ტუტანხამონის უცნობი ისტორია

ვინ იყო ტუტანხამონი?
ფარაონი ტუტანხამონი ძვ.წ. 1334-1325 წლებში მართავდა ეგვიპტეს, XVIII დინასტიის მე-12 მმართველი იყო და მისი სატახტო სახელია ნებ-ხეფერუ რე. ვიცი, ვიცი, ტუტანხამონისაგან ფრიად განსხვავდება 🙂
მომავალი ფარაონი ახეტატონში დაიბადა, ფარაონ ეხნატონის მმართველობისას. ტუტანხამონის დედა, სავარაუდოდ ეხნატონის ერთ-ერთი ცოლი კიია იყო. სამწუხაროდ არაფერია ცნობილი მისი ბავშვობისა და ახეტატონში ცხოვრების შესახებ, თუმცა ერთი რამ უდაოა, ის ჩრდილოეთ სასახლეში ცხოვრობდა. 9 წლის ასაკში ტახტზე ადის და ქვეყანას ძალიან რთულ პერიოდში უდგება სათავეში. რადგან ფარაონის “დიდი სამეფო ცოლის” შვილი არ ყოფილა, ტახტზე ასვლის ლეგიტიმაციისათვის, ნახევარ დაზე ანხესენამუნზე აქორწინებენ, რომელიც ნეფერტიტისა და ეხნატონის ქალიშვილი იყო.
გამეფებიდან 2 წლის შემდეგ, სამეფო ოჯახი ეგვიპტის ძველ რელიგიას აღადგენს, ახეტატონიდან კი ლუქსორში გადადის. თანამედროვე ეგვიპტოლოგებისათვის, არც თუ ბევრი რამაა ცნობილი ტუტანხამონის ცხოვრებისა და 9 წლიანი მმართველობის შესახებ. ჩნდება უამრავი კითხვა, პასუხები კი არსად ჩანს, ეგვიპტის ქვიშა კვლავ საგულდაგულოდ გვიმალავს. თავის ისტორიულ მიმოხილვაში ჰოვარდ კარტერი სამართლიანად აკეთებს შემდეგ დასკვნას: “ჩვენი დღევანდელი ცოდნის საფუძველზე, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ერთი რამ. ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მის ცხოვრებაში ის იყო, რომ იგი მოკვდა და დაასაფლავეს”. გვაინტერესებს როდის გარდაიცვალა ფარაონი? ამის გამოთვლა მიახლოებით მეცნიერებმა უკვე შეძლეს. სარკოფაგზე, ოდესღაც დედოფლის მიერ დადებული ყვავილებისა და გვირილების თაიგული აღმოაჩინეს. ეს პირადპირ მიგვანიშნებს, რომ ტუტანხამონი მარტში ან აპრილის დასაწყისში დაკრძალეს. სწორედ ამ დროს ხარობს ეგვიპტეში გვირილები. აქვე გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ მუმიფიცირებას და სხეულის დასაკრძალად გამზადებას 70 დღე მაინც დასჭირდებოდა. დასკვნა: ტუტანხამონი დეკემბერში ან იანვარში გარდაიცვალა (ეგვიპტურად ამ თვეს ფამენოტი ეწოდებოდა).
მოდი, ნუ ვიქნებით ჰოვარდ კარტერივით მკაცრები და ვცადოთ ჩავიხედოთ მის ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ვიპოვით მნიშვნელოვან და საინტერესო ისტორიას.

ალბათ, ფიქრობთ ჩვენი ბიჭი ისე ადრე გადაიცვალა, რომ შვილების ყოლის ასაკისათვის არც კი მიუღწევია. სულ ტყუილად! ჰოვარდ კარტერის მიერ ფარაონის აკლდამის აღმოჩენის ამბავი მთელს მსოფლიოშია ცნობილი. სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებმა იციან მისი ოჯახური ტრაგედიისა და დაღუპული შვილების შესახებ.

body

აკლდამის დათვალიერებისა და ნივთების დახარისხებისას, ერთ-ერთ კამერაში, სკივრებს შორის აღმოაჩინეს ყუთი, ყოველგვარი მორთულობის გარეშე, სიგრძით 61 სმ. ყუთი თოკით შეეკრათ და სამეფო ბეჭდით დაებეჭდათ, შიგნით კი ორი ადამიანის ფორმის მინიატურული სარკოფაგი ჩაედოთ. ერთის სიგრძე 49.5 სმ, მეორის სიგრძე კი 57.7 სმ იყო. სარკოფაგში კიდევ ორი სარკოფაგი ჩაედოთ, საბოლოოდ კი მეცნიერები ორ ოქროს ნიღიბან ჩვილის მუმიას წააწყდნენ.
აღმოჩენილი მუმიები დოქტორმა დერიმ შეისწალა. პირველი მუმიის სიგრძე 30 სმ იყო, მეორისა კი 39.5. ამ აღმოჩენამ ფარდა ახადა სამეფო წყვილის ტრაგედიას, დედოფალი ანხესენამუნი ორსულად იყო,  სამეფო წყვილს ჰქონდა შანსი დინასტიური კრიზისი დაესრულებინათ და მემკვიდრე გაეჩინათ. სამწუხაროდ, დედოფალს 8 თვის ასაკში მუცელი მოეშალა.

ტუტანხამონის შვილების სარკოფაგები
ტუტანხამონის შვილების სარკოფაგები

პირველი ნაყოფი ძალიან დაზიანებული იყო, სავარაუდოდ მისთვის მუმიფიცირება არც კი ჩაუტარებიათ. მეორე ნაყოფს ნათლად აჩნდა ძველ ეგვიპტელი ექიმებისა და მუმიფიკაციის ოსტატების ხელი. მასზე ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო ფისის კვალი, ასევე იპოვეს რკინის ჩხირი, რომლის მეშვეობითაც თავის ქალას ტვინისაგან ათავისუფლებდნენ. მუცლის მარცხენა მხარესაც აჩნდა ჭრილობის კვალი, საიდანაც შინაგანი ორგანოები გამოიღეს. გასაკვირია და ერთერთ ნაყოფზე წარბებისა და წამწამების კვალიც კი შეიმჩნეოდა. თავდაპირველად გამოითქვა ვერსია, რომ დედოფალი ორჯერ იყო ორსულად. უკანასკნელმა კვლევებმა კი დაამტკიცა, რომ ანხესენამუნი ტყუპებზე იყო ორსულად. ნაყოფებს შორის ასეთი განსხვავება კი გენეტიკური დაავადების ბრალია. გენეტიკური დაავადებები კი ხშირია ოჯახის წევრებს შორის ქორწინებების შემთხვევაში. შეგახსენებთ, ტუტანხამონი დაქორწინებული იყო თავის ნახევარ დაზე – ანხესენამუნზე, მათი მშობლებიც კი მსგავსი ქორწინებების შედეგად გაჩნდნენ.
ორივე ნაყოფი გოგონა იყო, შთამომავლები ნეფერტიტისა, ტიიასა და ჰატშეპსუტისა. მე-18 დინასტიის იმედები. თუმცა, დაბადებისთანავე გარდაიცვალნენ და თან გაიყოლეს მშობლების იმედები დინასტიური კრიზის დასრულების შესახებ.

ე.წ. ახალგაზრდა ქალის მუმია, ტუტანხამონის დედა.

ეს მუმია მაინც და მაინც კარგად არ გამოიყურება, ვიცი. დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ სწორედ ეს ქალბატონია ტუტანხამონის დედა. სამწუხაროდ, მისი სახელი ჩვენთვის უცნობია.
ახლა, ცოტა დაწვრილებით მუმიის შესახებ: 1898 წელს, მეფეთა ველზე, ამენჰოტეპ II-ის სამარხის გამოკვლევებისას, არქეოლოგებმა საიდუმლო ოთახს მიაგნეს, სადაც 3 სამეფო მუმია ესვენა. მათგან ერთი როგორც შემდეგ გაირკვა დედოფალი ტიია, ახალგაზრდა ბიჭის სხეული თვით ამენჰოტეპ II-ის ვაჟს უებენსენუს ეკუთვნის, მესამე მუმიის ვინაობა დღემდე უცნობია. დნმ-ის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ ის ეხნატონის ღვიძლი და (მისი მშობლებიც იყვნენ ამენჰოტეპ III და დედოფალი ტიია) და ტუტანხამონის დედაა, თუმცა მისი სახელი ცნობილი არაა. შესაძლებელია იყოს კიია, სიტამუნი, ბეკერატენი, მერიტატენიც კი, ზოგიერთი მეცნიერის აზრით მუმია თვით ნეფერტიტს ეკუთვნის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ტუტანხამონის დედა?

წებოთი მიწებებული ფარაონის წვერი.
წებოთი მიწებებული ფარაონის წვერი.

გასულ წელს, კაიროს მუზეუმი დიდ სკანდალში გაეხვა. აღმოჩნდა, რომ ფარაონ ტუტანხამონის ნიღაბს “შესანიშნავი” რესტავრაცია ჩაუტარეს. სამგლოვიარო ნიღაბს გამაგრება სჭირდებოდა, თანამშრომლებმა არც აციეს, არც აცხელეს და წვერი პირდაპირ წებოთი მიამაგრეს ნიღაბს. რა თქმა უნდა, რამდენიმე თვეში ეს ამბავი მსოფლიო ტაბლოიდებს მოედო, მუზეუმმა საბოლოოდ აღიარა დანაშაული და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განაახლეს ფარაონის სახე და ნიღაბი.

tut

რაც შეეხება ტუტანხამონს, მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა ერთადერთი ფარაონია რომელიც კვლავ მეფეთა ველზე, საკუთარ აკლდამაში განისვენებს. ეგვიპტური რწმენით, მხოლოდ მისი აკლდამა გახდა ფარაონის სულის სამუდამო განსასვენებელი, სადაც კა და ბა ერთმანეთს შეერწყნენ. მხოლოდ მას აუხდა ძველ ეგვიპტური ლოცვა: “დაე, ორი სამყაროს მეუფეს, ზემო და ქვემო ეგვიპტის მბრძანებელს (ფარაონის სახელი) ჰქონდეს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, როგორც ფარაონს”.

 

ანუბისი – გარდაცვლილთა ტურის თავიანი ღმერთი

ანუბისი ეგვიპტური პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღმერთია. მისი კულტი ნილოსის ცივილიზაციის უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს და ცნობები ჯერ კიდევ პირველი დინასტიის პერიოდში ჩნდება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ძველ ეგვიპტეში ღმერთს “ანპუ” ან “ინპუ” ეწოდებოდა. ანუბისი, მხოლოდ პტოლემაიოსთა ეპოქაში, ძვ.წ. IV საუკუნეში ჩნდება. “ანპუ” ძველ ეგვიპტურიდან ითარგმნება, როგორც სამეფო ბავშვი. სავარაუდოდ, მისი სახელი ასევე შეიძლება დავუკავშიროთ სიტყვა “ინპ”-ს, რაც გახრწნას ნიშნავს. ეგვიპტელებს მრავალფეროვნება არც აქ დავიწყებიათ და ღმერთს კიდევ ერთი სახელი “ნუბ ტა ჯსერ” შეურჩიეს, რაც ითარგმნება როგორც “წმინდა მიწის მბრძანებელი”.

