ბუნების ულამაზესი ადგილები

წყალი, ცეცხლი და ყინული ერთმანეთთანაა შერწყმული და ერთად მსოფლიოს ულამაზეს პეიზაჟებს ქმნიან. მთელს მსოფლიოში, დედამიწის ყოველ კუთხეში მიმუფანტულია ულამაზესი ადგილები, უზარმაზარი ხეები, ტყეები, ზღვის პეიზაჟები, კლდოვანი მასივები. როდესაც ამ პოსტის წერა ჩავიფიქრე, მეგონა სულ რამდენიმე იქნებოდა ისეთი გასაოცარი ბუნების ძეგლი ჩემთვის, რომ აქ დამედო და აღვეფრთოვანებინე… მაგრამ შევცდი საბედნიეროდ :)) ჩემთვის არ არსებობს ეს ამაზე უფრო ლამაზია, სწორედ ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა რის შემდეგაა წარმოდგენილი და კიდევ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია სასწაულად ლამაზი ადგილებისა.

 

ვარდისფერი ტბები – რეთბა და ჰილიერი

ალბათ ძნელი წარმოსადგენია ვარდისფერი ტბა, მაგრამ უფრო გაკვირვებული დარჩებით თუ გეტყვით რომ ასეთი ორია, ავსტრალიასა და სენეგალში. ორივე შემთხვევაში მათი უცნაური შეფერილობა, იმ მარილებითაა გამოწვეული, რომლითაც ორივე ტბა საკმაოდაა გაჯერებული.

სენეგალი, ტბა რეთბა
სენეგალი, ტბა რეთბა
ავსტრალია - ტბა ჰილიერი
ავსტრალია – ტბა ჰილიერი

 

ულურუს მთა – ავსტრალია

ისი სიგრძე 3 კილომეტრია, სიმაღლე 348 მეტრი, ხოლო მიწისქვეშ 2 100 მეტრია. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ევროპელთათვის მისი არსებობა ცნობილი გახდა 1870-იან წლებში. ულურუ აბორიგენი მოსახლეობისათვის წმინდა ადგილია, სადაც ხშირად რელიგიურ რიტუალებს ატარებენ. სახელწოდება „ულურუ“ სწორედ ადგილობრივთა ენიდან მომდინარეობს. მისი მთავარი ღირსშენასანიშნობა, მისი მრავალფეროვნებაა. დღის განმავლობაში და ამინდის მიხედვით მთა ფერს იცვლის. 

ავსტრალია - ულურუ
ავსტრალია – ულურუ

 

ჩრდილოეთის ციალი 

პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების ნათება, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს, მზის ქარების ნაწილაკებით დამუხტული მათი ურთიერთქმედების შედეგად. პოლარული ციალიგაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირია,სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისასს.

ავრორა - ჩრდილოეთის ციალი
ავრორა – ჩრდილოეთის ციალი

 

ნგორონგოროს დაცული ტერიტორია 

ტანზანიის ერთ-ერთი მტავარი ღირსშესანიშნაობა ნგორონგოროს დაცული ტერიტორიაა, რომელიც ჩამქრალი ვულკანის კრატერში მდებარეობს. მეცნიერთა აზრით ვულკანი დაახლოებით 2.5 მილიონი წლის წინ ამოიფრქვა.  კრატერის დიამეტრი 17-21 მეტრია, ყველაზე მაღალი წერტილი ზღბის დონიდან 2286 მეტრია.  

ნგორონგოროს დაცულ ტერიტორიაზე 25 00 მდე გარეული ცხოველი ბინადრობს, მათი უმეტესობა მტაცებელია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ზებრები, ანტოლიპეპის სხვადასხვა სახეობა, ბეჰემოტები, ლომები, ლეოპარდები და სხვდასხვა ენდემური სახეობები.

ნგორონგოროს კრატერის დასავლეთ ნაწილი
ნგორონგოროს კრატერის დასავლეთ ნაწილი

 

ბაობაბების ხეივანი – მადაგასკარი 

მადაგასკარის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ე.წ ბაობაბების ხეივანია, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული, კუნძულის დასავლეთით. ხეების ასაკი საშუალოდ 800 წელია და ადგილობრივები მას “რენალა”-ს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ეს იყო დიდი ტყის მასივი და ბაობაბის ხეები არ იდგნენ განცალკევებით, მაგრამ მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ტროპიკული ტყე გაიჩეხა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისათვის.

