი მიეცათ წყლისთვის და განედევნათ ნალექი. ეს მილები ნაგებობის უძველეს ნაწილს ეკუთვნიან ძ  წ 2 000 წ, ღირსშესანიშნავია აგრეთვე წყლის ღია არხები, რომელნიც ჩასდევენ კიბეს სასახლის ჩრდ – აღმოსავლეთით, უერთდებიან ცენტრალურ ეზოს და ჩადიან მდინარესთან.kreta9

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.minoancrete.com/knossos.htm

http://gviniashvilitornike.blogspot.com/2014/11/blog-post.html

http://www.interkriti.org/crete/iraklion/knossos.html

http://ancient-greece.org/archaeology/knossos.html

 

პომპეი – რომაული ქალაქი

პომპეი ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი ქალაქი იყო რომის იმპერიაში. ქალაქი თითქოს დროში გაქვავდა და დღევანდელ დამთვალიერებელს სრულ სურათს სთავაზობს, თუ როგორი იყო ანტიკური რომაული ქალაქი.
პომპეი ძვ.წ IV საუკუნეში დაარსდა. ქალაქში განვითარებული იყო ვაჭრობა, ხდებოდა ღვინისა და ზეთის გატანა. პომპეი შიეცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც დამახასიათებელი იყო რომაული ქალაქისათვის; ტაძრები, თეატრი, აბანოები… ქალაქი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ ძვ.წ 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა მოხდა.

pompeii1 თავდაპირველად ძალიან ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ფერფლისა და კვამლის ნაკადს.  თუმცა სულ მალე სიტუაცია შეიცვალა. შავმა ღრუბლებმა ცა დაფარა, სახლის სახურავებზე, ხეებზე, ქუჩებში ფერფლი ილექებოდა, გამუდმებული მიწისქვეშა ბიძგები ქალაქის მცხოვრებლებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ ამცნობდნენ. ვუკლანი ერთბაშად არ ამოფრქვეულა, თითქოს ბუნება მოსახლეობას აფრთიხლებად, რომ გასცლოდნენ იქაურობას. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მართლაც დატოვა ქალაქი. არქეოლოგიური გათხრების დროს აქ დაახლ. 2000 ადამიანის სხეული აღმოაჩინეს, მთლიანობაში კი ქალაქში დაახლ. 20 000 ადამიანს უნდა ეცხოვრა. აღსანიშნავია, რომ გათხრებისას რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც არქეოოგებმა ადამიანების ნეშტი სარდაფებში აღმოაჩინეს, მათ გვრედით კი ოქრო და ძვირფასეულობა ელაგა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ქალაქში მხოლოდ მონები და მსახურები დარჩნენ, რადგან მათ სახლების მეთვალყურეობა დაავალაეს. ან ადამიანები, რომელთაც მათი კარმიდამოს მიტოვება არ ისურვეს, ანდა ვერ შეაფასეს თუ რა ტრაგედია მოსდგომოდათ კარზე.

pompeii.2
ქალაქი პომპეი, უკანა ფონზე ვულკანი ვეზუვი

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ პომპეი 3 მეტრის სიმაღლის ფერფლისა და ლავის ქვეშ თითქმის 2000 წლით დაიფარა. ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს და მისი სრული შესწავლა მხოლოდ 1860 წლიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ როდესაც ქალაქის სახლებში ფრესკები აღმოაჩინეს და ქალაქის სკულპტურები ნახეს, კათოლიკურმა ეკლესიამ აქ გათხრების წარმოება აკრძალა. ეკლესიისათვის სრულიად მიუღებელი იყო იქ აღმოჩენილი სექსუალური შინაარსის ფრესკები.

რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა ერთ-ერთი ჩონჩხის თავის ქალი მიხედვით, გარდაცვლილის სახე აღადგინეს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მეცნიერებმა გარდაცვლილს ბელა დონა – მშვენიერი ქალბატონი უწოდეს.

Belladonna
ბელადონა – მშვენიერი ქალბატონი

მაშ ასე, მოდი ჩავიხედოთ პომპეის ყოველდღიურობაში!!!