ანუბისი ბალზამირების პროცესში. სცენა სენედჯემის სამარხიდან, მე-19 დინასტია, დეირ ელ მედინას სამარხები.
ანუბისი ბალზამირების პროცესში. სცენა სენედჯემის სამარხიდან, მე-19 დინასტია, დეირ ელ მედინას სამარხები.

მიცვალებულთა მცველი ტაძრების გარეშე 

ალბათ ყველას გვახსოვს გრანდიოზული ეგვიპტური ტაძრები: ლუქსორი, კარნაკი, დეირ ელ ბაჰრი, აბუ სიმბელი; მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. გახსენდებათ რომ რომელიმე მათგანი ანუბისს ეძღვნებოდეს??? პირადად მე არც ერთი. დღემდე ვერც არქეოლოგებმა მოახერხეს სადმე მიეგნოთ მისი ტაძრისათვის, თუმცა ის მაინც ყველგანაა. როგორ??? ანუბისის ტაძრები და სამყოფელი, ყოველი აკლდამა და სამარხია. მისი სახელი უძველეს მასტაბებს და სამარხებში გვხვდება, სადაც მცირე სამლოცველოებია გაკეთებული. მაგალითად, საქარას აღმოსავლეთით, ე.წ. ანუბიონში ძაღლებისა და ტურების მუმიფიცირებული სხეულები აღმოაჩინეს. ეს ადასტურებს, რომ პირველი დინასტიის მმართველობის დროს, ანუბისის კულტი ძველ ეგვიპტეში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ოსირისის.

ანუბისი დედოფალ ნეფერტართან ერთად, დედოფალთა ველი.
ანუბისი დედოფალ ნეფერტართან ერთად, დედოფალთა ველი.

ანუბისი სეთისა და ნეფტიდას შვილი, ოსირისის ძმისშვილი და ჰორის ბიძაშვილია. მას გამოსახავდნენ ტურის თავიანი ადამიანის, ან უბრალოდ ტურის სახით. ღმერთი ყოველთვის შავ ფერებში იხატებოდა, რადგან შავი დაკავშირებული იყო განადგურებასა და შემდეგ თავიდან დაბადებასთან. ანუბისს, ასევე ნაკლებად ცნობილი ქალური განსახიერებაც ჰყავდა – ანპუტი, ქალიშვილიც სახელად კებეჰეტი.
ალბათ ყველას ანუბისის ხსენებასთან ერთად ოსირისის სამსჯავროს წარმოიდგენს. სცენას მიცვალებულთა წიგნიდან. მისი ერთ-ერთი ტიტული “სასწორის მცველია”, რადგან სწორედ ანუბისი დებდა მიცვალებულის გულს სასწორზე, სადაც თუ ცოდვებით დამძიმებული გული მაატის ბუმბულს გადაწონიდა, მაშინ სულს ურჩხული აპოპისი შთანთქავდა, თუ გული ბუმბულზე მსუბუქი აღმოჩნდებოდა, მაშინ ის სამოთხეში, ოსირისის სამფლობელოში გადაინაცვლებდა.

ანუბისი წონის გარდაცვლილის გულს, სცენა მიცვალებულთა წიგნიდან.
ანუბისი წონის გარდაცვლილის გულს, სცენა მიცვალებულთა წიგნიდან.

ანუბისის მთავარი ფუნქცია ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში, მიცვალებულთა სხეული ბალზამირება, მათი სულების გაცილება იმქვეყნიურ სამყაროში და აკლდამის დაცვაა. ოსირისის მითის თანახმად, სწორედ ის დაეხმარა ისიდას გარდაცვლილი მეუღლის სხეულის მუმიფიცირებაში. სწორედ ამიტომ, ქურუმები ბალზამირების პროცესში ტურის ნიღაბს ატარებდნენ. ყოველ ეგვიპტელს სჯეროდა, რომ სამარხების მძარცველნი ანუბისის რისხვას ვერ გაექცეოდნენ, რაგან ისინი სწორედ მის სამფლობელოში იჭრებოდნენ.

ანუბის-ჰერმესის ქანდაკება ვატიკანის მუზეუმში.
ანუბის-ჰერმესის ქანდაკება ვატიკანის მუზეუმში.

ანუბისის კულტი პტოლემაიოსების ეპოქაში ჰერმესის კულტს შეერწყა. თუ, ამ პერიოდის ქანდაკებებს შეავლებთ თვალს ამაში მაშინვე დარწმუნდებით. როდესაც, ვატიკანის მუზეუმში ანუბისისა და ჰერმესის “ჰიბრიდი” ქანდაკება ვნახე, გულგრილად შევტრიალდი და თვალი ავარიდე. აღარაფერი ეგვიპტური მას არ ჰქონდა შერჩენილი, მხოლოდ ტურის თავი. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია, მე ყველაფერი მაინც ტრადიციული ეგვიპტური მირჩევნია.

ეს ბოლო სურათი ჩემთვის და ჩემისთანებისათვისაა, ვისაც ერთი ანუბისი არ ჰყოფნის და ბევრი უნდა :)
ეს ბოლო სურათი ჩემთვის და ჩემისთანებისთვისაა, ვისაც ერთი ანუბისი არ ჰყოფნის და ბევრი უნდა 🙂

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.ancient-origins.net/myths-legends/anubis-jackal-god-and-guide-ancient-egyptian-afterlife-006155

http://www.ancientegyptonline.co.uk/anubis.html

http://www.egyptianmyths.net/anubis.htm

საკუთარი შთაბეჭდილებები 🙂

კნოსოსის სასახლე

კნოსოსის სასახლე, მინოსური კულტურის ნამდვილი მარგალიტია. 1878 წელს მინოს კალოკერინოს მიერ იქნა აღმოჩენილი, ხოლო 1900 წლიდან, მომდევნო 35 წლის განმავლობაში, არქეოლოგი არტურ ევანსი და მისი ჯგუფი აქტიურად მუშაობდა სასახლის კვლევასა და აღდგენაზე. კნოსოსის სასახლე ეჭვგარეშეა პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო მინოსური ცივილიზაციისა. ესაა უდიდესი ლაბირინთი საცხოვრებელი ოთახების, დარბაზებისა და სარდაფებისა. კომპლექსი კარგადაა ორგანიზებული, გააჩნდა წყლის მომარაგების სისტემა, აკვედუკებით მიმდებარე ბორცვიდან მუდმივად მოედინებოდა წყაროს წყალი. გამოირჩევა კედლის მხატვრობის სიუხვით, დახვეწილი სტილით. სასახლის აშენების პერიოდად ძვ.წ. 1700-1400 წლებია მიჩნეული, თუმცა ძვ.წ 1300-1100 წლებში გაურკვეველი მიზეზებით მიტოვებული იქნა. დღეს საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, მოსახლეობა იძულებეული გახდა ქალაქი დაეტოვებინა, დაცარიელდა კნოსოსის სასახლეც…

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სასახლე ლეგენდარული არქიტექტორის, დედალოსის მიერაა აგებული. სასახლის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ შიგნით მყოფი ადამიანი გარეთ გამოსასვლელს ვეღარ პოულობდა. მეფე მინოსმა, არქიტექტორი და მისი ვაჟი დაატყვევა, რათა სასახლის საიდუმლოება არ გაეცათ. დედალოსმა, ამ შემთხვევაშიც თავისი ნიჭი გამოიყენა და ორი წყვილი ფრთა დაამზადა, რათა კუნძული დაეტოვებინათ. დედალოსმა, თავისი ვაჟი გააფრთხილა, მზესთან ახლოს არ ეფრინა, რადგან სანთლისაგან დამზედებული ფრთები დადნებოდა. ახალგაზრდა და იმპულსურმა იკაროსმა თავი ვერ შეიკავა, უფრო და უფრო მაღლა აფრინდა, მზეს მიუახლოვდა, მისი ფრთები დადნა და ეგეოსის ზღვაში ჩავარდა.

კნოსოსის სასახლე, კიდევ ერთ ბერძნულ მითთან და მთავარ გმირთანაა დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით, მეფე მინოსი ქალაქ ათენს მართავდა და ხარკის სახით ყოველ წელს მათ აიძულებდა 7 ახალგაზრდა გოგო და ვაჟი გაეგზავნათ კრეტაზე, რათა შემდეგ ისინი მინოტავრისათვის მსხვერპლად შეეწირათ. მინოტავრი საშინელი არსება იყო, ადამიანის ტანითა და ხარის თავით. ის დედოფალ პასიფაესა და პოსეიდონის მიერ, მეფე მინოსისათვის მირთმეული ხარის კავშირის პირმშოა. ურჩხულის დაბადებამ შეზარა მეფე მინოსი და მისი ლაბირინთში გამოკეტვა ბრძანა.
ათენელი ახალგაზრდების მსხვერპლშეწირვას საბოლოო წერტილი თეზევსმა დაუსვა. ის მსხვერპლადშესაწირ ათენელებთან ერთად გაემგზავრა კრეტაზე, მოკლა მინოტავრი და ლაბირინთიდან გზა მინოსის ქალიშვილის, არიადნეს მიერ მიცემული ჯადოსნური ძაფის გორგლის დახმარებით გამოაგნო.

