კაჯურაჰოს სატაძრო კომპლექსი, ინდური ხელოვნებისა და არქიტექტურის საოცარი ნაზავია. დღემდე ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია ინდოეთში, რაც გარკვეულწილად აეროტიული რელიეფებისა და ქანდაკებების სიუხვით აიხსნება. ტაძარი მდებარეობს ნიუ დელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 385კმ-ზე. კაჰურაჯო მოიცავს შუა საუკუნეების ინდუისტურ და ჯაინურ ტაძრებს.
კაჯურაჰოს კომპლექსი აგებულია ახ.წ 950-1150 წლებში, ჩანდელას დინასტიის მონარქთა მიერ. ითვლება რომ სწორედ ამ პერიოდში მიხდა ტანტრული ტრადიციების შეთვისებაც. ჩანდელას მართველობის დროს, კაჯურაჰო ხდება რელიგიური და კულტურული ცენრტი; კომპლექსი ფართოვდება და ტაძრების რაოდენობა 85 აღწევს. ჩანდელა ისტორიიდან მე-13 საუკუნიდან ქრება და კაჯურაჰოც ნელ-ნელა კარგავს გავლენას და მივიწყებას ეცემა 1838 წლამდე, როდესაც ბრიტანელმა ინჟინერმა ჯუნგლებში აღმოაჩინა მივიწყებული კომპლექსი. დღესდღეობით შემორჩენილია 25 ტაძარი, მათი უმეტესობა გეგმარებით ერთნაირია, განსხვავდებიან მხოლოდ მცირე დეტალებით. სამი ტაძარი ნაგებია გრანიტით, დანარჩენი კი ქვიშაქვით. ტაძრები გამოირჩევა მდიდრული სკულპტურული მორთულობით და ღია გალერეებით.
სახელწოდება კაჯურაჰო მომდინარეობს “Kharjuravāhaka”-დან, Kharjura- სანსკრიტზე ფინიკის პალმას ნიშნავს, vāhaka- კი “ის ვინც ახორციელებს, ის ვინც ატარებს”.
ტაძრების განლაგება დაყოფილია სამ ნაწილად: დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთად. მშენებლობისას არაა გამოყენებული დუღაბი. ტაძრის სვეტები ნაკვეთია მთლიან ქვაში, რამდენიმე მათგანის წონა 20 ტონას აღემატება.
ტაძრის მშენებლობის პერიოდში ახ.წ 950-1150, ჩანდელას დინასტიის დროს ტანტრული ცნებები მიღებულ და აღიარებულ იქნა. ბიჭები 14-დან 21 წლამდე მონასტერში ცხოვრობდნენ, რათა სწორად შეეცნოთ სამყარო, ესწავლათ სწორი აზროვნება და ხედვა; ერთ-ერთი დომინანტი ვერსიის თანახმად, ტაძრის რელიეფები მათთვის სამყაროს შეცნობაში დამხმარე საშუალება უნდა ყოფილიყო.
ლაკშმანის ტაძარი
ტაძარი მიძღვნილია ინდუიზმის ღმერთ ვიშნუს ერთ-ერთი ასპექტისადმი – ვიაკანთა ვიშნუ. ეს არის ვიშნუს ავატარა, მისი კულტი ძირითადად ქაშმირის მიდამოებშია გავრცელებული. მას აქვს ოთხი თავი – ადამიანის, ლომის, დემონის და ტახის.; ასევე ხშრად გამოისახებოდა სამი თავით. ტაძრის მშენებლობის სავარაუდო პერიოდია 930-950 წლები.
კანდარია მაჰადევას ტაძარი
ეს არის უდიდესი ტაძარი კაჯურაჰოს კომპლექსში და ასევე გამოირჩევა ქანდაკებების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით. შუასაუკუნეების ინდურ არქიტექტურაში საუკეთესოდ შემონახული ნაგებობაა. ტაძარი მიძღვნილია ღმერთ შივასადმი; აგებულია დაახლ. ახ.წ 1050 წელს.

კაჯურაჰო ცნობილია ეროტიული ქანდაკებებით, თუმცა აღსანიშნავია რომ ასეთ სცენებს მთლიანი ტაძრის ზედაპირის მხოლოდ 10% უკავია, დანარჩენი რელიეფები კი ასახავს ადამიანის ჩვეულებრივ ყოველდღიურობას, მაგ: ქალს მაკიაჟს კეთებისას, მუსიკოსებს, მექოთნეებს, ჩვეულებრივ ფერმერებს და ა.შ. საერო სცენები გამოსახულია ტაძრის ღმერთებიდან მოშორებით, სწორედ ამიტომაა გავრცელებული მცდარი შეხედულება, თითქოს რელიეფებზე გამოსახულია ღმერთებს შორის ინტიმური ურთიერთობა. ასევე შეცდომაა, კაჯურაჰო არის იგივე კამასუტრას ტაძარი და რელიეფებზე მოხდა კამასუტრას დაწვრილებითი ილუსტრირება.