პომპეი იტალიის ულამაზეს მხარეში მდებარეობს, ამიტომაც ქალაქი მდიდარი რომაელების უსაყვარლესი ადგილი იყო. ქალაქის სახლების და ვილების უმეტესი ნაწილი, შეძლებულ რომალებეს ეკუთვნით. როგორც უკვე აღვნიშნე პომპეიში გვხვდება სახალხო აბანოები, გლადიატორების არენა, თეატრები, რესტორნები და სასტუმროები. ქალაქი გართობის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე იყო.

penisi
ფალოსის გამოსახულება ქვაფენილზე. არქეოლოგების აზრით მსურველს საროსკიპოებისაკენ უჩვენებდნენ გზას

პომპეის ქუჩებში სიარულისას ქვაფენილზე უამრავ ფალოსის გამოსახულებებს შეხვდებით, ასევე ფალოსის გამოსახულებებია სახლების კელდებზე. როგორც თანამედროვე არქეოლოგები ამტკიცებენ პომპეიში სექსინდუსტრია ყვაოდა და ალბათ ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესიც იყო. გათხრებისას აღმოჩენილია ე.წ სასტუმროები, სადაც მსურველს შეეძლო თავისი სექსუალური ფანტაზიები სრულად დაეკმაყოფილებინა. ქალაქში აღმოჩენილი ფრესკები პირდაპაირ გვიჩვენების მათი თავისუფალი სექსუალური ცხოვრების დეტალებს.

სექსუალური შინაარსის ფრესკებით გამოირჩევა შენობა ლუპანარი, რომელიც სავარაუდოდ საროსკიპო უნდა ყოფილიყო. დაზუსტებით არაა ცნობილი მსგავსი ფრესკები ე.წ. კომერციული შინაარსისა იყო, თუ საროსკიპოში მისულ ადამიანტა ფანტაზიის გაღვივებას ემსახურებოდა. შესასვლელთან ასეთი წარწერააა გაკეთებული: „ამ ქალაქში თუ ვინმე ეძებს ნაზ სიყვარულს, გაითვალისწინეთ, რომ აქ ყველა გოგონა ძალიან თბილი და მოსიყვარულეა“.  ლუპანარი ორსართულიანი შენობაა, შეიცავს 10 განცალკევებულ ოთახსა და აივნებს. ეს არ ყოფილა პომპეის ერთადერთი საროსკიპო, მათი ზუსტი რაოდენობა დაუგენელია, თითქმის ყველა არქეოლოგი სხვადასხვა ციფრს ასახელებს, მაგრამ ერთი რამ უდაოა. პომპეიში პროსტიტუცია ყვაოდა.

ponpeii5

pompeii6

Erotic fresco in the Lupanar the ancient brothel in Pompeii, Italy. Pompeii_Brothel_2_(5948971727) pompeii4

სექსუალური შინაარსის ფრესკებით ასევე გამოირჩევა პომპეის სახალხო აბანო. მათი დანიშნულება აქაც არაა დადგენილი. შესაძლებელია ეს ყოფილიყო უბრალოდ სიამოვნების ამსახველე ფრესკები, ან აქაც ხდებოდა სურვილის შემთხვევაში მათი სექსუალური ფანტაზიებისათვის ფრთებისშესხმა.

Pompeii_-_Casa_del_Ristorante_2 roman-artwork-pompeii-prostitute Sexual_scene_on_pompeian_mural

მე მგონია, რომ პომპეი ის ადგილია, სადაც ყოველ ადამიანს შეუძლია სულ ცოტა ხნით დროში გაიყინოს, იგრძნოს მარადისობა და შეიგრძნოს წარსული. მიხვდეს, რომ ის რაც გვეჩვენება ძალიან დიდი ხნის წინ იყო და მოხდა, აგერ ჩვენს ცხვირწინაა. მთავარია გვერდზე გადავდოთ სულ მცირე ხნით ფოტოაპარატი, გზამკვლევი, ჩამოვჯდეთ სადმე წყნარ ადგილას და დავფიქრდეთ. პირადად მე, ვიცი როდესაც მომეცემა შანსი პომპეიში ხეტიალის, ჩემს წარმოსახვაში წინ ჩამივლიან ტოგაში გამოწყობილი მამაკაცები, მოკისკისე გოგოები, გაჯგიმული გლადიატორები, თავჩაქინდრული მსახურები. მე და ჩემს ფანტაზიას ნამდვილი ზეიმი გვექნება. ჰოდა მეც დაველოდები იმ მომენტს, როდესაც ის ბედნიერი დღე გათენდება, როდესაც გავიღვიძებ, პომპეის გზას დავადგები და მომეცემა იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი ვნახო და ვიგრძნო.