კნოსოსის სასახლე
კნოსოსის სასახლე

მინოსის სასახლე ტაფობშია ჩაფლული, სასახლე ბორცვზე დგას, ნანგრევები 2000  წლისაა, ჩანს ყორე კარგად გათლილი ქვისა, მის მარჯვნივ ჩრდილო – დასავლეთის ფართო ეზოა და სასახლეში შესასვლელი, ამ მონუმენტურ გალერეაში, რომლის კოლონებიც უცნაურად ვიწროვდება ძირისაკენ, დაინახავთ ადამიანის ფიგურას კედელზე გამოსახულს, ეს არის ტანწერწეტა ჭაბუკი, რომელსაც მხრებამდე სცემს შავი კულულები. ეს არის დღეისთვის სახელგანთქმული მინოსური ფრესკა მერიქიფე. მის შემდეგ ჩანს შროშანისგვირგვინოსანი ქალბატონი დიდი კიბის თავზე და ბოლოს დიდი სტენდის ფრესკა, რომელზედაც გამოსახულნი არიან ელეგანტური მინოსელი   ქალები გაშლილი  ქვედა კაბებით და დახვეული კულულებით. როდესაც მინოსელებმა ააგეს თავიანთი სასახლე ძვწ. 2000 წლის წინ, მაშინ კრეტის უმთავრესი ღვთაება რომელიც  ევანსმა ჰპოვა ქვებზე ამოტვიფრული და რომლის პაწაწინა გამოსახულებებიც აღმოაჩინა იყო დედა – ქალღმერთი, ხელებზე გველებშემოხვეული, რომელნიც წარმოადგენდნენ მის სიმბოლიკას.
kreta8

kreta5

kreta4

გალერეიდან ჩამოსულნი გადავდივართ კნოსოსის სასახლის გულში მდებარე სამეფო დარბაზში. მისი 3  კედლის გასწვრივ ქვის სკამებია ჩადგმული, ცენტრში დგას ქვის სავარძელი მაღალი ტალღისებრი ზურგით. სასახლეში არსადაა აღმოჩენილი წარწერები, თუმცა  თითქმის ფაქტია, რომ ეს იყო საბჭო დარბაზი მეფე – ქურუმის მინოსისა. სამეფო ტახტის გარშემო კედლებზე ფრესკებია გრიფონების გამოსახულებით, რომელთაც ლომის ტანი აქვთ და ფრინველის თავი, ტახტის პირდაპირ ოთახის მეორე მხარეს ოთკუთხა ორმოა, რომელსაც  ვუახლოვდებით კიბეებით, თავიდან ევანსს ეს აბანო ეგონა, მაგრამ არსად ჩანდა მილი,  ასე რომ როგორც სჩანს ეს ორმო სხვა დანიშნულებისა იყო. შემდგომში ევანსმა აღმოაჩინა სასახლის სხვა მის მახლობელ ვილებში მსგავსი ორმოები, რომელთაგან ზოგიერთის ცენტრში იყო სვეტები, ამ სვეტებზე ორმაგი ცული იყო ამოკვეთილი ბერძნულად ლაპრის  და მან დაასკვნა, რომ მიწისქვეშა ოთახებს ჰქონდათ რელიგიური დანიშნულება მიწის ღვთაებასთან დაკავშირებული.
kreta6.jpg
სასახლე აგებულია წაგრძელებულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც ეშვება აღმოსავლეთით პატარა მდინარისაკენ, რომელსაც უწოდებენ კაირატოსს. დიდი ეზო  ბორცვის ცენტრშია, იგი გარშემორტყმული იყო ადმინისტრაციული და რელიგიური შენობებით, რომელთაც რამდენიმე სართული ჰქონდათ. აღმ მხარეს როგორც სჩანს იყო სარეზიდენციო ნაწილი, შენობები ეშვება დაღმართზე ველისაკენ, მათკენ მივყავართ დიდ კიბეს, ხუთრიგიანს, ეს დიდებული კიბე აღადგინა ევანსის არქიტექტორმა  ქრისტიან დოლმა, კიბე დამსხვრეული იყო ვინაიდან მისი ხის საბჯენები დამპალიყო, ერთმანეთზე ეყარა მისი საფეხურებიც და მთიდან ჩამორეცხილი თიხით იყო დაფარული. როგორც ამბობენ ევანსმა სასახლის აღდგენაზე დახარჯა 250 000 გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ერთ-ერთ დარბაზთაგანს სადაც შემორჩენილია ფრესკები ევანსმა უწოდა დედოფლის დარბაზი,  დეკორაციის ფემინური ხასიათის გამო, კედლების გასწვრივ აქაც  დაბალი ქვის სკამებია, კედლებზე ხალისიანი ფრესკებია ბუნებისმიერი სცენებით, მუქლურჯი დელფინები ზღვაში, ვარსკვლავ – თევზები, ცხვირწამახული ზღვის ვარდები, ყოველივე ეს რეალისტურად არის  გამოსახული და ჰარმონიულად ეთანხმება დეკორატიულ სქემას. ევანსმა აღმოაჩინა აგრეთვე სათამაშო მაგიდა; სასახლეში აღმოჩენილია აბაზანა. ფართო ვერტიკალური მილები სქელ კედლებში დატანებულნი უკავშირდებიან რთულ სისტემას ვეება ხვრელებისას, უფრო მცირე ხვრელები გაკეთებული იყო თიხის მილებისაგან, რომელთა სექციებიც დამუშავებული იყო, ისინი იხსნებოდნენ და იკეტებოდნენ, ალაგალაგ ოდნავ ვიწროვდებოდნენ რათა ბიძგი მიეცათ წყლისთვის და განედევნათ ნალექი. ეს მილები ნაგებობის უძველეს ნაწილს ეკუთვნიან ძ  წ 2 000 წ, ღირსშესანიშნავია აგრეთვე წყლის ღია არხები, რომელნიც ჩასდევენ კიბეს სასახლის ჩრდ – აღმოსავლეთით, უერთდებიან ცენტრალურ ეზოს და ჩადიან მდინარესთან.kreta9

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.minoancrete.com/knossos.htm

http://gviniashvilitornike.blogspot.com/2014/11/blog-post.html

http://www.interkriti.org/crete/iraklion/knossos.html

http://ancient-greece.org/archaeology/knossos.html

 

ტიია – ძველი ეგვიპტის უძლიერესი დედოფალი

ti
დედოფალი ტიია ამენჰოტეპ III-ის სამეფო ცოლი და მეამბოხე ფარაონის – ეხნატონის დედა, ტუტანხამონის ბებია იყო და ეის დაა. მიუხედავად ძალაუფლებისა და პიროვნული სიდიადისა, მისი სახელი საუკუნეებით დავიწყებას მიეცა.

ტიია დაახლ. ძვ.წ. 1398-1338 წლებში ცხოვრობდა.მისი ცხოვრებაც ისეთივე იდუმალებითაა მოცული, როგორც მისი ოჯახის ყველა წევრის. მისი მშობლები იუია და ტაია იყვნენ. მამა, თუტმოს IV-ის ეტლების ზედამხედველი იყო, დედა კი მინის ჰარემის ზედამხედველი, ქალაქ ახმიმში. სავარაუდოდ ტიიას დედა, იაჰმოს-ნეფერტარის (18 დინასტიის პირველი დედოფალი) შთამომავალი იყო. მიუხედავად დედის სამეფო წარმოშობისა, ფაქტები ნათლად მიანიშნებენ, რომ იუია ეგვიპტელი არ ყოფილა და აზიური ფესვები ჰქონდა. თუმცა, ამ ყველაფერს ჭკვიანი ტიიასათვის ხელი არ შეუშლია ეპოქის ყველაზე ძლიერი ქალბატონი გამხდარიყო.

ფარაონზე ტიია, მისი მეფობის მეორე წელს დააქორწინეს, ადრეულ ასაკში. ნაადრევმა ქორწინებამ განაპირობა მათ შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება. ტიიასა და ფარაონს მინიმუმ 6 შვილი შეეძინათ, მათ შორის ორი ვაჟი. თუტმოსი, რომელიც პტაჰის პირველი ქურუმი ხდება და ამენჰოტეპ IV, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც მეამბოხე ფარაონი ეხნატონი.
დედოფალი, სამეფო კარზე ფარაონის შემდეგ ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი ხდება. ითვლება, რომ ამენჰოტეპ III-ისა და ეხნატონის მმართველობის დროს, ტიია ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი იყო. ამენჰოტეპ III მიერ აგებულ ტაძრების რელიეფებზე ხშირად ჩნდება დედოფალი, ფარაონმა ტიიას სახელზე რამდენიმე სამლოცველო და წმინდა ტბაც კი ააშენებინა ნუბიაში. თუმცა, ყველაფერი წინ იყო, დედოფალს მალე თაყვანს სცემდნენ როგორც ქალღმერთ ჰათორ-ტეფნუტს.

ფარაონი მისი მმართველობის 39-ე წელს გარდაიცვალა, თუმცა ტიიას შიდა და გარე პოლიტიკაში ერთ-ერთი წამყვანი როლი არ დაუკარგავს მისი შვილის, ამენჰოტეპ IV-ის ტახტზე ასვლისას. ეს ნათლად ჩანს ახეტატონში აღმოჩენილი ფირფიტებიდან. სადაც მითანის მეფე ამენჰოტეპ IV მოუწოდებს რომ სიმართლე ჰკითხოს მის დედას, ტიიას, რადგან მხოლოდ ის იმყოფებოდა ელჩებისა და ფარაონის შეხვედრაზე.

დედოფალ ტიიას ბიუსტი.
დედოფალ ტიიას ბიუსტი.

დაზუსტებით არაა დადგენილი რა როლი ითამაშა დედა დედოფალმა რელიგიური რეფორმების დაწყებაში, თუმცა ჩანაწერებით ირკვევა რომ ეხნატონის მეფობის მე-12 წელს, დედოფალი ახეტატონს ეწვია. ფარაონმა ამ ამის აღსანიშნავად, რომ დიდი მსხვერპლი შესწირა ატონს. დამზადდა რამდენიმე სტელაც, სადაც ტიია და ეხნატონი ერთად არიან გამოსახულნი.

სამწუხაროდ, დედოფალი ისტორიიდან ამავე წელს ქრება. ამ დროსვე იღუპებიან ფარაონის 2 ქალიშვილი, ისტორიის ფურცლებიდან ქრება კიიაც. სავარაუდოდ ტიიაც ქალაქში გავრცელებული გადამდები დაავადების მსხვერპლი გახდა. ამ დროისათვის დაახლ, 50 წლის იქნებოდა. მისი სიკვდილით, გარკვეულწილად დასრულდა მე-18 დინასტიის დიდებულებაც.

ტიიას სახელი დავიწყებას ეცემა, თითქმის აღარავის ახსოვს დიდებული და ძლიერი დედოფალი, რომელიც ეგვიპტის დიდების ზენიტში, ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა. 1898 წელს, არქეოლოგებმა მეფეთა ველზე KV35 სამარხის საიდუმლო ოთახში მუმია აღმოაჩინეს, რომელსაც საოცრად ლამაზი თმა და კარგად შენახული სახე ჰქონდა. 2010 წელს, დნმ ანალიზით საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ეს მუმია ტუტანხამონის ბებია, ეხნატონის დედა და მასთან აღმოჩენილი “ახალგაზრდა ქალბატონის” დედაა. მუმიას სახვევები მოხსნილი აქვს, ყელისა და მუცლის მიდამოები სავარაუდოდ მძარცველების მიერ საკმაოდაა დაზიანებული. საიდუმლო ოთახის უბრალოება, პირდაპირ მიუთითებს, რომ დედოფალი აქ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადმოასვენეს. სავარაუდოდ, თავდაპირველად ტიია ახეტატონის სამეფო ნეკროპოლისში დაასვენეს, ძველი რელიგიის აღდგენისა და ახეტატონის გაპარტახების შემდეგ კი, ქურუმებმა მისი ნეშტი მეფეთა ველზე გადმოასვენეს.

დედოფალ ტიიას მუმია.
დედოფალ ტიიას მუმია.

