სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ანატოლიის რეგიონის ადუამანის პროვინციაში , ზღვის დონიდან 2134 მეტრზე, მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლი, ნემრუტის მთა.
1881 წელს ნემრუტ-დაღი აღმოაჩინა გერმანელმა ინჟინერმა კარლო რესტერმა, რომელიც მეფე ანტიოქოს I სამარხს ეძებდა, მაგრამ ვერ მიაგნო. 1987 წელს არქეოლოგიური ძეგლი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ნემრუტის მთა შესანიშნავი მაგალითია განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის შერწყმისა. მეფე აქ წარმოჩენილია, როგორც დარიოსის ჩამომავალი, მამის მითრიდატეს მხრიდან, ალექსანდრეს მემკვიდრე – დედის ლაოდაისესგან.
კომაგენის სამეფო, სელევკიდების სამეფოს რომის იმპერიის მიერ დაპყრობის შედეგად ჩამოყალიბდა.

კომაგენის მეფე ინტიოქოს I-მა, დაახლ. ძვ.წ 62 წელს ააგო თავისთვის სამარხი-სამლოცველო, რომელიც დამშვენებული იყო 8-9 მეტრის სიმაღლის ქანდაკებებით, მათ შორისაა 2 არწივი, 2 ლომი და ბერძნული, სომხური, ირანული პანთეონის ღმერთები. აქ აღმოჩენილი ბერძნული წარწერა მოგვითხრობს, რომ მეფე ანტიოქოს I დაკრძალულია ნემრუტის მთის სამარხში, რომელიც მოხსენიებულია როგორც “მისი სამეფოს სახურავი”.
მჯდომარე ქანდაკებები საოცრად იყო დეკორერებული, თითოეულის სახელი პედესტალზე იყო ამოკვეთილი. დღეს ქანდაკებები დაზიანებულია, მათი ნაწილები მთელს არქეოლოგიურ ძეგლზეა მიმოფანტული. გაურკვევლი მიზეზის გამო, თითქმის ყველა მათგანს გაფუჭებული აქვს ცხვირი.

145 მეტრი დიამეტრის და 50 მეტრი სიმაღლის მიწაყრილი, სამი მხრიდან ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით ტერასებითაა გარშემორტყმული. ბოლო ორი მათგანი სხვადასხვა პროცესიებისა და რიტუალების დროს გამოიყენებოდა. 5 გიგანტური ქანდაკება ეძრვნება ღმერთებს, რიგის ბოლოში კი, ორივე მხრიდან აღმართულია არწივისა და ლომის ქანდაკებები. ქანდაკებები გამოსახავენ ღმერთებს: აპოლო-მითრა-ჰელიოს-ჰერმესს, კომაგენის ქალღმერთ თიჩეს, ღმერთ ზევს-ორომასდესს, თვით ანტიოქოსს, ღმერთ ჰერაკლე-არტაგნეს-ატესსს.
სამარხი თავდაპირველად ასეთი უნდა ყოფილიყო
ტერასის ჩრდილოეთ მხარეს რელიეფებზე გამოსახულია მეფის სპარსელი წინაპრები, სამხრეთით კი მაკედონიელი. დღეს ქანდაკების თავები აღმოსავლეთით მდებარე პირამიდისებრ სამსხვერპლოზეა განლაგებული.