ბაალბექი – რომაული ტაძარი

ლიბანში, ზღვის დონიდან 1,170 მეტრზე მდებარე ბაალბექი, ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესოდ შემონახული რომაული სატაძრო კომპლექსია. ბაალბექში ადამიანის მოღვაწეობა უძველესი დროიდან დასტურდება და მისი ისტორია დაახლ. 9000 წელს ითვლის.  ანტიკურ ხანაში მას ჰელიოპოლისს, ანუ მზის ქალაქს უწოდებდნენ. ტაძრების არქიტექტურაში იგრძნობა ადგილობრივი გავლენაც, რაც მთლიან კომპლექსს საოცარ ელფერს მატებს. ბაალბექი  ფინიკიური ქალაქი იყო, რომელსაც სახელი ცის ღმერთ ბაალის განსადიდებლად უწოდეს. ბაალი ფინიკიურ ენაზე მბრძანებელს, ღმერთს ნიშნავდა, ბაალბექი კი ითარგმნება როგორ „ბაალის ქალაქი“. ფინიკიური ლეგენდის მიხედვით, ღმერთი ბაალი სწორედ აქ დაიბადა.

propylaea of the sanctuary of Jupiter
ბაალბექის მთავარი შესასვლელი, პროპილეა

როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ახლო აღმოსავლეთი დაიპყრო ძვ.წ 334 წელს, არსებულ დასახლებას ჰელიოპოლისი უწოდა. რომაული ოქროს ხანა ბაალბექში ძვ.წ 15 წლიდან იწყება. მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში, როდესაც რომაელი იმპრატორები მზარდ წარმატებას აღწევდნენ და იმპერიას აფართოვებდნენ, მუდმივად ამშვენებდნენ შორეულ აღმოსავლეთში მდებარე იუპიტერის სამლოცველოს. ბაალბექის კომპლექსის აქტიური გაფართოება და აღმშენებლობა ავგუსტუსის დროს დაიწყო. ამ პერიოდში აშენდა სამი მთავარი ტაძარი მიძღვნილი ღმერთ იუპიტერის, ბახუსისა და ვენერასადმი. ახლომდებარე ბორცვზე კი მეოთხე ტაძარი ააგეს, ღმერთ მერკურისადმი მიძღვნილი. ჰელიოპოლისში მდებარე იუპიტერ-ბაალის სამლოცველო, საკმაოდ პოპულარული იყო პილიგრიმებს შორის. იმპერატორ ტრაიანეს ბიოგრაფი აღწერს მის ვიზიტს ბაალბექში, როდესაც ორაკულს მისთვის მომავლის წინასწარმეტყველება სთხოვა.   ტაძრები ფუნქციონირებდა ახ.წ 313 წლამდე, რომის იმპერიაში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამდე. ახ.წ მე-4 საუკუნეში, იმპერატორმა თეოდოსიუსმა ბაალბექი მნიშვლეოვანი ნაწილი დაანგრია, განადგურებულ იქნა ქანდაკებები. იუპიტერის ტაძრიდან წაღებული ქვებით კი ბაზილიკა ააშენეს. მთავარი ტაძარი ეძღვნებოდა იუპიტერ ბაალს (ჰელიოპოლისელი ზევსი), რომელიც მზესთან ასოცირდებოდა. მისი მშენებლობა ავგუსტუსის დროს დაიწყო და ახ.წ 60 წელს დასრულდა.   ბაალბექის მთავარი ტაძრის ადგილას, მხოლოდ 6 კორინთული სვეტია შემორჩენილი. 8 სვეტი ახ.წ VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით, ბაალბექიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანეს და აია-სოფიას მშენებლობის დროს იქნა გამოყენებული. თავდაპირველად ტაძარს 54 სვეტი ჰქონდა, ფრიზისა და არქიტრავის ლოდების წონა 60 ტონამდე აღწევს, ზოგიერთისა კი 100 ტონასაც აჭარბებს. სვეტების სიმაღლე 19 მეტრია.

იუპიტერ-ბაალისადმი მიძღვნილი ტაძარი
იუპიტერ-ბაალისადმი მიძღვნილი ტაძარი
OLYMPUS DIGITAL CAMERA
მთავარი ეზო, რომელსაც პროპილეადან იუპიტერის ტაძრისაკენ მივყავართ.

Baalbek(js)_18 ბაალბექის მარგალიტი, ე.წ ბახუსის ტაძარი რომაული არქიტექტურის ნამდვილი შედევრია, მეცნიერები დღემდე დაობენ თუ რომელ ღმერთს ეძღვნებოდა ტაძარი. ტაძარში აღმოჩენილი ბახუსის რელიეფების სიმრავლის გამო, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ტაძარში ხდებოდა ბახუსის თაყვანისცემა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული რომაული ტაძარი 69 მეტრი სიგრძითა და 36 სიგანით, გარშემორტყმულია 42 სვეტით, რომელიც 19 მეტრი სიმაღლისაა. განსაკუთრებულია ტაძრის რელიეფები, მათი სიუხვე და შესრულების მაღალი დონე. ახ.წ 3 საუკუნეში კომპლექსს დაემატა მრგვალი ტაძარი. ქრისტიანობის პერიოდში ევროპელი მოგზაურები, მიიჩნევდნენ რომ ესაა ვენერას ტაძარი, თუმცა აქაც დაზუსტებით არაფერია ცნობილი. მოგვიანებით, ბიზანიტიის იმპერიის დროს, ბერძენმა კათოლიკეებმა წარმართული ტაძარი, წმ. მოწამე ბარბარეს ეკლესიად გადააკეთეს.

ვენერას ტაძარი
ვენერას ტაძარი

ცნობილია, რომ ბაალბექის მშენებლობის დროს გრანიტის სვეტები ეგვიპტიდან, ასუანიდან ჩაიტანეს. მნახველს დღემდე აოცებს მათი გიგანტური ზომები, სწორედ ამიტომ არაერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ, ბაალბექი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილს შორის, სადაც უძვლეს დროში უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და მათი ტექნიკური საშუალებებით დაეხმარნენ ადამიანებს. პირადად ჩემთვის ეს მოსაზრება არადამაჯერებელი და საფუძველს მოკლებულია.

ტრილითონი - ბაალბექის პლატფორმა. უდიდესი დამუშავებული ქვა მსოფლიოში
ტრილითონი – ბაალბექის პლატფორმა. უდიდესი დამუშავებული ქვა მსოფლიოში

დღესდღეობით ბაალბექი ტურისტების სიმრავლით არ გამოირჩევა. სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო ტურისტების რაოდენობამ საკმაოდ იკლო. ქვემოთ გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ლამაზ და საინტერესო სურათს, რაც კიდევ ერთხელ დაგვხმარება ბაალბექის სილამაზისა და უნიკალურობის დაფასებაში.

City-of-Baalbek-Ruins
ბახუსის ტაძრის შესასვლელი
great court
ტაძრის მთავარი ეზო, პროპილეიდან მომლოცველს იუპიტერის ტაძრისაკენ მიუძღვებოდა.

Capital of Jupiter temple in Baalbek

უკვდავები – სპარსული ჯარის ელიტარული დანაყოფი

პირველი სპარსული აქემენიდების იმპერია, ცნობილი იყო ელიტარული ჯარისკაცების რეგულარული რაზმით. ჰეროდოტე მათ „უკვდავებს“ უწოდებს. ქვედანაყოფში მუდმივად ირიცხებოდა 10 000 მძიმედ აღჭურვილი, კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი, რომელთა რიცხვი და ძალაუფლება არასოდეს მცირდებოდა. უკდავები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სპარსეთის იმპერიის ისტორიაში, მათ იველაბოდათ როგორც მეფის დაცვა, ასევე წამყვანი როლი ეკისრებოდათ იმპერიის გაფართოებისათვის მიმდინარე კამპანიებში.

the-immortals-persian-empire

უკვადავებს ეს სახელი განსაკუთრებული მიზეზის გამო უწოდეს. როდესაც 10 000 კაციანი ჯარის რომელიმე წევრი იღუპებოდა, ან ბრძოლის დროს დაიწრებოდა, მას მაშინვე ანაცვლებდნენ სხვა ჯარისკაცით. ნებისმიერი შემთხვევაში უკვდავების რიცხვი 10 000 იყო, გარეშე თვალისათვის კი ეს ქვეითებისათვის უკვდავების სახელის მინიჭების მიზეზი გახდა.

Persepolis_Apadana_noerdliche_Treppe_Detail

უკვდავების რიგებში ჩარიცხული ჯარისკაცი იყო დახვეწილი, კარგად შეიარაღებული, ჯავშანი ოქროთი იყო დაფერილი. როგორც ჰეროდოტე არწერს, მათ აღჭურვილობაში შედიოდა ფარი, მოკლე შუბი, ხმალი ან ხანჟალი, მშვილდ-ისარი. ასევე ატარებდნენ განსაკუთრებულ თავსაბურავს, რომელიც სავარაუდოდ სპარსული თიარაა. სახე დაფარული ჰქონდა, რათა მტვრისა და მზისაგან დაცულნი ყოფილიყვნენ. მათი თანამედროვე, ბერძენ ჯარისკაცთან შედარებით, უკვდავები მძიმედ აღჭურვილნი და კარგად შეიარაღებულნი იყვნენ. მწკრივში მწყობრი სიარულით, მძიმე აღჭურვილობით და მზეზე მოლაპლაპე შუბებით, უკვდავები მოწინააღმდეგეზე მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

როდესაც უკვდავები საომარ კამპანიაში მიდიოდნენ, მათ თან მიჰყვებოდნენ მათი ოჯახები, ასევე საკვებითა და სხვა საჭირო აღჭურვილობებით დატვირთული ქარავანი. უკვდავების წევრობა უდიდეს პატივად ითვლებოდა. მამაკაცებს ჯერ უნდა სურვილი გამოეთქვათ სახელმწიფო მოხელეებთან; ყველანაირი დაბრკოლების გადალახვისა და საბრძოლო ნიჭის გამოვლენის შემდეგ უკვე უკვდავების ნაწილი ხდებოდა.

Persian Immortal Spearman

უკვდავებმა უდიდესი როლი ითამაშეს კიროსის სამხედრო კამპანიებში, მათ უდიდესი წვლილი შეიტანე ძვ.წ. 539 წელს სპარსეთის მიერ ბაბილონის დაპყრობაში. კამბის II-ის მეფობისას მათი დახმარებით ძვ.წ 525 წელს დაიპყრეს ეგვიპტე, დარიოს I-ის მეფობისას პუნჯაბის, სინდჰისა და სკითიას კამპანიებში (ძვწ.520-513 წწ) მათ ასევე გადამწყვეტი როლი ეკისრებოდათ. ისინი ასევე მონაწილეობდნენ ცნობილ თერმოპილეს ბრძოლაში ძვ.წ. 480 წელს, სწორედ უკვდავებმა დაამარცხეს ლეგენდარული მეფე ლეონიდასი და 300 სპარტელი.

სამწუხაროდ უკვდავებზე არსებული ისტორიული ცნობები ძალიან მწირია, ძირითად ცნობებს ჰეროდოტე გვაწვდის.

ბეჰისტუნის წარწერა

ბეჰისტუნის წარწერა თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს,  ქალაქ ქირმანშაჰთან. წარწერა სპარსეთის იმპერიის მეფის, დარიოს I-ოს მეფობის პერიოდით თარიღდება (ძვ.წ 522-486) და მასში მოთხრობილია მეფის ბიოგრაფია, მისი წარმომავლობა. შესრულებულია სამ სხვადასხვა ენაზე: ძველ სპარსულ, ელამურ და ბაბილონურზე.

2006 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

07

წარწერა მიწიდან 105 მეტრის სიმაღლეზეა შესრულებულია, სიმაღლით 7 მეტრია, სიგანეში კი 22 მეტრი. წარწერას თან ერთვის რელიეფი, სადაც დარიოსი გამოსახულია, როგორც ღმერთ აჰურამაზდას მფარველების ქვეშ მყოფი მეფე, რომელიც პირისპირ ხვდება უკვე დამარცხებულ მტრებს.

წარწერის 4 სვეტი შესრულებულია სამ სხვადასხვა ენაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ძველ სპარსულ, ელამურ და ბაბილონურზე, თარიღდება ძვ.წ 521-520 წლებით; ხოლო დანარჩენი 5 სვეტი მხოლოდ ძველ სპარსულადაა დაწერილი და ითვლება, რომ მოგვიანებითაა დამატებული. ბეჰისტუნის რელიეფი ასევე იმითაა გამორჩეული, რომ პირველად გვხვდება ღმერთ აჰურამაზდას გამოსახულება სპარსეთის იმპერიის ისტორიაში.

ბეჰისტუნის წარწერისა და რელიეფის რეკონსტრუქცია
ბეჰისტუნის წარწერისა და რელიეფის რეკონსტრუქცია

რელიეფი: ღმერთი აჰურამაზდა, რომელსაც მარცხენა ხელი ზემოთ აქვს აწეული დარიოსისაკენ, სიმბოლურად აძლევს მას სამეფო ძალაუფლებას; ღმერთი აჰურამაზადა მარჯვენა ხელით კი თვით მეფეს ლოცავს. მეფე დარიოსი ადამიანის ნატურალურ ზომებშია გამოსახულია, სამეფო გვირგვინით. მარჯვენა ხელი მიმართულია აჰურამაზდასაკენ, მარცხენათი კი ისარს ეყრდნობა. მარცხენა ფეხი დაბჯენილი აქვს, გაუმატუსათვის, აქვე ასევე სხვა 8 მეომბოხეს ფუგურაც, რომელებმაც მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს. ტყვეებს ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული, ასევე კისერზე აქვთ თოკი შემოხვეული. დარიოსის უკან დგანან მისი ორი მეომარი, მშვილოსანი და შუბის მატარებელი.

დღესდღეობით რელიეფის დათვალიერება მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი. 2300 წლის წინ, მას შემდეგ რაც აქ სამუშაოები დამთავრდა, მუშებმა საბოლოოდ დატოვეს ადგილი და მისასვლელი ქვის კიბეებიც დაანგრიეს, რათა წარწერამდე მისასვლელი ყველანაირი გზა გაენადგურებინათ. ალბათ ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ ბეჰისტუნის წარწერა დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული.

მეფე დარიოსი, რელიეფის ფრაგმენტი
მეფე დარიოსი, რელიეფის ფრაგმენტი

ალბათ ყველას აინტერესებს რაზე მოგვითხრობენ ლურსმული წარწერები. დარიოსი გვიყვება მისი წარმომავლობის შესახებ, ჩამოთვლილია მისი ტიტულები: “მე ვარ დარიოსი, დიდებული მეფე, მეფეთა მეფე, სპარსეთის მეფე, მრავალი ქვეყნის მეფე, ისტასპეს ვაჟი, არსემეს შვილიშვილი, აქემენიდი”. შემდეგ უკვე მეფე გვიამბობს თუ რა მოხდა კიროს დიდისა და კამბის II-ის გარდაცვალების შემდეგ, როგორ გამართა 19 ბრძოლა ერთი წლის განმავლობაში,  რათა ჩაეხშო სპარსეთის იმეპრიის სხვადასხვა ქალაქებში არსებული ამბოხებები. როგორც წარწერა გვატყობინებს, დარიოსმა ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა და ამ გამარჯვებებს აჰურამაზდას წყალობად მიიჩნევს.

აჰურამაზდა
აჰურამაზდა
ბეჰისტუნის წარწერა
ბეჰისტუნის წარწერა

ნემრუთ დაგი – თურქეთი

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ანატოლიის რეგიონის ადუამანის პროვინციაში , ზღვის დონიდან 2134 მეტრზე, მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლი, ნემრუტის მთა.

 1881 წელს ნემრუტ-დაღი აღმოაჩინა გერმანელმა ინჟინერმა კარლო რესტერმა, რომელიც  მეფე ანტიოქოს I სამარხს ეძებდა, მაგრამ ვერ მიაგნო.  1987 წელს  არქეოლოგიური ძეგლი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ნემრუტის მთა შესანიშნავი მაგალითია განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის შერწყმისა. მეფე აქ წარმოჩენილია, როგორც დარიოსის ჩამომავალი, მამის მითრიდატეს მხრიდან, ალექსანდრეს მემკვიდრე – დედის ლაოდაისესგან.

კომაგენის სამეფო, სელევკიდების სამეფოს რომის იმპერიის მიერ დაპყრობის შედეგად ჩამოყალიბდა.

ნემრუტის მტა - სრული ხედი
ნემრუტის მტა – სრული ხედი

კომაგენის მეფე ინტიოქოს I-მა, დაახლ. ძვ.წ 62 წელს ააგო თავისთვის სამარხი-სამლოცველო, რომელიც დამშვენებული იყო 8-9 მეტრის სიმაღლის ქანდაკებებით, მათ შორისაა 2 არწივი, 2 ლომი და ბერძნული, სომხური, ირანული პანთეონის ღმერთები. აქ აღმოჩენილი ბერძნული წარწერა მოგვითხრობს, რომ მეფე ანტიოქოს I დაკრძალულია ნემრუტის მთის სამარხში, რომელიც მოხსენიებულია როგორც “მისი სამეფოს სახურავი”.

მჯდომარე ქანდაკებები საოცრად იყო დეკორერებული, თითოეულის სახელი პედესტალზე იყო ამოკვეთილი. დღეს ქანდაკებები დაზიანებულია, მათი ნაწილები მთელს არქეოლოგიურ ძეგლზეა მიმოფანტული. გაურკვევლი მიზეზის გამო, თითქმის ყველა მათგანს გაფუჭებული აქვს ცხვირი.

ნემრუტის მტა და ქანდაკებები, წლის განმავლობაში რამდენიმე თვე თოვლითაა დაფარული, რამაც თავისთავად ხელი შეუწყო მათ დაზიანებას.
ნემრუტის მტა და ქანდაკებები, წლის განმავლობაში რამდენიმე თვე თოვლითაა დაფარული, რამაც თავისთავად ხელი შეუწყო მათ დაზიანებას.

145 მეტრი დიამეტრის და 50 მეტრი სიმაღლის მიწაყრილი, სამი მხრიდან ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით ტერასებითაა გარშემორტყმული. ბოლო ორი მათგანი სხვადასხვა პროცესიებისა და რიტუალების დროს გამოიყენებოდა.  5 გიგანტური ქანდაკება ეძრვნება ღმერთებს, რიგის ბოლოში კი, ორივე მხრიდან აღმართულია არწივისა და ლომის ქანდაკებები. ქანდაკებები გამოსახავენ ღმერთებს: აპოლო-მითრა-ჰელიოს-ჰერმესს, კომაგენის ქალღმერთ თიჩეს, ღმერთ ზევს-ორომასდესს, თვით ანტიოქოსს, ღმერთ ჰერაკლე-არტაგნეს-ატესსს.

სამარხის თავდაპირველის სახე

სამარხი თავდაპირველად ასეთი უნდა ყოფილიყო

ტერასის ჩრდილოეთ მხარეს რელიეფებზე გამოსახულია მეფის სპარსელი წინაპრები, სამხრეთით კი მაკედონიელი.  დღეს ქანდაკების თავები აღმოსავლეთით მდებარე პირამიდისებრ სამსხვერპლოზეა განლაგებული.

5f91ab1a7ae3eb8b25513351e584f593 mount nemrut dagi 3 mount nemrut dagi 9 mount nemrut dagi 10 nemrut nemrut-handshaking

პალმირა – ულამაზესი რომაული ქალაქი

პალმირა უძველესი არამეული ქალაქია, თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში. ანტიკურ ეპოქაში მისმა განსაკუთრებულმა მდებარეობამ განაპირობა მისი აყვავება ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად ჩამოყალიბება. ის მდებარეობდა დამასკოდან ჩრდ-აღმოსავლეთით და მრინარე ევფრატის სამხრეთით, , ერთმანეთს აკავშირებდა მესოპოტამიასა და სირიას. უდაბნოში გრძელვადიანი მოგზაურობისას ქარავნები აქ ჩერდებოდნენ; ვაჭრები პალმირას “უდაბნოს პატარძალს” ეძახდნენ.

პალმირა დილით, მზის ამოსვლისას
პალმირა დილით, მზის ამოსვლისას

ქალაქის უძველესი სახელი მოხსენიებულია ბაბილონურ ტექსტებში, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ქალაქ მარიში. პალმირა იხსენიება სემიტური სახელით – “თადმორ”. პალმირას ზუსტი ეტიმოლოგია გაურკვეველია, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სახელი პალმის ხეებს უკავშირდება. ასევე ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, პალმირა “თადმორის” არასწორი ინტერპრეტაციაა.

არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ქალაქი ძვ.წ II ათასწლეუში დაარსდა. არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სემიტური, ბერძნული, რომაული და არაბული კულტურა.

ებრაულ წყაროებში ვხვდებით ინფორმაციას, რომ პალმირა დაარსა ბიბლიურმა მეფე სოლომონმა. იოსებ ფლავიუსიც ახ.წ I საუკუნეში წერს, რომ ქალაქი ებრაელთა მიერ იქნა აგებული.

პალმირა დღეს
პალმირა დღეს

ქალაქში გავრცელებული იყო შუამდინარული პანთეონის ღმერთთა კულტი – მარდუქი, რუდა; ასევე ადგილობრივი ღვთაებები ჰადად, ბაალი; გვხვდება ასევე ბერძნული პანთეონის ღმერთები, მაგალითად ათენა.

ქალაქში არამეულად საუბრობდნენ, თუმცა მოგვიანებით საკმაოდ გავრცელდა ბერძნული ენა.

ძვ.წ 323 წელს სირია სელევკიდების სამეფოს შემადგენლობაშ მოექცა, პალმირა დამოუკიდებელ ქალაქად იქცა, განაგრძო განვითარება და კიდევ უფრო აყვავება; ერთმანეთთან აკავშირებდა მესოპოტიამიას, არაბეთის უდაბნოსა და ხმელთაშა ზღვას. ახ.წ 14–37 წლებში რომის იმპერია იპყრობს ფინიკიასა და სირიას, პალმირა კვლავ ძველ დიდებას ინარჩნებს. წყაროები გვამცნობენ, რომ პალმირელი ვაჭრები გემებს ფლობდნენ თანამედროვე იტალიასთან, აკონტროლებდნენ სპარსეთიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან მომავალ “აბრეშუმის გზას”. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ პალმირა გვევლინება, როგორც ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი ახლო აღმოსავლეთში.

პალმირა - მტავარი ქუჩა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და მონუმენტური მთელს რომის იმპერიაში.
პალმირა – მთავარი ქუჩა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და მონუმენტური მთელს რომის იმპერიაში.

ახ.წ 129 წელს რომის იმპერატორი ადრიანე ქალაქს ესტუმრა. მისი სილამაზით აღფრთოვანებულმა, პალმირას სახელი გადაარქვა და “ადრიანა” უწოდა.

ქალაქის მნიშვნელობა ნელ-ნელა კნინდება, სასანიდების გაძლიერების შემდეგ. ახ.წ 212 მათ ტიგროსისა და ევფრატის აუზი დაიპყრეს, რამაც პალმირას დიდი დარტყმა მიაყენა. რომის იმპერატორ ვალერიანმა, პალმირას პრინცი სეპტიმუსი დანიშნა გუბერნატორად. მალე თავად იმპერატორი მოკლულ იქნა სასანიდთა წინააღმდეგ კამპანიაში. სეპტიმუსი მისმა ძმისშვილმა მოკლა და სირიაში დესტაბილიზაციის დიდი საფრთხე შეიქმნა. თუმცა სწორედ ამ დროს ჩნდება ისტორიაში ლეგენდარული დედოფალი ზენობია (სეპტიმუსის მეუღლე), რომელმაც ძვ.წ 267 წელს თავისი ვაჟის სასარგებლოდ ტახტი დაიკავა და მასთან ერთად მართავდა პალმირას.

დედოფალ ზენობიას მონეტა
დედოფალ ზენობიას მონეტა

ძვ.წ 269 წელს პალმირა რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყდა. ზენობიას სახელს უკავშირდება პალმირას იმპერიის დაარსება, რომელიც ანტიოქიიდან, სამხრეთით ეგვიპტემდე გრძელდებოდა.

დამოუკიდებელი პალმირას სულ რამდენიმე წელი არსებობდა, ძვ.წ 272 წელს იმპერატორმა აურელიანემ რომის იმპერიაში საბოლოოდ წესრიგი დაამყარა და სირიაში გაილაშქრა, პალმირა ალყაში მოაქცია და საბოლოოდ დაიპყრო კიდეც. დედოფალი ზენობია რომში იქნა ჩაყვანილი და გამარჯვებისადმი მიძღვნილ ტრიუმფალური მსვლელობისას, რომის ქუჩებში ოქროს ბორკილებდადებული ჩაატარეს.

პალმირას უმშვენიერესი ნაგებობაა ღმერთ ბელისადმი მიძღვნილი ტაძარი, აგებული ახ.წ I საუკუნეში. აქ ერთმანეთსაა შერწყმული ახლო აღმოსავლეთისა და ბერძნულ-რომაული არქიტექტურული სტილი. მართკუთხა ფორმის ტაძარი ორიენტირებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეებზე. მოკირწყლული ეზო შემოსაზღვრულია 225 მ. სიგრძის კედლით და მის ცენტრში დგას უშუალოდ ტაძარი.

ტაძრის შიდა ეზო
ღმერთ ბელისადმი მიძღბნილი ტაძრის შიდა ეზო
რომაული თეატრი ახ.წ II საუკუნით თარიღდება.
რომაული თეატრი ახ.წ II საუკუნით თარიღდება.
რომეული თეატრის სცენა
რომეული თეატრის სცენა

რომაული კოლონადა ეტაპობრივად აშენდა, ახ.წ II-III საუკუნეებში, მისი სიგრძე ერთ კილომეტრზე მეტია. კოლონადა იწყებოდა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბელის ტაძართან და მიემართებოდა დასავლეთ კარიბჭისაკენ.

800px-Palmyra,_Syria_-_2

რომაული კოლონადის სამხრეთ ნაწილი
რომაული კოლონადის სამხრეთ ნაწილი