ახეტატონი – ატონის ჰორიზონტი

image

ახეტატონი ნებისმიერი არქეოლოგის ოცნებაა. ტაძრები, სამარხები, სასახლეები და სახლები; ადგილები, სადაც ადამიანები ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ ახლა მეცნიერებისათვის განსაცვიფრებელი აღმოჩენების ადგილია. ეხნატონის დედაქალაქი განადგურდა, თუმცა სამარხები და სასახლეები ქალაქის ისტორიას გვიყვებიან.
ვიდრე ქალაქს მიატოვებდნენ და გაუკაცურდებოდა, აქ ხელოვნების საოცარი ნიმუშები შექმნეს. აქ უნდა ყოფილიუო ეხნატონის, ნეფერტიტის, ანხესენამუნის, კიიასა და სხვა სამეფო ოჯახის წევრთა სამარხები, რომელთა კედლებიც საოცარი რელიეფებითაა დაფარული. მართალია ქალაქი სულ ორიოდე ათეული წელი იყო დასახლებული, თუმცა ის დღემდე ძველი ეგვიპტის ისტორიის მთავარ გასაღებად რჩება.
ახეტატონი – „მზის“ ან „ატონის ჰორიზონტი“ – ეხნატონის ქალაქი, რომელიც მან თავის ღმერთს, ატონს მიუძღვნა. ქალაქი მდებარეობდა ნილოსისი ორივე ნაპირზე, გებელ შეიხ-საიდის სამხრეთით. ფართობი დაახლოებით 8000-1200 x 700მ. მოიცავდა. ქალაქის ბუნებრივ საზღვრებს წარმოადგენდა კლდეები, რომელთაგან ერთერთში ნაპრალით იწყებოდა გზა ხანტუბის სამტეხლოებისაკენ. „ამარნა“ ქალაქს დაერქვა აქ დასახლებული მომთაბარე ტომის სახელის მიხედვით. ნაქალაქარის გასწვრივ მდებარეობს თანამედროვე სოფლები ეთ-ტილი,ჰაგ-კანდილი და ელ ჰავატა. დღემდე შემორჩა ეხნატონის 16 სტელა – დასავლეთით – 3, აღმმოსავლეთით – 13. თოთხმეტი სტელა აღმოაინა ფ. პეტრიმ XIX საუკუნის დასასრულს. ერთი -ნ. დევისმა 1901 წელს. მეთექვსმეტე სტელა აღმოჩენილია 2004 წელს. ეს სტელები, რომლებიც ნილოსისი ორივე მხარეს კლდეებში იყო ამოკვეთილი, ქალაქის საზღვრების მიმანიშნებელი იყო.
image

აღმოსავლეთის მეოთხე სტელაზე, რომელიც მეფობის მეოთხე წლითაა დათარიღებული, აღწერილია ქალაქის დაარსების მიზეზი, დაგეგმილი და უკვე დაწყებული მშენებლობები. დანარჩენი სტელები კი მეფობის მეთექვსმეტე წელს მიეკუთვნება., როცა ახეტატონში გადმოსახლება მოხდა. მათ ტექსტებში ეხნატონი საზეიმოდ უძღვნის ქალაქს ატონს და ფიცს დებს, რომ არასოდეს მიატოვებს მას. ის ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ამ სტელებს შორისაა „ ეკუთვნის ჩემს მამას – ატონს : მთები, უდაბნო, მდელოები, კუნძულები, მაღალი მიწა და დაბალი მიწა, წყალი, სოფლები, ადამიანები, ცხოველები და ყველაფერი, რასაც ჩემი მამა ატონი ქმნის და რასაც აცოცხლებს მარად. მე არ დავივიწყებ ამ ფიცს, მამაჩემის, ატონის მიმართ მარად. “ ის გვამცნობს ასევე, რომ თუ ის ან მისი ოჯახის წევრები გარდაიცვლებიან ახეტატონის გარეთ, მათ ჩამოასვენებენ და აქ დაკრძალავენ. ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, მისი რეფორმა დაგმო ოფიციალურმა ეგვიპტემ და დედაქალაქი ისევ თებეში იქნა გადატანილი. ქალაქი თანდათან დაცარიელდა და ოფიციალური შენობები დაილუქა. ქვის ტაძრები და ნაგებობები მთლიანად დაშალეს რამსეს II-ის მეფობის დროს და გამოიყენეს მასალად ჰერმოპოლისში მიმდინარე მშენებლობებში. იმის გამო, რომ ქალაქი ასე სწრაფად იქნა მიტოვებული და ის უდაბნოში მდებარეობდა, დღეისათვის ყველაზე კარგადშემონახულია ეგვიპტურ ქალაქებს შორის. ჩრდილოეთიდან ქალაქი სამეფო სასახლით იწყებოდა.
image

მისგან სამხრეთით იდგა კიდევ ერთი სასახლე, რომელიც ეხნატონის უფროსი ქალიშვილისათვის იყო განკუთვნილი. სასახლესთან იწყებოდა პირველი დასახლებული უბანი, რომელსაც დღეს „ჩრდილოეთ გარეუბანს“ უწოდებენ. მის სამხრეთით მდებარეობდა ცენტრალური უბანი,რომლის დასავლეთით იდგა ფარაონის მთავარი სასახლე ( თანამედროვე სოფელ ეთ-თილის სამხრეთით). ჩრდილოეთის და მთავარი სამეფო სასახლეები ერთმანეთთან დაახლოებით 30მ სიგანის გზით იყო დაკავშირებული, აქვე იყო ატონის დიდი ტაძარი და აღმოსავლეთით, კლდეებში სამეფო ოჯახისა და კარის დიდებულების სამარხები.
image

ამავე ზონაში მდებარეობდა ბიუროკრატიული ნაგებობები, მათ შორის ღვინის სახლი, სასახლე ფარაონის კორესპოდენციისათვის, სადაც ცნობილი ამარნას არქივია აღმოჩენილი და შენობები პოლიციისათვის, რომელიც მრავლადაა წარმოდგენილი ამარნას ფრესკებზე, როგორც ეხნატონის თანმხლები ძალა მისი ქალაქში გადაადგილების დროს.
ეგვიპტური ტაძრების აუცილებელ ატრიბუტს ეგვიპტური ბარკები წარმოადგენდა. მათი საშუალებით ღმერთის ქანდაკებები, რომლებშიც, ეგვიპტელის რწმენით, ღვთაების სული სახლობდა, გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა დღესასწაულების დროს. რადგანაც ეხნატონის ღმერთი რეალურად თავად „გადაადგილდებოდა“ ზეცაში, ხოლო მისი გამოსახულებები მხოლოდ კედელზე თავსდებოდა და მისი ქანდაკებები არ არსებობდა, ითვლება, რომ ახეტატონის სამეფო ნაგებობების დაგეგმარება მიზანმიმართულად მოხდა და ერთი სასახლიდან მეორე სასახლეში სამეფო ოჯახის საზეიმო სვლას, ღმერთების პროცესიების როლი უნდა შეესრულებინა ამ სიმბოლური მსვლელობით, რომლისთვისაც ქალაქს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ფართო გზა კვეთდა, (მას დღეს „სამეფო გზას“ ეძახიან) სამეფო ოჯახი ფიზიკურად და სიმბოლურად ემიჯნებოდა დანარჩენ სამყაროს.
ცენტრალური უბნის სამხრეთით მდებარეობდა ატონის მცირე ტაძარი და „სამხრეთის გარეუბანი“, სადაც ცხოვრობდნენ მოხელეები, ქურუმები და სამხედროები. ამ უბნის აღმოსავლეთით იყო განლაგებული სოფლის ტიპის დასახლებები მხატვრებისა და ხელოსნებისათვის. ქალაქის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი ფარაონის ოჯახის განსასვენებელ ზონას წარმოადგენდა, ბაღებით საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით..
ქალაქის მოსახლეობა დაახლ. 30 ათას კაცს შეადგენდა. მოსახლეობის უმეტესობა 2 საცხოვრებელ უბანში ცხოვრობდა – ჩრდილოეთის გარეუბანში და ცენტრალურ ნაწილში. განსხვავებით სამეფო და სატაძრო ნაგებობებისგან, საცხოვრებელ უბანს დაგეგმარება საერთოდ არ ეტყობა. ფართე, მაგრამ დაკლაკნილ ქუჩებს, რომლებიც ნილოსის პარალელურად მიემართებოდა, უფრო ვიწრო ქუჩები კვეთდა. ამ ქუჩებზე, სახლების განსხვავებული ზომიდან გამომდინარე, მდიდრები და ღარიბები ერთად ცხოვრობდნენ, სახლების შიდა დაგეგმარება, ზომის მიუხედავად ერთნაირი იყო: ცენტრში მდებარეობდა მოზრდილი, ოთხკუთხედი, სვეტებიანი მისაღები ოთაცი, რამოდენიმე ოთახი ოჯახისთვის და საკუჭნაო. ერთი მოზრდილი საძინებელი ცალკე აბაზანით და ტუალეტით, როგორც ჩანს, ოჯახის უფროსისათვის იყო განკუთვნილი. ყველა მოზრდილი სახლის უკანა ეზოში იყო სამლოცველო, სადაც სამეფო ოჯახის წევრებზე უნდა ელოცათ. მაგრამ დღეს ძნელია იმის გაგება, თუ რამდენად რეალურად ლოცულობდნენ ეხლატონზე ახეტატონის მცხოვრებნი.
image

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ეზოებში ნაპოვნი ეხნატონის ქანდაკებები განსხვავდება იმ გროტესკული სტილისგან, რითაც ამარნას ხელოვნებაა ცნობილი.დღეს ქალაქისგან ძირითადად ფუნდამენტებია დარჩენილი. ქალაქის გათხრა დაიწყო ფ. პეტრიმ ( 1892წ)
და გერმანულმა მისიამ 1914 წლამდე. შემდეგ აქ მუშაობა ინგლისურმა მისიამ გააგრძელა. ახეტატონში გათხრები დღესაც მიმდინარეობს.

ავტორი: ნინოკა წამალაშვილი.

მოჩეს ცივილიზაცია

მაღალგანვითარებული მოჩეს ცივილიზაცია, პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე დაახლ. 2000 წლის წინ აღმოცენდა და განვითარდა. სამწუხაროდ მათ შესახებ მხოლოდ ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რადგან მოჩეს კულტურას არ ჰქონდა დამწერლობა.

ცივილიზაციის სახელი – მოჩე, დედაქალაქის სახელწოდებიდან მოდის. ქალაქი ოდესღაც 300 ჰექტარზე იყო გაშენებული. ქალაქი დამშვენებული იყო პირამიდებით, პლაზებით, ტაძრებით, აკვედუკების რთული სისტემით, ფრესკებითა და ქანდაკებებით. ქალაქის ყველაზე დიდი ნაგებობაა ცენტრალური პირამიდა „ჰუაკა დელ სოლ“, რომელიც დღეს 40 მეტრი სიმაღლისაა. თუმცა თავდაპირველი ზომები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, 50 მეტრი სიმაღლე, 340 X 160 მეტრი სიგანე, ნაგები 140 მილიონი აგურისაგან, თითოეული აგური კი ოსტატის მიერ იყო დაბეჭდილი.
ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა „ჰუაკა დე ლა ლუნა, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს და 50 მილიონი აგურითაა ნაგები. შენობის ფრიზი მორთულია მითოლოგიური და საკულტო რიტუალების სცენებით. ოდესღაც კაშკაშა წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ფერებით იყო დაფარული. ნაგებობები ახ.წ. 450 წლისთვისაა აგებული.

