ანუბისი – გარდაცვლილთა ტურის თავიანი ღმერთი

ანუბისის რელიეფი აბიდოსის ტაძრიდან.

ანუბისი ეგვიპტური პანთეონის ერთ-ერთი მთავარი ღმერთია. მისი კულტი ნილოსის ცივილიზაციის უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს და ცნობები ჯერ კიდევ პირველი დინასტიის პერიოდში ჩნდება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ძველ ეგვიპტეში ღმერთს “ანპუ” ან “ინპუ” ეწოდებოდა. ანუბისი, მხოლოდ პტოლემაიოსთა ეპოქაში, ძვ.წ. IV საუკუნეში ჩნდება. “ანპუ” ძველ ეგვიპტურიდან ითარგმნება, როგორც სამეფო ბავშვი. სავარაუდოდ, მისი სახელი ასევე შეიძლება დავუკავშიროთ სიტყვა “ინპ”-ს, რაც გახრწნას ნიშნავს. ეგვიპტელებს მრავალფეროვნება არც აქ დავიწყებიათ და ღმერთს კიდევ ერთი სახელი “ნუბ ტა ჯსერ” შეურჩიეს, რაც ითარგმნება როგორც “წმინდა მიწის მბრძანებელი”.

ანუბისი ბალზამირების პროცესში. სცენა სენედჯემის სამარხიდან, მე-19 დინასტია, დეირ ელ მედინას სამარხები.
ანუბისი ბალზამირების პროცესში. სცენა სენედჯემის სამარხიდან, მე-19 დინასტია, დეირ ელ მედინას სამარხები.

მიცვალებულთა მცველი ტაძრების გარეშე 

ალბათ ყველას გვახსოვს გრანდიოზული ეგვიპტური ტაძრები: ლუქსორი, კარნაკი, დეირ ელ ბაჰრი, აბუ სიმბელი; მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. გახსენდებათ რომ რომელიმე მათგანი ანუბისს ეძღვნებოდეს??? პირადად მე არც ერთი. დღემდე ვერც არქეოლოგებმა მოახერხეს სადმე მიეგნოთ მისი ტაძრისათვის, თუმცა ის მაინც ყველგანაა. როგორ??? ანუბისის ტაძრები და სამყოფელი, ყოველი აკლდამა და სამარხია. მისი სახელი უძველეს მასტაბებს და სამარხებში გვხვდება, სადაც მცირე სამლოცველოებია გაკეთებული. მაგალითად, საქარას აღმოსავლეთით, ე.წ. ანუბიონში ძაღლებისა და ტურების მუმიფიცირებული სხეულები აღმოაჩინეს. ეს ადასტურებს, რომ პირველი დინასტიის მმართველობის დროს, ანუბისის კულტი ძველ ეგვიპტეში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ოსირისის.

ანუბისი დედოფალ ნეფერტართან ერთად, დედოფალთა ველი.
ანუბისი დედოფალ ნეფერტართან ერთად, დედოფალთა ველი.

ანუბისი სეთისა და ნეფტიდას შვილი, ოსირისის ძმისშვილი და ჰორის ბიძაშვილია. მას გამოსახავდნენ ტურის თავიანი ადამიანის, ან უბრალოდ ტურის სახით. ღმერთი ყოველთვის შავ ფერებში იხატებოდა, რადგან შავი დაკავშირებული იყო განადგურებასა და შემდეგ თავიდან დაბადებასთან. ანუბისს, ასევე ნაკლებად ცნობილი ქალური განსახიერებაც ჰყავდა – ანპუტი, ქალიშვილიც სახელად კებეჰეტი.
ალბათ ყველას ანუბისის ხსენებასთან ერთად ოსირისის სამსჯავროს წარმოიდგენს. სცენას მიცვალებულთა წიგნიდან. მისი ერთ-ერთი ტიტული “სასწორის მცველია”, რადგან სწორედ ანუბისი დებდა მიცვალებულის გულს სასწორზე, სადაც თუ ცოდვებით დამძიმებული გული მაატის ბუმბულს გადაწონიდა, მაშინ სულს ურჩხული აპოპისი შთანთქავდა, თუ გული ბუმბულზე მსუბუქი აღმოჩნდებოდა, მაშინ ის სამოთხეში, ოსირისის სამფლობელოში გადაინაცვლებდა.

ანუბისი წონის გარდაცვლილის გულს, სცენა მიცვალებულთა წიგნიდან.
ანუბისი წონის გარდაცვლილის გულს, სცენა მიცვალებულთა წიგნიდან.

