ბაგანის ტაძრები – მიანმარი

ბუდისტური სამყაროს ერთ-ერთი საოცრება – ბაგანი მდებარეობს თანამედროვე მიანმარის ტერიტორიაზე. მდინარე ირავადის აღმოსავლეთ ნაპირზე, 16 კვადრატული კმ. ტერიტორიაზე გადაჭიმულია უდიდესი სატაძრო კომპლექსი, რომელიც 2000-მდე სხვადასხვა ზომის პაგოდას, სტუპას, მონასტერსა და ტაძარს აერთიანებს. ყველას ლოგიკური კითხვები უჩნდება, ვინ ააგო ტაძრები? როდის? რა მიზნით?… ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საუკუნეებს მიღმა დაბრუნება მოგვიწევს, როდესაც ბაგანი ყვაოდა როგორც ამავე სახელწოდების სამეფოს უმდიდრესი დედაქალაქი. ქალაქი დაარსე მეფე თჰარმუდმა ახ.წ II საუკუნეში,. ახ.წ IX საუკინიდან, მეფე პინბიას ზეობისას იწყება მისი გაფართოება, კედლებითა და თხრილით შემოსაზღვრა, ცნობილია რომ ქალაქს 12 კარიბჭე ჰქონდა. XI-XII საუკუნეები ბაგანის ოქროს ხანაა, რომელიც მონღოლთა შემოსევისას დასრულდა.

ბაგანი ძალიან დაზიანდა 1975 წლის მიწისძვრის დროს, თუმცა ნაგებობათა უმეტესობა რესტავრირებულია. ასევე საინტერესოა ის ფატქი, რომ ბაგანი არაა UNESCO მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი, პოლიტიკური მიზეზების გამო. შეუძლებელია 2000 ნაგებობის აქ განხილვა და აღწერა, ამიტომ მხოლოდ გამორჩეულთ წარმოგიდგენთ.

ბაგანი - საერთო ხედი
ბაგანი – საერთო ხედი

ტაძარი ანანდა

ადგილობრივებს სჯერათ, რომ ყოველი მიანმელი ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს ბაგანი, თუმცა თუ ანანდას ტაძრას არ მოილოცავ ვერ იტყვი რომ ბაგანი გინახავს. ეს არის მუზეუმი, სადაც შეგიძლია ნახო ყველაფერი, ხელოვნება, არქიტექტურა, ქვის სკულპტურები, თიხის ნამუშევრები,  მჭედლობა. სიტყვა “ანანდ” სანსკრიტზე ნიშნავს “მშვენიერს”, სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს მისი სახელწოდებაც, ტაძარი მართლაც უმშვენიერესია. არსებობეს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა “პანნა ანანდა”, რომელიც ნიშნავს “ბუდას დაუსრულებელ სიბრძნეს”. ტაძარი ახ.წ 1105 პაგანის მეფე კიანსიტთჰას მეფობის დროს აშენდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ტაძარი აშენდა 8 ბუდისტი ბერის ხელმძღვანელობით, რომელიც ჰიმალაის მთებში, გამოქვაბულში ცხოვრებდნენ და მოღვაწეობდნენ. ოდესაც ბერები მეფეს სასახლეში ეახლნენ, კიანსიტთჰა აღფრთოვანებული დარჩა მათი ცოდნით და უნარებით და მათ დაავალა ბაგანის ცენტრში ტაძრის აგება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ლეგენდის თანახმად მეფემ მათი მოკვლის ბრძანება გასცა, რათა მსგავსი სილამაზე სხვაგან არსად შეექმნათ.

  ananda-temple-travel

ტაძარი ანანდა
ტაძარი ანანდა

ტაძარი დამაიანგი

ეს არის უდიდესი ტაძარი ბაგანში, აგებული ახ.წ 1167-1170, მეფე ნარატჰუს მმართველობისას. მან ტახტი მამისა და უფროსი ძმის მკვლელობით დაიკავა, გადმოცემის თანახმად ტაძარი საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად ააგო. ტაძარში არსებული თავდაპირველი შესასვლელები და შიდა დერეფნები ამოქოლილია. მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან ზუსტ მიზეზზე. არსებობს ვარაუდი, რომ შენოდა ქვების სიმძიმეს ვერ უძლებდა და არსებობდა საშშროება მისი ჩამონგრევის, სწორედ ამიტომ მოხდა მათი ამოვსება. მეცნიერების ნაწილი კი მიიჩნებს. რომ დამაიანგის ტაძარში მრავლადაა საიდუმლო ოთახები, სადაც ინახება საგანძური და მანუსკრიპტები.  აღმოსავლეთ მხარეს, ნიშაში არის მასიურ ქვაში გამოკვეთილი ბუდას ქანდაკება. არსებობს ვარაუდი, რომ დანარჩენ სამ მხარეზეც არსებობდა მსგავსი ქანდაკებები, თუმცა დღესდღეობით შესასვლელებთან ერთად, ამოქოლილია.

დჰამაიანგა
ტაძარი დამაიანგი

ტაძარი გაუდაუ პალინი

გაუდაუ პალინი სიმაღლით მეორე ტაძარია ბაგანში.  ის ერთ-ერთი 90 ტაძრიდან, რომელიც უშუალოდ ბაგანის კედლის შიგნითაა აგებული. მშენებლობა დაიწყო მეფე ნარაპატი-სითჰუს მმართველობისას, ახ.წ 1175 წელს, რათა პატივი მიეგო და მისი წინაპრების ხსოვნისათვის. ტაძარი შედგება სამი ქვედა და ოთხი ზედა ტერასისაგან, ნაგებობის სიმაღლე 60 მეტრია.   ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მეფე ნარაპატი-სითჰუმ მძიმედ შესცოდა, როდესაც განაცხადა, რომ მისი წინაპრები მისნაირი დიდებული და ძლევამოსილი მმართველები არ ყოფილან. ამპარტავნებისათვის ის დაისაჯა და დაბრმავდა. სამეფო კარის ასტოლოგებმა ურჩია, წინაპრების კერპები გაეკეთებინა, ტახტზე დაებრძანებინა და მათთვის თაყვანი ეცა. მეფე ასეც მოიქცა, წინაპრებს პატიებას და თვალისჩინის დაბრუნებას სთხოვდა. მას შემდეგ, რაც მეფეს თვალი აეხილა, მან ტაძრის აგება ბრძანა. გაუდაუ პალნი სიტყვა სიტყვით ნიშნავს “ადგილს სადაც ტახტს ეთაყვანებიან”. ტაძარი გამოირჩევა საიდუმლო ოთახებისა და დერეფნების სიმრავლით. ზედა სახურავზე განთავსებულია ბუდას 4 ქანდაკება, ქვედა სართულზე კი 10. birma_myanmar_bagan - 600 m simagle

Thatbyinnyu ტაძარი

მიუხედავად დიდი მცდელობისა, სახელი სწორად გადმომეტანა ქართულად, მაინც უძლური აღმოვჩნდი და საბოლოოდ ინგლისური ასოები დავტოვე. ეს არის უმაღლესი ტაძარი ბაგანში. აგებულია ახ.წ 1144 წელს, მეფე ალაუნგ სითჰუს მიერ. მისი სიმაღლე 62 მეტრია. thatbyinnyu

სულ რარაც 265$ ყოველი მზის ამოსვლისას შეგიძლიათ საჰაერო ბუშტით დაათვალიეროთ ბაგანი და დატკბეთ მისი სილამაზით
სულ რარაც 265$ ყოველი მზის ამოსვლისას შეგიძლიათ საჰაერო ბუშტით დაათვალიეროთ ბაგანი და დატკბეთ მისი სილამაზით

179_birma_myanmar_bagan 160_birma_myanmar_bagan 163_birma_myanmar_bagan 176_birma_myanmar_bagan 178_birma_myanmar_bagan Bagan-Pagodas-in-the-mist-Duncan-Baker-KE-Adventure-Travel not Unesco old-bagan-temples