Hauca_del_sol
ჰუაკა დელ სოლ, მოჩეს უდიდესი საფეხუროვანი პირამიდა. დღესდღეობით 40 მეტრი სიმაღლისაა.

მოჩეს ცივილიზაცია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რკინაზე და სხვა მეტალებზე დაიწყო მუშაობა. მეტალების დამუშავების მაღალ დონეზე ცოდნამ, ხელოსნებს საშუალება მისცა შეექმნათ გასაოცარი სამკაულები, იარაღი და სარიტუალო ნივთები. როგორც უკვე აღვნიშნე, მოჩეს ცივილიზაციას არ გააჩნდა დამწერლობა, თუმცა დღემდე შემორჩენილია ფრესკები, მოხატული კერამიკა, სადაც დეტალურადაა გამოსახული ყოველდღიური ცხოვრების სცენები; ნადირობა, ბრძოლა, სატაძრო რიტუალები და მსხვერპლშეწირვა; გაგიკვირდებათ და სექსუალური სცენებიც, რომლებიც თავისი თავისუფალი ხასიათით, თვით რომაულსა და ინდურსაც კი აჭარბებს.

მოჩე

მოჩეს ცივილიზაციაში საზოგადოებრივი წყობა მკაცრად იყო დარეგულირებული. ქურუმები და მეომრები ყველაზე მაღალ ფენას მიეკუთვნებოდნენ და ქალაქის ცენტრში ცხოვრობდნენ. მიწათმოქმედები და ხელოსნები საშუალო ფენას წარმოადგენდნენ და ქალაქის განაპირას ცხოვრობდნენ.

ქურუმები ყველაზე გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ. მათი რწმენით, ადამიანების მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო, სანაცვლოდ ღმერთებისაგან დოვლათსა და სხვა ამქვეყნიურ ფუფუნებას ელოდნენ.

სხვა მეზოამერიკული კულტურებისგან განსხვავებით, მოჩეს კულტურაში ქალებისა და ბავშვების მსხვერპლშეწირვა არ ხდებოდა. ძირითადად ესენი იყვნენ ომის დროს აყვანილი ტყვეები. რიტუალები, როგორც ფრესკებიდან ირკვევა მკაცრ ჩარჩოში იყო მოქცეული, ქურუმები განსაკუთრებულ ტანსაცმელს იცვამდნენ და ღმერთებს ყველაზე ძვირფასს, ადამიანის სისხლს სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვისას, გამოიყენებოდა სპეციალური დანა – ტუმი.

შესწავლილი ფრესკები და სხვადასხვა სცენები კერამიკაზე, ასევე არქეოლოგიური მონაპოვარი, მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ გავრცელებული იყო ტყვეების გარკვეული პერიოდი წამება, სისხლის გამოშვება. მსხვერპლად შეწირვის შემდეგ, ხშირი იყო ასევე კანიბალიზმიც.

Peru-2014-443_web-lrg
პირამიდის შეგნით არსებული ფრესკები, მოჩეს ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს.

მოჩეს ყოველდღიურობის შესწავლისას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქში აღმოჩენილი კერამიკა. 100 000-ზე მეტი კერამიკული ნაკეთობა დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ მუზეუმშია გამოფენილი. მათი უმეტესი ნაწილი, ჰუაკა დე ლა ლუნას ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. თიხის ნაკეთობებზე აღბეჭდილია ომი, მეტალზე მუშაობა, სატაძრო რიტუალები. გაგიკვირდებათ და ყველაზე მრავლად, სექსუალური ხასიათის ნაკეთობები გვხვდება.
huaco_horizontal_2

her

1987 წელს, არქეოლოგებმა მოჩეს ხელუხლებელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ახ.წ. 300 წლით თარიღდება. სამარხი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მამაკაცს ეკუთვნოდა და დღესდღეობით ცნობილია როგორც „სიპანის მმართველი“. მიცვალებულთან ერთად დამარხული იყო 6 ადამიანი, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, დამზადებული ოქროს, ვერცხლისა და სხვა ძვირფასი მეტალებისაგან.

sipan_24
სიპანის მმართველის სამარხი.

თუ რამ გამოიწვია კულტურის დაღმასვლა და შემდეგ გაქრობა, დღემდე ზუსტად არაა დადგენილი. სავარაუდოდ მიზეზი კლიმატის ცვალებადობა უნდა ყოფილიყო. ანდების მთაში შესწავლილი ყინული გვიჩვენებს, რომ ახ.წ. 536 – 594 წლებში კლიმატი მკვეთრად იცვლება. 30 წლის განმავლობაში მოდიოდა უხვი ნალექი, ხშირი იყო წყალდიდობები. შემდეგი 30 წელი კი ცხელი და გვალვიანი იყო. მოსახლეობის მოსავალი ჯერ ჭარბი ნალექის გამო განადგურდა, შემდგომმა გვალვებმა კი, მიწა უნაყოფი გახადა. მრავალწლიანმა უიმედო ბრძოლამ კლიმატურ პირობებთან, მოსახლეობაში გააქრო ღმერთებისა და ქურუმების მიმართ ნდობა, საბოლოოდ მათ უკეთესი საცხოვრებელი ადგილის იმედად, ქალაქები მიატოვეს.

the-conquered-mini-2
მოჩეს ერთ-ერთ ქალაქში, ელ ბრუხოში აღმოჩენილი რელიეფი.

 

რა საიდუმლო იმალება ნეფერტიტის ბიუსტის მიღმა

nefer

როდესაც ამარნასა და თავის სახელოსნოს ტოვებდა, მოქანდაკე თუტმოსს ალბათ სურდა რაღაც ძალიან მტკივნეული დაევიწყებინდა და იქვე დაეტოვებინა. იქნებ ისტორია რომელიც მის გულში ამოიკვეთა? გაურკვეველი მიზეზისდა გამო, თუტმოსმა გადაწყვიტა მის მიერ შექმნილი შედევრი თან არ წაეღო და მიტოვებულ ქალაქში დაეტოვებინა. მსოფლიოში ულამაზესი ქალის ბიუსტიც კი ხის მერხზე დატოვა…

დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტი 1912 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორჰარდტმა აღმოაჩინა. ახეტატონის რამდენიმე ნაწილის გათხრს შემდეგ, არქეოლოგებმა სახელოსნოს მიაკვლიეს. ბორჰარდტის გადმოცემით, ნეფერტიტის ცნობილი ბიუსტი ხის მერხზე წლების, შესაძლებელია საუკუნეების განმავლობაშიც კი იდგა, ვიდრე სიძველისაგან მერხიც არ ჩაინგრა. სწორედ ამ დროს დაზიანდა ბიუსტის ზოგიერთი დეტალი; ასეც დარჩა ულამაზესი ბიუსტი, ქვიშაში ჩაფლული და ყველასაგან დაფარული 1912 წლის 6 დეკემბრამდე.

როდესაც არქეოლოგიური ჯგუფის წევრებმა, საოცარი სილამაზის ქალის ბიუსტი დაინახეს, ყველამ გაანალიზა, რომ ერთ-ერთი ულამაზესი ძველ ეგვიპტური არტეფაქტი აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა ყველას სურდა ბიუსტი გერმანიაში წაეღოთ, რაც საკმოდ რთული იქნებოდა. 20 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყანას შორის, რომლის წარმომადგენელიც აწარმოებდა არქეოლოგიურ სამუშაოებს ეგვიპტეში, არტეფაქტების გაყოფა კარგად ნაცადი და დამკვიდრებული ხერხი იყო. თუმცა ასეთ მარგალიტს, არც ერთი საბჭო ქვეყნის გარეთ არ გაატანდა ექსპედიციის წევრებს. სწორედ ამიტომ, ბორჰარდტმა ნამდვილი ქანდაკება დამალა და ინსპექციის წარმომადგენლებს, დედოფლის ნაკლებად „ლამაზი“ ქანდაკება წარუდგინა, რომლის გერმანიაში წაღებაზეც, მარტივად მიიღო თანხმობა.

თუტმოსი
ნეფერტიტის ბიუსტის სილამაზემ, მისი შემქმნელიც კი დაჩრდილა. ვინ იყო თუტმოსი??? მისი სრული ტიტულია „მეფის რჩეული და სამუშაოების ოსტატი, მოქანდაკე თუტმოსი“. მის ხელს ეკუთვნის ამარნას პერიოდის ულამაზესი და გამორჩეული ნამუშევრები. თუტმოსის შემოქმედება სრულიად გამორჩეულია სხვა ეგვიპტელი მოქანდაკეებისაგან, სტილი განსხვავებული და უნიკალურია, ისეთი რაც ეგვიპტეს მანამდე არასოდეს ენახა. თუტმოსი სამეფო კარზე მიღებული და დაფასებული მოქანდაკეა.
akh

სახელოსნო, სადაც ნამდვილი შედევრები იქმნებოდა, ამარნას სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. სამწუხაროდ ისტორიამ მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელი შემოგვინახა, მაგალითად: ბაკი, მენის ვაჟი; თუთი, დედოფალ ტიიას მოქანდაკე და ა.შ.

ახეტატონის მიტოვებისას, თუტმოსმა თან წაიღო ყველაფერი რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამას ადასტურებს სახელოსნოსთან ახლოს მდებარე მისი სახლის გათხრები. თუმცა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მის მიერ შექმნილი ნამდვილი საოცარებები, ბედის ანაბარად მიეტოვებინა. ალბათ მოქანდაკე ხვდებოდა, რომ ძველი რელიგიის აღდგენასთან ერთად, ამარნას ხელოვნების სტილიც დასამარდებოდა, ქანდაკებებსა და ბიუსტებს გაანადგურებდნენ. მის მიერ შექმნილი ქანდაკებები არ იყო იდალიზებული, პირიქით პორტრეტული სახისაა და პროტოტიპსაა მიმსგავსებული. ნეფერტიტის ბიუსტთან ერთად, არქეოლოგებმა სახელოსნოში აღმოაჩინეს 22 სხვდასხვა ნიღაბი და დაუმთავრებელი ბიუსტები. ზოგიერთი მათგანის იდენტიფიცირება მოხერხდა, მაგ: ეხნატონი, ტიია, ეი, კიია, ამენჰოტეპ III, ეხნატონის ქალიშვილები და ა.შ.
არქეოლოგები ყურადღებას ამახვილებენ ერთ მნიშვნელოვან ფატქზე. დედოფალ ნეფერტიტის ქანდაკებებსა და ბიუსტებზე, უშუალოდ თუტმოსი მუშაობდა და არა მისი მოსწავლე ან ერთ-ერთი ხელოსანი.