ანუბისის მთავარი ფუნქცია ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში, მიცვალებულთა სხეული ბალზამირება, მათი სულების გაცილება იმქვეყნიურ სამყაროში და აკლდამის დაცვაა. ოსირისის მითის თანახმად, სწორედ ის დაეხმარა ისიდას გარდაცვლილი მეუღლის სხეულის მუმიფიცირებაში. სწორედ ამიტომ, ქურუმები ბალზამირების პროცესში ტურის ნიღაბს ატარებდნენ. ყოველ ეგვიპტელს სჯეროდა, რომ სამარხების მძარცველნი ანუბისის რისხვას ვერ გაექცეოდნენ, რაგან ისინი სწორედ მის სამფლობელოში იჭრებოდნენ.

ანუბის-ჰერმესის ქანდაკება ვატიკანის მუზეუმში.
ანუბის-ჰერმესის ქანდაკება ვატიკანის მუზეუმში.

ანუბისის კულტი პტოლემაიოსების ეპოქაში ჰერმესის კულტს შეერწყა. თუ, ამ პერიოდის ქანდაკებებს შეავლებთ თვალს ამაში მაშინვე დარწმუნდებით. როდესაც, ვატიკანის მუზეუმში ანუბისისა და ჰერმესის “ჰიბრიდი” ქანდაკება ვნახე, გულგრილად შევტრიალდი და თვალი ავარიდე. აღარაფერი ეგვიპტური მას არ ჰქონდა შერჩენილი, მხოლოდ ტურის თავი. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია, მე ყველაფერი მაინც ტრადიციული ეგვიპტური მირჩევნია.

ეს ბოლო სურათი ჩემთვის და ჩემისთანებისათვისაა, ვისაც ერთი ანუბისი არ ჰყოფნის და ბევრი უნდა :)
ეს ბოლო სურათი ჩემთვის და ჩემისთანებისთვისაა, ვისაც ერთი ანუბისი არ ჰყოფნის და ბევრი უნდა 🙂

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.ancient-origins.net/myths-legends/anubis-jackal-god-and-guide-ancient-egyptian-afterlife-006155

http://www.ancientegyptonline.co.uk/anubis.html

http://www.egyptianmyths.net/anubis.htm

საკუთარი შთაბეჭდილებები 🙂

Author: mariam meritamen

შეაგროვე მოგონებები და არა ნივთები, ესაა ჩემი მთავარი დევიზი და იმედია პირნათლად ავასრულებ. ცხოვრებაში ერთადერი უდიდესი მიზანი მაქვს, ვიმოგზაურო რაც შეიძლება მეტი. ჯერჯერობით ცოტა მაჩანჩალა ვარ, ჩემს მეჩვიდმეტე ქვეყანას ვესტუმრები სულ მალე :) ბლოგის მიზანია გაგიზიაროთ გამოცდილება და გიამბოთ ჩემთვის საინტერესო ადამიანებზე, რომლებმაც შემაყვარეს გარკვეული ქვეყანა, ან გაგაცნოთ ის ადგილები, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი. ქვეყნები, სადაც გამიმართლა და უკვე მიმოგზაურია, მსურს ჩემი თვალით დაგანახოთ და შთაბეჭდილებებიც გაგაცნოთ. ასე რომ, ისიამოვნეთ და არ დაგენანოთ თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება :)

7 thoughts on “ანუბისი – გარდაცვლილთა ტურის თავიანი ღმერთი”

  1. აბსოლუტურად გეთანხმები ანუბისის და ჰერმესის “ჰიბრიდთან” დაკავშრებით, არც ბერძნულია, არც ეგვიპტურია, არაფერს არ ჰგავს, ცალკე ანუბისი სჯობს აშკარად.. მეც მინდა ბევრი ანუბისი :დ

    1. ერთი ცალი ანუბისი მართლაც არაა საკმარისი 🙂 ის უნდა იყოს წმინდა ეგვიპტურ სტილში გამოსახულია, თუნდაც ეს ოდნავ დაძაბულ და განყენებულ სახეს აძლევდეს.

  2. ოსირისის სამსჯავროში იყო კიდევ არსება, დემონიც იყო და ღმერთიც – Ammit (სადაც წავიკითხე ესე წერია) მას ჰქონდა აპოპისის ფუნქცია და ცოდვილთა სულებს შთანთქავდა. მაინტერესებს ერთი და იგივე არსებები თუ არიან? იმიტომ რომ აპოპისზე ვერსად ვერაფერი ვერ ვნახე. Ammit-ზე წერია აქ. http://cobain-freemason.blogspot.com/2010/04/2.html

    1. მართალია, ამიტი ერთ-ერთი სამი ადამიანის მჭამელი დემონია, ეგვიპტელების წარმოდგენით ეს ურჩხულის ქალური განსახიერება იყო. მისი სხეული შეიცავდა ლომის, ნიანგისა და ბეჰემოტის სხეულის ნაწილებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: