პალმირა – ულამაზესი რომაული ქალაქი

პალმირა უძველესი არამეული ქალაქია, თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში. ანტიკურ ეპოქაში მისმა განსაკუთრებულმა მდებარეობამ განაპირობა მისი აყვავება ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად ჩამოყალიბება. ის მდებარეობდა დამასკოდან ჩრდ-აღმოსავლეთით და მრინარე ევფრატის სამხრეთით, , ერთმანეთს აკავშირებდა მესოპოტამიასა და სირიას. უდაბნოში გრძელვადიანი მოგზაურობისას ქარავნები აქ ჩერდებოდნენ; ვაჭრები პალმირას “უდაბნოს პატარძალს” ეძახდნენ.

პალმირა დილით, მზის ამოსვლისას
პალმირა დილით, მზის ამოსვლისას

ქალაქის უძველესი სახელი მოხსენიებულია ბაბილონურ ტექსტებში, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ქალაქ მარიში. პალმირა იხსენიება სემიტური სახელით – “თადმორ”. პალმირას ზუსტი ეტიმოლოგია გაურკვეველია, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სახელი პალმის ხეებს უკავშირდება. ასევე ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, პალმირა “თადმორის” არასწორი ინტერპრეტაციაა.

არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ქალაქი ძვ.წ II ათასწლეუში დაარსდა. არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სემიტური, ბერძნული, რომაული და არაბული კულტურა.

ებრაულ წყაროებში ვხვდებით ინფორმაციას, რომ პალმირა დაარსა ბიბლიურმა მეფე სოლომონმა. იოსებ ფლავიუსიც ახ.წ I საუკუნეში წერს, რომ ქალაქი ებრაელთა მიერ იქნა აგებული.

პალმირა დღეს
პალმირა დღეს

ქალაქში გავრცელებული იყო შუამდინარული პანთეონის ღმერთთა კულტი – მარდუქი, რუდა; ასევე ადგილობრივი ღვთაებები ჰადად, ბაალი; გვხვდება ასევე ბერძნული პანთეონის ღმერთები, მაგალითად ათენა.

ქალაქში არამეულად საუბრობდნენ, თუმცა მოგვიანებით საკმაოდ გავრცელდა ბერძნული ენა.

ძვ.წ 323 წელს სირია სელევკიდების სამეფოს შემადგენლობაშ მოექცა, პალმირა დამოუკიდებელ ქალაქად იქცა, განაგრძო განვითარება და კიდევ უფრო აყვავება; ერთმანეთთან აკავშირებდა მესოპოტიამიას, არაბეთის უდაბნოსა და ხმელთაშა ზღვას. ახ.წ 14–37 წლებში რომის იმპერია იპყრობს ფინიკიასა და სირიას, პალმირა კვლავ ძველ დიდებას ინარჩნებს. წყაროები გვამცნობენ, რომ პალმირელი ვაჭრები გემებს ფლობდნენ თანამედროვე იტალიასთან, აკონტროლებდნენ სპარსეთიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან მომავალ “აბრეშუმის გზას”. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ პალმირა გვევლინება, როგორც ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი ახლო აღმოსავლეთში.

პალმირა - მტავარი ქუჩა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და მონუმენტური მთელს რომის იმპერიაში.
პალმირა – მთავარი ქუჩა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და მონუმენტური მთელს რომის იმპერიაში.

ახ.წ 129 წელს რომის იმპერატორი ადრიანე ქალაქს ესტუმრა. მისი სილამაზით აღფრთოვანებულმა, პალმირას სახელი გადაარქვა და “ადრიანა” უწოდა.

ქალაქის მნიშვნელობა ნელ-ნელა კნინდება, სასანიდების გაძლიერების შემდეგ. ახ.წ 212 მათ ტიგროსისა და ევფრატის აუზი დაიპყრეს, რამაც პალმირას დიდი დარტყმა მიაყენა. რომის იმპერატორ ვალერიანმა, პალმირას პრინცი სეპტიმუსი დანიშნა გუბერნატორად. მალე თავად იმპერატორი მოკლულ იქნა სასანიდთა წინააღმდეგ კამპანიაში. სეპტიმუსი მისმა ძმისშვილმა მოკლა და სირიაში დესტაბილიზაციის დიდი საფრთხე შეიქმნა. თუმცა სწორედ ამ დროს ჩნდება ისტორიაში ლეგენდარული დედოფალი ზენობია (სეპტიმუსის მეუღლე), რომელმაც ძვ.წ 267 წელს თავისი ვაჟის სასარგებლოდ ტახტი დაიკავა და მასთან ერთად მართავდა პალმირას.

დედოფალ ზენობიას მონეტა
დედოფალ ზენობიას მონეტა

ძვ.წ 269 წელს პალმირა რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყდა. ზენობიას სახელს უკავშირდება პალმირას იმპერიის დაარსება, რომელიც ანტიოქიიდან, სამხრეთით ეგვიპტემდე გრძელდებოდა.

დამოუკიდებელი პალმირას სულ რამდენიმე წელი არსებობდა, ძვ.წ 272 წელს იმპერატორმა აურელიანემ რომის იმპერიაში საბოლოოდ წესრიგი დაამყარა და სირიაში გაილაშქრა, პალმირა ალყაში მოაქცია და საბოლოოდ დაიპყრო კიდეც. დედოფალი ზენობია რომში იქნა ჩაყვანილი და გამარჯვებისადმი მიძღვნილ ტრიუმფალური მსვლელობისას, რომის ქუჩებში ოქროს ბორკილებდადებული ჩაატარეს.

პალმირას უმშვენიერესი ნაგებობაა ღმერთ ბელისადმი მიძღვნილი ტაძარი, აგებული ახ.წ I საუკუნეში. აქ ერთმანეთსაა შერწყმული ახლო აღმოსავლეთისა და ბერძნულ-რომაული არქიტექტურული სტილი. მართკუთხა ფორმის ტაძარი ორიენტირებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეებზე. მოკირწყლული ეზო შემოსაზღვრულია 225 მ. სიგრძის კედლით და მის ცენტრში დგას უშუალოდ ტაძარი.

ტაძრის შიდა ეზო
ღმერთ ბელისადმი მიძღბნილი ტაძრის შიდა ეზო
რომაული თეატრი ახ.წ II საუკუნით თარიღდება.
რომაული თეატრი ახ.წ II საუკუნით თარიღდება.
რომეული თეატრის სცენა
რომეული თეატრის სცენა

რომაული კოლონადა ეტაპობრივად აშენდა, ახ.წ II-III საუკუნეებში, მისი სიგრძე ერთ კილომეტრზე მეტია. კოლონადა იწყებოდა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბელის ტაძართან და მიემართებოდა დასავლეთ კარიბჭისაკენ.

800px-Palmyra,_Syria_-_2

რომაული კოლონადის სამხრეთ ნაწილი
რომაული კოლონადის სამხრეთ ნაწილი