თუტმოსმა ნეფერტიტის ბიუსტი და ქანდაკება, დედოფლის ცხოვრების რამოდენიმე ეტაპზე შექმნა. თუ გავყვებით ქანდაკებების ხაზს, დავინახავთ ულამაზეს დედოფალს, რომლის სახეც და სხეულიც წლებთან ერთად იცვლება, უჩნდება ნაოჭები, ტანზეც აშკარად დასტყობია ასაკი და რამდენიმე მშობიარობა… აშკარაა რომ პორტრეტულ ქანდაკებაზე მუშაობა უშუალოდ ნატურის მიხევით ხდებოდა. მეცნიერთა უმრავლესობის მტკიცებით, მოქანდაკე უზომოდ იყო შეყვარებული ულამაზეს დედოფალზე… ძველ ეგვიპტელებს, სურდათ ყველას დაემახსოვრებინათ ლამაზები, ახალგაზრდები, სრულყოფილები. ნეფერტიტის ქანდაკებებზე კი ჩვენ ვხედავთ თავდაჯერებულ ქალს, რომელიც ხელოვანს აძლევს საშუალებას გამოსახოს მისი ნამდვილი სახე, რაც პირდაპირ მიუთითებს მისსა და მოქანდაკის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე.
nefe

2013 წელს ფრანგულმა ექსპედიციამ განაცხადა, რომ თუტმოსის სამარხი ნაპოვნია. 1996 წელს საქარას ნეკროპოლისში აღმოაჩინეს გალერეის ტიპის სამარხი, სადაც მუმიფიცირებული ცხოველები იპოვეს, შემდეგი გათხრებისას კი მცირე სამარხსაც მიაკვლიეს. აკლდამაში მამაკაცისა და ქალის ნეშტები აღმოჩნდა. სამარხი ამარნას პერიოდით თარიღდება და მუმიებიც მოქანდაკე თუტმოსსა და მის მეუღლეს მიაკუთვნეს. სამარხის რელიეფები, როგორც წარწერებიდან ირკვევა უშუალოდ თუტმოსის მიერაა შესრულები. გასაოცარია, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ხატავ, თანაც მვდარს!!! აქ წარმოდგენილნი არიან თუტმოსის ოჯახის წევრები, აღმოჩნდა ასევე სხვადასხვა არტეფაქტები უშუალოდ ახეტატონიდან.

nert თუტმოსის სახელოსნოში აღმოჩენილი 50მდე სკულპტურა დღემდე ძველ ეგვიპტური ხელოვნების შედევრებადაა აღიარებული და კაიროს, ბერლინის, ნიუ იორკის მუზეუმის კოლექციების სიამაყეა. ამავდროულად, მკვლევარები კვლავ ცდილობენ ამოხსნან მოქანდაკის ცხოვრების, შემოქმედებისა  და მიტოვებული ქალაქის საიდუმლოებები.

 

 

წყარო:

http://www.ancient-origins.net/history-famous-people/unique-sculptures-thutmose-and-secret-love-one-his-muses-005606?page=0%2C2

Aidan Dodson, Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt, 2004. – See more at: http://www.ancient-origins.net/history-famous-people/unique-sculptures-thutmose-and-secret-love-one-his-muses-005606?page=0%2C2#sthash.xnv6dy09.dpuf

Joyce Tyldesley, Nefertiti, 1998.

Cyril Aldred, Akhenaten: King of Egypt, 1988.

აღდგომის კუნძულის ქანდაკებები

ალბათ დედამიწაზე იშვიათია ისეთი ამოუცნობი ადგილი, როგორიც აღდგომის კუნძლია. სამხრეთ ამერიკის კონტინენტს რამდენიმე ათასი კილომეტრით მოწყვეტილი კუნძული, მასზე პირველი დაბიჯებისთანავე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. რაპა ნუის (ადგილობრივები აღდგომის კუნძულს ასე უწოდებენ) მოაის ქანდაკებები, კვლავ მდუმარედ დგანან კუნძულზე, თუმცა უამრავ საინტერესოს გვიყვებიან მათ შექმნელებზე. დაახლ. 4 მეტრის სიმაღლისა და მინიმუმ 14 ტონის ქანდაკებები, მთელს კუნძულზეა მიმოფანტული. მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივებმა გიგანტური ქანდაკებები მათი წინაპრების საპატივსაცემოდ ააგეს, თუმცა ჩვენამდე არ მოუღწევია არანაირ წერილობით წყაროს, არც ზეპირ გადმოცემას, რომელიც დაგვეხმარებოდა მათი ზუსტი მნიშვნელობის დადგენაში.

კუნძული საოცარი კულტურის წარმოშობისა და აყვავების მოწმე გახდა. დაახლ. ახ.წ. 300 წელს მოხდა პოლინეზიური წარმოშობის მოსახლეობის აქ დასახლება და მათ მიერ ძლიერი საზოგადოების შექმნა, რომელიც თავისუფალი იყო ყოველგვარი გარე ზემოქმედებისაგან. ახ.წ. მე-10 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე, აღიმართა სამსხვერპლოები, სამლოცველოები და ქანდაკებები, რომლებისაც მოიას სახელით მოვიხსენიებთ.

ad_175752041
მოაის ქანდაკებები.

რამდენიმე კითხვა ალბათ ყველა ჩვენგანს უჩნდება, როდესაც მოის ქანდაკებებზე ფიქრობს:

  • რატომ მოჭრეს ასეთი გიგანტური ზომის ქვები და შემდეგ გამოკვეთეს ასეთი ზომის ქანდაკებები? როგორ მოხდა მათი ტრანსპორტირება და ადგილზე მიტანა?
  • რატომაა ქანდაკებები ნახევრად მიწაში ჩაფლული? ეს განზრახ გააკეთეს მათი აგების დროს, თუ ათასწლეულების განმავლობაში დაიფარა მიწით?
  • როგორ შეძლეს და პრიმიტიული იარაღებით გააკეთეს უზუსტესი ხვრელები კლდეებსა და ქანდაკებებზე?

არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ კუნძულზე კულტურული განვითარება სამ ეტაპად იყოფა: ადრეული პერიოდი (ახ.წ. 700-850 წწ), შუა პერიოდი (1050-1680 წწ) და გვიანი პერიოდი (1680 წლიდან). ადრეულ და შუა პერიოდს შორის, მრავალი ქანდაკება განზრახ გაუნადგურებიათ და მათ ადგილზე უფრო დიდი და მძიმე მოიას ქანდაკება აღუმართავთ. შუა პერიოდში, ასევე ჩნდება სამარხი პალატები და სხვადასხვა გამოსახულებები. ყველაზი დიდი ქანდაკება, რომელიც შუა პერიოდით თარიღდება, სიმაღლეში 8 მეტრს აღწევს და 80 ტონამდე იწონის.

გვიანი პერიოდი, საკმაოდ რთული იყო კუნძულის მოსახლეობისათვის, გაჩაღდა სამოქალაქო ომები, უამრავი ქანდაკება, საკურთხეველი და სამარხი განადგურდა. მეცნიერები ამ პერიოდის ობიექტებზე პოულობენ უამრავ იარაღს, აწყდებიან ცეცხლის კვალს. კუნძულზე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი დაიწყო, მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა, რესურსების არათანაბარი მოხმარება, გარემოს ცვლილება, ეს ის ყველაფერია რამაც კუნძულის დაღმასვლა განაპირობა. მეცნიერთა აზრით, მოსახლეობა ორ კლანად გაიყო და მათში ხშირი იყო სისხლისმღვრელი ომები.

ahu-nau-nau-anakena-morning როდესაც 1722 წელს, პირველი ევროპელები აღდგომის კუნძულს ეწვივნენ, კუნძული აღწერეს. მათი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქანდაკებების უმეტესობა ამ დროისათვის ჯერ კიდევ აღმართული იყო და ამაყად იმზირებოდნენ. თუმცა მე-19 საუკუნისათვის უკვე თითქმის ყველა ქანდაკება წაქცეულია. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ქანდაკებები მოწინააღმდეგე კლანის მებრძოლებმა წააქციეს, მათი მტრების წინაპრებისათვის შეურაცხყოფისათვის. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქანდაკებების უმრავლესობა სახითაა მიწაზე დაცემული.

easter_island_04_big აღდგომის კუნძულზე სულ 887 ქანდაკებაა. დაახლოებით 95% რანო-რარაკუს  კარიერშია გამოკვეთილი, ახლა 394 ნიმუშიღაა დარჩენილი. კვლევები ცხადყოფს რომ, რანო-რარაკუ მოულოდნელად დაუტოვებიათ, რასაც ადასტურებს იქ აღმოჩენილი დაუსრულებელი ქანდაკებები. ყოველი ქანდაკება ერთი მთლიანი ქვისაგანაა გამოთლილი, გამოირჩევიან განსკუთრებული სტილით.

easter-island-heads

ალბათ ყველაზე დამაინტრიგებელი მათი თავის ზომაა, რომელიც მათ ტანთან შედარებით საკმაოდ დიდია. ქანდაკებები ინდივიდუალურია, თუმცა ერთი სტილითაა გამოკვეთილი. თანამედროვე გათხრებმა დაადასტურა ეჭვი, რომ ყოველი ქანდაკება ღრმადაა ჩაფლული მიწაში და ტანიც აქვთ.  ასევე დადგინდა, რომ თვალის ჭრილისათვის გაკეთებული ამონაჭდევები წინათ მარჯანით ყოფილა დაფარული. საინტერესო და განსაციფრებელია ის ფაქტი, რომ გიგანტური ზომის ქანდაკებები, პრიმიტიული იარაღებითა და საჭრისითაა გამოკვეთილი. ზოგიერთ ქანდაკებას, თავზე წითელ „ქუდი“ ახურავს. აქაც კიდევ ერთ გამოცანას ვაწყდებით, რატომ და რა დანიშნულება ჰქონდათ? გამოსახავდნენ ისინი ღმერთებს თუ წინაპრებს?

anakena-easter-island

მოაის შესახებ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობთ, წარსულს ვიკვლევთ და მაინც, წერილობითი წყაროს არ ქონის გამო, ზუსტად ძნელია ამ ყველაფრის აღდგენა და ზუსტად განსაზღვრა. არ ვიცით მათი აღმართვის ზუსტი მიზეზი, როგორ ხდებოდა ტრანსპორტირება, ვის გამოსახავენ გიგანტური ქანდაკებები… თუმცა ერთი რამ უდავოა, ეს ადგილი ნებისმიერ ადამინს პირველივე თუნდაც სურათის თვალის შევლებისთანავე აჯადოვებს და დაუოკებელ სურვილს უჩენს იქ წასვლისა და მათი მონახულების.