ბაობაბების ხეივანი
ბაობაბების ხეივანი

 

ცისარტყელას მთები – ჩინეთი

ვარდისფერი ტბის შემდეგ წესით ამ მთებს არ უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ მათმა მრავალფეროვნებამ აღმაფრთოვანა და საშინელი სურვილი გამიჩინა სასწრაფოდ გავქანდე ჩინეთში და ამ საოცარი ადგილით დავტკბე. დანქსია, იგივე ცისარტყელას მთები გეოლოგიური სასწაულია და დღესდღეობით UNESCO მსოფლიო მემკვდირეობის სიაში შესული, როგორც ბუნების ლანდშაფტი. მეცნიერების თქმით მილიონობით წლების განმავლობაში სხვდასხვა სახის ქვიშაქვა და მინერალები ერთმანეთს შეერწყა და ასეთი საოცარი მთები დაგვიტოვა. 

დიდ ხანს ნახატი მეგონა :)
დიდ ხანს ნახატი მეგონა 🙂

 

მილფორდ საუნდი – ახალი ზელანდია 

ახალი ზელანდიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მილფორდ საუნდის ფიორდები ახალი ზელანდიის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ატრაქციაა. იგი 1812 წელს იქნა აღმოჩენილი. ადრეულ პერიოდში მეცნიერები და მოგზაურები ამ ადგილს ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან ვერ წარმოედგინათ რომ კანიონის ვიწრო შესასვლელს შეეძლო ასეთ ფართო და ულამაზესი ფიორფებისაკენ წაეყვანა მნახველი.

milford-sound

 

პრიზმული წყაროები – აშშ

ეს არის მსოფლიოში სიდიდით მესამე და ამერიკაში პირველი წყარო, რომელიც აიდაჰოს შტატში მდებარეობს. იელოუსთოუნის ნაციონალური პარკი ერთად აღებულ უამრავ ბუნების საოცრებას აერთიანებს, მაგრამ ჩემი აზრით პრიზმული წყარო უბრალოდ შეუდარებელია. წყაროს კიდეების უცნაური შეფერილობა აქაც მინერალების დამსახურებაა.

800px-Grand_Prismatic_Spring_and_Midway_Geyser_Basin_from_above

 

ფლაის გეიზერი – აშშ

ნევადას შტატში კიდევ ერთი ბუნების საოცრება მდებარეობს, ფლაის გეიზერი. 1916 წელს წყაროს მოსაპოვებლად ამ ადგილებში ჭაბურღილი ჩადგეს, ხოლო 1964 წელს მდუღარე წყალი ზედაპირზე ამოიფრქვა რომელმა მინერალებისაგან ულამაზესი ლანდშაფტი შექმნა. გეიზერის კედლები დღესაც განაგრძობს ზრდას. თანდათან ღვრის მინერალებს (კარბონატის კალციუმი), სხვადასხვა სახის წყალმცენარეებს, რომელიც განსაზღვრავს მის შეფერილობას.

fly-geyser3

 

 

თეთრი უდაბნო – ეგვიპტე

ძალიან ბევრს ეგვიპტეში მოგზაურობა, მხოლოდ პირამიდებისა და უძველესი ტაძრები გამო სურს, მაგრამ თეთრი უდაბნო, მართლაც ბუნების საოცრებაა და ღირს მისი ნახვა. თეთრი უდაბნო სავსეა სხვადასხვა ფორმის და ზომის უამრავი ქანდაკებებით, რომლებიც ქვიშის ქარების მიერაა შექმნილი.

WhiteDesert-Egypt-Evening 16032013

 

 

ასე რომ გავყვეთ მე ამის წერას ვერ დავამთვარებ, რადგან ბუნების უამრავი სასწაული ჯერ კიდევ აღმოჩენას ელოდება, ადამიანებისაგან კი მხოლოდ გაფრთხილებას და მოვლას მოითხოვს, ასე რომ დღეს მე აქ ვჩერდები:)) და კიდევ ერთ სურათს ვტოვებ, რომელიც ნათელი მინიშნებაა, რომ ბუნება საზღვრებს არ სცნობს

 

ჩემი უსაყვარლესი ფოტო
ჩემი უსაყვარლესი ფოტო

 

 

 

Advertisements