fate-of-easter-island-merl

ჰეტეპჰერესი – პირამიდების დედოფალი

პირამიდის მშენებლების უდიდესი წარმატების უკან, ხუფუსა და სნეფერუს ოჯახის წევრი, ქალბატონი დგას. ის ძველი სამეფო (ძვ.წ. 2686-2181) ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა და მისი სახელი ჩვენთვის, საუცხოო სამარხისა და საგანძურის აღმოჩენის შემდეგ გახდა ცნობილი.
ჰეტეპჰერეს I, ფარაონ სნეფერუს ცოლი (ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 2613-2589 წწ), ხუფუს დედა, ჯედეფრის, ხაფრასა და დედოფალ ჰეტეპჰერეს II-ის ბებიაა. ფლობდა შემდეგ ტიტულებს: მეფეთა დედა, ღმერთის ქალიშვილი, ორი სამეფოს მმართველის დედა. მისი ქორწინებით, ფარაონ სნეფერუსთან, ორი სამეფო შტო შეერთდა; მამა ფარაონი ჰუნი იყო, სნეფერუ კი სავარაუდოდ მომავალი დედოფლის ნახევარ ძმა.
დედოფალი ჰეტეპჰერესი, სავარაუდოდ ხუფუს მმართველობის დროს გარდაიცვალა. სამწუხაროდ ბევრი დეტალი ნამდვილად არაა ცნობილი, ძველი სამეფოს სამარხები არ გვანებივრებენ წარწერების სიმრავლითა და ცხოვრებსეული მოვლენების დეტალური აღწერით. დედოფლის სამარხიც კი უცნობი იყო 1925 წლის 2 თებერვლამდე. ამ დღეს ეგვიპტელი ფოტოგრაფი მოჰამადიენ იბრაჰიმი, ჯორჯ ენდრიუსთან ერთად მუშობდა გიზას ველზე. ამ არაჩვეულებრივმა აღმოჩენამ, მსოფლიოს კიდევ ისტორიაში გაუჩნარებული დედოფლის არაჩვეულებრივი ისტორია გაანდო.
ჰორჰ ენდრიუსი გიზას ველზე, ხუფუს პირამიდის მიდამოებში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. თუმცა, 2 თებერვალს, ამერიკაში იმყოფებოდა არდადეგებზე. ექსპედიციიას ფოტოგრაფი, მოჰამადიენ იბრაჰიმი, პირამიდის აღმოსავლეთ მხარეს ფოტოგადაღებისათვის ემზადებოდა, როდესაც ცალი ფეხი პატარა ორმოში ჩაუვარდა, რომელიც ბათქაშით იყო ამოლესილი. ცნობისმოყვარე ფოტოგრაფმა, გადაწყვიტა გამოეკვლია ეს ადგილი და აღმოჩნდა, რომ ბათქაშით გადალესილი ორმო 12 საფეხურიან ჩასასვლელს ფარავდა. ახალი აღმოჩენის შესახებ, სასწრაფოდ ჯორჯ ენდრიესს შეატყობინა, რომელმაც, მაშინვე გაიაზრა, რომ გიზას ველზე, ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩნის ზღვარზე იყვნენ.

ჰეტეპჰერესის სამარხში ჩასასვლელი.
ჰეტეპჰერესის სამარხში ჩასასვლელი.

ახალ აღმოჩენილი საფეხურები, ვერტიკალურად ეშვებოდა შახტაში, რომელიც ზედაპირამდე კირქვით იყო ამოვსებული. სხვადასხვა სახის არტეფაქტები და კერამიკა, უწესრიგოდ მიმოფალნტულიყო, მათ შორის არქეოლოგებმა ხუფუს სამეფო ბეჭედიც იპოვეს. სამსხვერპლო ნიშაში, ჯერ კიდევ ეწყო მსხვერპლად შეწირული წითელ ქსოვილში გადახვეული ხარის სამი ძვალი, 2 ღვინის დოქი და ცხოველის თავის ქალა.

კანოპების ყუთი, ჰეტეპჰერესის სამარხიდან.
კანოპების ყუთი, ჰეტეპჰერესის სამარხიდან.

უშუალოდ სამარხში შესვლის შემდეგ, არქეოლოგები მწარე რეალობის წინაშე დადგნენ, სამარხი გაძარცული დახვდათ. თუმცა იღბალმა მაინც შემოგვინახა საგანძურის მცირე, თუმცა ძალიან ძვირფასი არტეფაქტები. სამარხში ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ოქროთიმოვარაყებული ნივთები საწოლი, რამდენიმე ხის ყუთი, ორი სავარძელი. ტყავის სპეციალური ჩასადები ხელჯოხებისათვის, სპილენძის იარაღები, სამი ოქროს ვაზა, სამართებლის ყუთი, 21 ვერცხლის სამახური, რომლებიც ხის ყუთშია ჩალაგებული.

არქეოლოგები მუშაობენ ჰეტეპჰერესის სამარხში.
არქეოლოგები მუშაობენ ჰეტეპჰერესის სამარხში.

ნივთების უმეტესობა ფარაონ სნეფერუსა და ჰეტეპჰერესის სახელებს ატარებენ. წარწერების მიხედვით, ჰეტეპჰერესის სრული ტიტულია: „ზემო და ქევმო ეგვიპტის მეფის დედა, ჰორის მიმდევარი, აკაციის სახლის ყასბების ზედამხედველი, ერთადერთი რომელიც ამბობს და ყველაფერი სრულდება, ღმერთის სხეულის ქალიშვილი, ჰეტეპჰერესი“. რა თქმა უნდა, ახლა ეს ტიტულატურა ჩვენთვის ძალიან უცნაურად და სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ჰეტეპჰერესის სახე წარმოიდგინეთ, ჯეიმს აპატურაის თანამდებობა რომ გაეგო 🙂

egyptian_4_bracelets
ჰეტეპჰერესის სამარხში აღმოჩენილი, პაპლების ფორმით შემკული სამაკურები.

სამარხში, ასევე აღმოჩენილ იქნა ყუთები, რომლებიც ხუფუს ბეჭდით იყო დაბეჭდილი. აღმოჩენილი ნივთები, კაიროს მუზემსა და ბოსტონის ხელოვნების მუზეუმს შორის გაიყო და ორივე მუზეუმის კოლექციას ამშვენებს.
ახლა უკვე მივედით მთავარ საკითხამდე: სადაა დედოფლის მუმია????
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებისა, ჰეტეპჰერესის სამარხში ალებასტრის სარკოფაგიც აღმოაჩინეს, რომელიც ფრთხილად კედელთან იყო მიდგმული. 1927 წლის 3 მარტს, სარკოფაგი გაიხსნა, თუმცა მასში მუმია არ აღმოჩნდა.
სამარხში აღმოჩენილ ნივთებში, ასევე იყო კანოპების ყუთი, რომლებიც როგორც ვიცით დაკრძალვის ძველ ეგვიპტური რიტუალის განუყეფელი ატრიბუტია. კანოპებში ათავსებდნენ მიცვალებულის კუჭს, ღვიძლს, ფილტვებსა და ნაწლავებს. ყუთი ხისგანაა დამზადებული და შიგნით ოთხი სათავსო აქვს, ოთხი კანოპასათვის, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძელესი კანოპა. კვლევებმა დაადგინეს, რომ ეს კანოპები გამოყენებული იქნა ადამიანის ორგანოების შესანახად.
მუმიის ვერ აღმოჩენის შემდეგ, ჯორჯ რეისნერმა საკუთარი თეორია წამოაყენა, რომლის მიხედვითაც, ჰეტეპჰერესი თავდაპირველად თავისი ქმრის გვერდით, დაჰშურში დაკრძალეს. სამწუხაროდ სამარხი მძარცველებმა გაძარცვეს, სამეფო ოჯახმა და ქურუმებმა, გადაწყვიტეს, დედოფლის ნეშტი უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ. სავარაუდოდ, მუმია მძარცველებმა გაიტაცეს, რადგამ მუმიფიცირების დროს ბევრი ძვირფასი ამულეტი და სამკაული ჩაატანეს. რა თქმა უნდა ქურუმებს შეეშინდათ ფარაონის რისხვისა, როდესაც ეტყოდნენ რომ დედის ცხედარი გაიტაცეს, ამიტომ სიმართლე დაუმალეს, ცარიელი სარკოფაგი და კანოპები კი გიზას ველზე გადმოასვენეს, ხუფუს პირამიდის მახლობლად.
ამასთან დაკავშირებით, მარკ ლეჰნერი შემდეგ თეორიას აყალიბებს, რომ დედოფალის თავდაპირველი სამარხი სწორედ გიზაზე მდებარეობდა, ხოლო შემდეგში მისი გადასვენება მოხდა პირამიდაში, რომელიც ხუფუს მიერ იქნა აგებული დედოფლებისა და დედისათვის.

eb74c4ffea4aae50dd332d229fdfbea9
ჰეტეპჰერესის სამარხში აღმოჩენილი საწოლი.

უკვე მივედი იმ ეტაპამდე, როდესაც უნდა ავხსნა, თუ რატომ დავასათაურე ეს პოსტი ასე 🙂 ეგვიპტის ძველი სამეფო, ძვ.წ. III ათასწლეულის პერიოდშია, როდესაც ეგვიპტე პირველად აღწევს განვითარების პიკს და ყვავის როგორც მოწინავე ცივილიზაცია. IV დინასტია, ძველი სამეფოს „ოქროს ხანაა“, რომელიც ძვ.წ. 2613-2494 წლებში მართავდა ეგვიპტეს. ამ დინასტიის ფუძემდებლები ფარაონი სნეფერუ და დედოფალი ჰეტეპჰერესი იყვნენ, რომელთა სამშენებლო ექსპერიმენტებმა, საფეხუროვანი მასტაბის ფორმის პირამიდა, კლასიკიურ პირამიდად აქციეს.
ეგვიპტის ისტორიაში, ეს იყო რევოლუციური პერიოდი, როდესაც სამშენებლო ტექნიკა იხვეწება, ვითარდება და არნახულ მასშტაბებს აღწევს. ეს იყო მშვიდობისა და სიმდიდრის ეპოქა, როდესაც აიგო სნეფერუს 3 პირამიდა, ჯედეფრის აბუ რავაშის, გიზას დიდი პირამიდები. დედოფალმა ჰეტეპჰერესმა, სათავე დაუდო პირამიდების მშენებელ დინასტიას და თავისი მოღვაწეობით, ხელი შეუწყო მის შექმნასა და განვითარებას.

როდესაც კაიროს მუზეუმში ძველი სამეფოს განყოფილებას დაათვალიერებთ, ხელმარცხნივ პატარა ოთახია. ექსპონატები არც თუ ბევრია, სამაგიეროდ თვალისმომჭრელი. ერთმანეთს ენაცვლებიან საოცრად დახვეწილი სამაჯურები, თასები, ძვირფასი ხის ავეჯი… საით გაიხედო და რომელი შეაფასო ვეღარ ხვდები. თანდათან სიძველეში იძირები და თვით დედოფალი ჰეტეპჰერესიც კი, რომელიც 4600 წლის წინ ცხოვრობდა, შენთვის ახლობელი და ნაცობი ხდება. სწორედ შენს წინაა საწოლი, რომელზეც დედოფალს ღამით ეძინა, სამაჯურები, ოდესღაც მის დახვეწილ ხელს რომ ამშვენებდნენ, კოსმეტიკის ყუთი, ჯერ კიდევ შავი თვალის ხაზებისათვის განკუთვნილი სითხით… თითქოს იქვე ოთახში დააბიჯებს დედოფალი, რომელმაც ქმარს/ფარაონს მისცა ძალა განუწყვეტლივ ებრძოლა სრულყოფილი სამუდამო განსასვენებლისათვის; გააჩინა ვაჟი – ხუფუ, მსოფლიოში 4600 წლის განმავლობაში უდიდესი ნაგებობის შემქმნელი; მის სისხლს ეკუთვნის ჯედეფრი, ხაფრა, მენკაურა, კევაბი. სწორედ მისი მემკვიდრეობითაა ეგვიპტე ძლიერი და ცნობილი. ასე რომ, მოდი დედოფალს საკადრისი პატივი მივაგოთ და ყოველთვის გავიხსენოთ მისი სახელი, ეს ხომ ეგვიპტელების რწმენით სულს უკვდავებას ანიჭებს; რისკენაც ასე ძლიერ ილტვოდნენ ძველი ეგვიპტელები.

hetepheres12
ჰეტეპჰერესის სავარძელი.
დედოფლის ტახტრევანი.
დედოფლის ტახტრევანი.

 

წყარო:

Joyce Tyldesley, Chronicle of the Queens of Egypt , 2006

Aidan Dodson, Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt , 2004

Lorna Oakes, The Illustrated Encyclopedia of the pyramids, temples & tombs of Ancient Egypt , 2006

Wolfram Grajetzki, Ancient Egyptian Queens – a hieroglyphic dictionary, 2005

http://www.ancient-origins.net/history-famous-people/queen-pyramids-powerful-hetepheres-i-and-her-magnificent-tomb-005234?page=0%2C1

 

ანხესენამუნი – დაკარგული დედოფალი

Tut Queen Ankhesenamun

ყველამ იცის სახელგანთქმულ ფარაონ ტუტანხამონის შესახებ, თუმცა მისი და და დედოფლი, ანხესენამუნი თითქმის უცნობია. დედოფლის ტრაგიკული ცხოვრება, ძალიან დეტალურადაა აღწერილი რელიეფებსა და წარწერებზე. მეამბოხე ფარაონის, ეხნატონისა და დედოფალ ნეფერტიტის გოგონა, მეუღლის სიკვდილის შემდეგ, ისტორიის ფურცლებიდან უკვლოდ ქრება. ზუსტად ისევე, როგორც ამარნას პერიოდის ყველა სამეფო ოჯახის წევრი.

ანხესენამუნი (მისი სიცოცხლე ამონისათვის) მე-18 დინასტიის დედოფალი, ნეფერტიტისა და ეხნატონის მესამე ქალიშვილი, საკმაოდ ადრეულ ასაკში დაქორწინდა ნახევარძმასა და ფარაონზე ტუტანხამონზე. ამ დროისათვის ანხესენამუნი 13 წლისაა, მისი მეუღლე კი 8 ან 10.

ძველი ეგვიპტის სამეფო კარზე, ოჯახის წევრებს შორის ქორწინება საკმაოდ დამკვიდრებული ტრადიცია იყო. ფარაონები, ღმერთების მემკვიდრებად ითველოდნენ, აქედან გამომდინარე, ინცესტი მათთვის იყო ქმედება, რითაც დაიცავდნენ სამეფო სისხლის სისუფთავეს დედამიწაზე,  ტახტზე ასვლაც, მხოლოდ იმ მემკვიდრეს შეეძლო, რომელიც მსგავსი ქორწინების შედეგად იყო გაჩენილი. ტუტანხამონიც სავარაუდოდ ამგვარი ქორწინებით გაჩნდა, რის გამოც მას გარკვეული გენეტიკური დაავადებები ჰქონდა, მათ შორის ტერფის მრუდეობა.

ანხესენამუნი საკმაოდ მძიმე პერიოდში დაიბადა, მამამისი – ფარაონი ეხნატონი ქვეყანაში მონოთეისტურ რეფორმებს ატარებდა, (ძვ.წ. 1348 წელი). სამეფო ოჯახმა მიატოვა იმდროინდელი დედაქალაქი და რელიგიური ცენტრი თებე და ახალ დედაქალაქში – ახეტატონში გადავიდა, მრავალღმერთიანობა უარყვეს და ერთი ღმერთის – ატონის კულტი აღიარეს. რა თქმა უნდა მისმა ქმედებებმა აღაშფოთა ქურუმთა და დიდებულთა კასტა. ეგვიპტე სხვა ცივილიზაციებისაგან განსხვავებით, საკმაოდ ძნელად იღებდა სიახლეს და ყოველთვის ტრადიციების მკაცრი დაცვით გამოირჩეოდა. ქურუმებს უდიდესი ქონება დაეგროვებინათ ტაძრებში, ეხნატონმა კი მათ ხელიდან ძალაუფლებად და სიმდიდრე გამოაცალა.

ანხესენამუნი ფარან ეხნატონის მეფობის მეოთხე წელს დაიბადა, მას ჰყავდა ორი უფროსი და მერიტატენი და მეკეტატენი, მათ მიიღეს „უფროსი პრინცესების“ ტიტული, რაც მათ უფლებას აძლევდა მონაწილეობა მიეღოთ რელიგიურ და ასევე სამთავრობო საქმეებში. პრინცესას სახელი თავდაპირველად იყო ანხესენპაატენი – რაც ითარგმნება „მისი სიცოცხლე ატონისათვის“.

akhenaton-children
ფარაონი ეხნატონი და დედოფალი ნეფერტიტი ქალიშვილებთან ერთად: მერიტატენი, მაკეტატენი და ანხესენპაატონი (შემდეგში ანხესენამუნი).

რამდენიმე რელიეფი და წარწერა მიუთითებს, რომ ანხესენამუნი, ფარაონ ეხნატონისა და მისი მამის ცოლი იყო. ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მცირე ხნით ადის სმენკჰარე და დედოფალი ნეფერნეფერუატენი, თუმცა მათი მმართველობა გაურკვეველი მიზეზების გამო საკმაოდ მცირე ხნიანია და ტახტზე ადიან ტუტანხამონი და მისი დედოფალი ანხესენამუნი. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვები, რომ სმენკჰარეს ცოლი იყო არა ნეფერნეფერუატენი, არამედ თვით ანხესენამუნი.  ტუტანხამონის გამეფების დროისათვის წყვილი საკმაოდ ახალგაზრდაა და სამეფოს მართვა არ შეუძლიათ. მათ პერიოდში მოხდა ძველი რელიგიის აღდგენა და დედაქალაქის კვლავ თებეში გადმოტანა. დედოფლის სახელი იცვლება და ხდება ანხესენამუნი. ერთად ეგვიპტეს დაახლ. 10 წლის განმავლობაში ედგნენ სათავეში. ამავე პერიოდში საკმაოდ ძლიერდება ეის ფიგურა სამეფო კარზე, რომელიც თანდათან უფრო იკრებს ძალას და გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის მართვაში.

tumblr_nhe81oAwev1teo7mlo1_500
სამეფო წყვილი: ტუტანხამონი და ანხესენამუნი.

ერთად თანაცხოვრებისას, სამეფო წყვილს ორი შვილი შეეძნათ, ორივე გოგონა. ორივე მათგანი ნაადრევად დაიბადა და დაიღუპა. მათი ცხედრები ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის სამარხში აღმოაჩინა. 18 ან 19 წ;ის ასაკში, მოულოდნელად ფარაონი იღუპება და ანხესენამუნი სრულიად მარტო რჩება, ტახტის მემკვიდრის გარეშე. დედოფალის წინაშე, საკმაოდ ძნელი ამოცანა იდგა, უნდა ემართა ქვეყანა და ასევე ეპოვნა მომავალი ფარაონი.

მეფეთა ველზე გათხრების დროს აღმოაჩინეს ოქროს ბეჭედი, სადაც ანხესენამუნი გამოსახულია მისი მეუღლის მემკვიდრესთან, ეისთან ერთად. თუმცა არაა ნათელი მითითება იმისა, რომ წყვილი დაქორწინებულია.

ანხესენამუნი
ანხესენამუნი

დედოფლის სახელს კიდევ ერთი გაბედული და საკმაოდ სკანდალური ნაბიჯი უკავშირდება, თუმცა ეხნატონის რელიგიური რეფორმების შემდეგ, თითქოს ეგვიპტისათვის აღარაფერი უნდა ყოფილიყო გასაკვირი. ანხესენამუნი ხეთების მეფეს წერილს სწერს, სადაც სთხოვს რომ მისი ერთი-ერთი ვაჟი გაეგზავნა ეგვიპტეში, დედოფალი მას ცოლად გაჰყვებოდა და ეგვიპტის მმართველს გახდიდა. ხეთების მეფემ, მართლაც გამოგზავნა მისი ვაჟი, თუმცა გზაში დაიღუპა. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ, ანხესენამუნი ძვ.წ. 1322 წლის შემდეგ ქრება ისტორიიდან, სავარაუდოდ ის დაქორწინებულ იქნა ეიზე, რომელიც ამ ქორწინების საშუალებით ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე ხდება.

დედოფლის სახელი აღარსადაა წარწერილი, დღემდე არაა ნაპოვნი მისი საბოლოო განსასვენებელი. ეს იყო ქალი, რომელიც საკუთარი მოკლე ცხოვრების მანძილზე, ოთხი ფარაონის ცოლი იყო: ეხნატონი, სმენკჰარე, ტუტანხამონი და ეი. ანხესენამუნი, მე-18 დინასტიის კიდევ ერთი დაკარგული დედოფალია, რომელიც ელოდება, ეგვიპტის ქვიშა როდის გაგვანდობს მის ბედს. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ თუ ადამიანის სახელს ახსენებენ, ე.ი. ის კვლავ ცოცხალია; დედოფალი ანხესენამუნიც კვლავ ცოცხალია და ელოდება როდის გავიგებთ მის ტრაგიკულ ბედს.

 

წყარო:

Ankhesenamen – Encyclopaedia Britannica

Queen Ankhesenamen – by Anneke Bart

Ankhesenamen – Princeton.edu

Ankhesenamen – Ancient History Encyclopaedia

http://www.ancient-origins.net/ancient-places-africa/tragedy-queen-ankhesenamun-sister-and-wife-tutankhamun-001555